კომპანია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიო ყველა დიდი ქალაქის მცხოვრები ბარაკ ობამას ხელმეორე გაპრეზიდენტებას მიესალმება.
ამერიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს მხარს უჭერს საფრანგეთის და გერმანიის ყოველი მეათე, ხოლო დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, იტალიისა და ჩეხეთის ყოველი მერვე მცხოვრები.
საბერძნეთის მოსახლეობის 45%-ს, პოლონეთის 40%-ს და რუსეთის 25%-ს სურს ობამა ისევ იხილოს ამერიკის პრეზიდენტად. ყველაზე დიდი მომხრეები ობამას ბრაზილიაში-72% და იაპონიაში-66% ჰყავს. ეგვიპტეს, იორდანიასა და ლიბანს 62-76%-ით ობამას ხილვა აღარ სურთ თეთრ სახლში.
მიუხედავად წარმატებისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ 2009 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, 2012 წლის ივნისისთვის ობამას რეიტინგი 78%-იდან 63%-მდე დაეცა.