ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის ცაზე მფრინავი ადამიანები გამოჩნდნენ. გასაგებია, რომ ამერიკელები პროგრესის მოყვარული ხალხია, მაგრამ მფრინავი ადამიანი, დამეთანხმებით „ზეპროგრესულია“. ამჯერად, საქმე რამდენიმე ახალგაზრდის ხრიკებს ეხება, რომლებმაც გადაწყვიტეს ნიუ-იორკი შოკში ჩაეგდოთ. მაიკლ კვირკი და მისი ორი მეგობარი დისტანციური პულტის მეშვეობით მართავდნენ, კარდონისგან დამზადებულ, ადამიანის ფორმის საფრენ აპარატს. რომელსაც ფეხებიც ადამიანივით უმოძრავებს და კარდონის ფერიც ჩვეულებრივი ტანსაცმლის ფორმითაა შერჩეული.
ჩანაფიქრი მეგობრებმა მარტივად განახორციელეს და ხალხის გაოცებაც შესანიშნავად მოახერხეს. მფრინავ ადამაინებს, ასობით ადამიანი, ფოტოაპარატებისა და ტელეფონების ობიექტივებით იღებდნენ.
ახლა კი, ამ მოვლენას უფრო რეალურად შევხედოთ. პროგრესულმა ამერიკელებმა რეალურად გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ფრენის საშუალებას მართლა აძლევს. ეს არის ჟილეტისმაგვარი მოსაცმელი, რომელსაც უკან წყლის მილი აქვს მიბმული. მოწყობილობა ჯერეჯრობით მხოლოდ წყლის ზედაპირზე მუშაობს, რადგან ის წყალთანაა დაკავშირებული. მილი მოწყობილობას აწვდის წყალს, რომლის წნევითაც ის ჰაერში ადის. ამ აპარატს შეუძლია 65 კილომეტრი, საათში დაფაროს.
მოწყობილობის დასაპატენტებლად სპეციალისტები მას 6 წლიანი ექსპერიმენტების განმავლობაში ამზადებდნენ. აპარატის ღირებულება 157-176.000 დოლარია.