Forsa - ს კვლევის თანახმად, რესპონდენტები კითხვაზე, „ვინ არის პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რომლებიც გლდანის მე-8 ციხეში განხორციელდა“ ათქულიანი შკალიდან 9, 8 ქულას ანიჭებენ იმას, რომ პასუხიმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს, 9, 7 ქულას ანიჭებენ ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძის პასუხიმგებლობას - 9,5 ქულით საზღვრავენ, მთავრობისას - 9, 0, მიხეილ სააკაშვილისას - 8, 7 და ვანო მერაბიშვილის კი, - 8, 7 ქულით.
კვლევის თანახმად, ათქულიანი შკალიდან ერთი ქულა ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა არავის უნდა დაეკისროს, ხოლო ათი ქულა მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს.
Forsa გერმანული კვლევითი ცენტრია, მან საქართველოს მასშტაბით წინასაარჩევნო კვლევა 2012 წლის 24-25 სექტემბერს ჩაატარა.
პირდაპირ ინტერვიუს მეთოდით 1943 რესპოდენტი გამოიკითხა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. კვლევის შედეგები Forsa-ს წარმომადგენელმა პიტერ მაპუშეკმა წარადგინა.