ისრაელის პრეზიდენტი ამერიკის უმაღლესი ორდენით-თავისუფლების მედლით პირადად ბარაკ ობამამ დააჯილდოვა.
„ერთ-ერთ ჩვენს უახლოეს პარტნიორს და მეგობარს ახლო აღმოსავლეთში სწორედ ისრაელი წარმოადგენს. არცერთ ადამიანს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისა და კავშირების გამყარებისთვის იმდენი არ გაუკეთებია, როგორ ჩვენს მეგობარ შიმონ პერესს“,- განაცხადა ობამამ პერესისთვის მედლის გადაცემისას.
შიმონ პერესმა აღნიშნა, რომ ბარაკ ობამა ერთ-ერთი ყველაზე პროისრაელური პრეზიდენტია, რომელიც ძალიან „დაძაბულ მუშაობას“ ეწევა, რათა საბოლოოდ მოხდეს ირანის ატომური პრობლემის გადაწყვეტა.
ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი აშშ-ს უმაღლესი ჯილდოა. მას პირადად ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით გადასცემენ პირს, რომელმაც ამერიკის ნაციონალური ინტერესების გატარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დედამიწაზე მშვიდობის დაცვასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.