Forsa: თბილისში გამოკითხულთა 72% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14% - „ნაცმოძრაობას“, ქდმ-ს კი,  4% მისცემდა ხმას

Forsa: თბილისში გამოკითხულთა 72% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14% - „ნაცმოძრაობას“, ქდმ-ს კი, 4% მისცემდა ხმას

Forsa - ს კვლევის შედეგების მიხედვით,  თბილისში გამოკითულთა 72% ხმას პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 14% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4%  „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო  8%   სხვა პარტიებს მისცემდა ხმას.

Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია,  მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა.

პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით 1943 რესპოდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.  კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.