ჩვენმა საზოგადოებამ გაათვითცნობიერა, რომ დამოუკიდებლობის დაცვას და განვითარებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება და სწორედ ამ ძალისხმევას ვეწევით ჩვენ. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება არ ნიშნავს ევროკავშირთან დაცილებას - პირიქით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ვიღაცას წარმოუდგენია, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო არ უნდა იყოს, რომ საქართველოს დაახლოება, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი ევროკავშირთან, არ უნდა მოხდეს და საქართველო მარიონეტული მმართველობის ქვეშ უნდა იყოს.
მაგალითად, რატომ წავიდნენ გამჭვირვალობის წინააღმდეგ?! ევროპა [ბიუროკრატიის ნაწილი] დაირაზმა, რომ ჩვენ საუკეთესო მიზნებისთვის ვხარჯავთ ფულს საქართველოშიო, მაგრამ ამის გასაჯაროება რუსული მოვლენააო, საოცრებაა...
მაგრამ, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ ეს ფული იხარჯება ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში ჩარევისთვის, ფერადი რევოლუციის დაფინანსებაში, მათ შორის ზიზღისა და ბულინგის ენის დამკვიდრებაში. ეს ხომ ფაქტებია, რომელიც უკვე ზედაპირზე დევს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.