ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ

ვფიქრობ [ოპოზიცია] საბოლოო ჯამში, [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი, როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„ვფიქრობ [ოპოზიცია] საბოლოო ჯამში, [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი, როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ, მაგრამ ოპოზიციას რესურსულად ამ არჩევნებში მონაწილეობას მიაღებინებენ. თავის დროზე რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და საბოტაჟისთვის არ მიემართათ, ქვეყანაც ხომ წინ იქნებოდა და მათი პოზიციებიც უფრო მყარი?! მათი ამომრჩეველიც ხომ უფრო რეალურად დაინახავდა, რეალურად რისი შეთავაზება შეეძლოთ საპარლამენტო ცხოვრებიდან ქვეყნისთვის გარდა იმისა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოჰყავთ ქუჩაში და რუსთაველის გადაკეტვით არიან დაკავებულები?!“ - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მარბიელი გახარია და ხაზარაძე რომ გავლენ არჩევნებზე ფაქტია; როგორც გაცხადდა თქვენი ტყუილი, რომ ყველა ოპო გარედან მართულია; თუ ასეა,დირიჟორს არცერთი ლოგიკით არ უნდა აწტობდეს ზოგის გასვლა და ზოგის არა. იმის თქმა, რომ ზოგს გაუშვებენ და ზოგს არა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია; ვინ უშლით თან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და თან ქუჩაში იდგნენ?!
3 კვირის უკან