პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი კიევში ლგბტ აქტივისტების მიერ პრაიდის ჩატარებას ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ უკრაინაში დაკავებული პრაიდის მოწინააღმდეგე ადამიანებს, სავარაუდოდ, ომის წინა ხაზზე გაგზავნიან, თუმცა პრაიდის არც ერთ მონაწილეს იგივე არ ემუქრება.
"ქართველობა - ქართველობაა. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის მმართველობაა, თუ არა. აგვისტოს ომის დროს, თუ მის შემდეგ, აზრად არ მოუვიდოდა ვინმეს პრაიდი ჩაეტარებინა თბილისის ქუჩებში. კიევს - აზრად მოუვიდა. დღეს უკრაინის დედაქალაქში პრაიდის დროს, პოლიციამ ლგბტ-ს თემის მოწინააღმდეგე რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი დააკავა. დიდი ალბათობით, მათ ომის წინა ხაზზე გააგზავნიან. უდიდესი ალბათობით, პრაიდის არც ერთ მონაწილეს ეს საპატიო "პატრიოტული" მისია არ დაემუქრება. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის პროტესტის მონაწილენი ხელბორკილებით მიწაზე დააწვინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კიევის ერთ-ერთი ცენტრალური, მიხაილოვის მოედანი, ახლაც აყვანილია პოლიციურ ალყაში, აყვანილი ადამიანების რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მერე რა, რომ ომია - პრაიდი პრაიდად რჩება..."- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.