კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მან საარჩევნო კამპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ისთვის შეწყვიტა.
„საარჩევნო კამაპანია კი არ შევწყვიტე, არამედ იმედისა და რუსთავის 2-ისთვის არც დამიწყია და როგორ შევწყვეტდი იმას, რაც არ არსებობდა. მოსახლეობასთან ჩემი შეხვედრის არცერთი კადრი ამ ტელევიზიებში არ გასულა.
„იმედი“ და „რუსთავი 2“ საგარეჯოში ჩვენს შეხვედრაზე რომ ყოფილიყვნენ , სადაც ბატონი ბიძინა ივანიშვილიც გახლდათ, გაიგებდნენ, რომ ჩვენი განცხადების მიხედვით, ჩვენ მოსახლეობასთან დიდი შეხვედრები შევწყვიტეთ იმიტომ, რომ არჩევნებამდე 2 დღეა დარჩენილი და სრულიად სხვა რეჟიმში ვართ გადასულები. შეხვედრები გვაქვს საარჩევნო კომისიის წევრებთან და ა.შ პატარ-პატარა შეხვედრებს მოსახლეობასთან ისევ განვაგრძობთ, ბუნებრივია, თუმცა კახეთის მასშტაბით დიდი საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან შევწყვიტეთ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ“,-განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ხიდაშელმა საარჩევნო კამპანია, გუშინ, გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო შეწყვიტა.