ჰილარი კლინტონი: სირია ერთადერთი საკითხი არ არის, როდესაც მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები იყოფა

ჰილარი კლინტონი: სირია ერთადერთი საკითხი არ არის, როდესაც მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები იყოფა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თუ რუსეთმა სირიის მიმართ პოლიტიკა არ შეცვალა, აღმოსავლეთზე გავლენას საერთოდ დაკარგავს, ხოლო ოფიციალური მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები კი სირიასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან განსხვავდება.

„ეს არ არის ერთადერთი საკითხი, როდესაც ჩვენი პოზიციები იყოფა,თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანების ყოველდღიურ მკველელობებზე და ძალადობის ესკალაციაზე სირიაში“,-აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

საერთაშორისო საზოგადოება ყოველდღიურ ზეწოლას ახდენს მოსკოვზე, შეიცვალოს სირიის კონფლიქტისადმი და ბაშარ ასადისადმი დამოკიდებულება, თუმცა დღეს ავღანეთში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგთან შეხვედრის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის.

„მოსკოვი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს დადების უფლებით სარგებლობს, ჩვენ არ მივცემთ სანქციას სირიის წინააღმდეგ გამოიყენონ სამხედრო ძალები. ამავე მოსაზრებას იზიარებს პეკინიც“,- განაცხადა ლავროვმა.