პიმენ ყურაშვილი ტრამპის და მასკის დაპირისპირებაზე: ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით

პიმენ ყურაშვილი ტრამპის და მასკის დაპირისპირებაზე: ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით

ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით, - ასე გამოეხმაურა საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და მისი მთავრობის ყოფილი წევრის, მილიარდერ ელონ მასკის დაპირისპირებას.

„ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით. როგორც ჩანს, ტრამპიც და მასკიც ქარიზმატული, თუმცა ექსცენტრული ტიპაჟია, ორივე ცნობილი და გავლენიანი. ტრამპს უნდა კანონპროექტის მიღება, რომელიც შეღავათებს მისცემს საშუალო კლასს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ელექტრომანქანების მწარმოებლებისთვის. ყველამ იცის, რომ მასკს აქვს „ტესლა“, რომელიც ელექტრომანქანებს აწარმოებს. როგორც ჩანს, ეს ამბავი არ მოეწონა მასკს და წავიდა დაპირისპირება. საჯარო დაპირისპირება, რასაც თვალს ვადევნებთ, როგორც ამერიკისთვის, ისე მსოფლიოსთვის კარგი არ იქნება ალბათ“, - აღნიშნა ყურაშვილმა.