ამერიკელი პოლიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას პრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ

ამერიკელი პოლიტიკოსები ობამას ადმინისტრაციას პრესისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ

ამერიკის სენატში პოლიტიკოსები სერიოზულად შეშფოთებულები არიან იმით, რომ ამერიკულ გაზეთებში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ჩნდება სახელმწიფო საიდუმლო მასალები.

იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა მოითხოვა ორი ფედერალური პროკურორისგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვის გააქვს თეთრი სახლიდან ”სახელმწიფო ამბები”. კონგრესმენ დაჩ რუპერსბერგის განცხადებით, ინფორმაციის ასეთი რაოდენობით გადინება, კონგრესს არ ახსოვს, სადაც ის უკვე 10 წელია მუშაობს.  კონსერვატიული წრეები კი დარწმუნებულები არიან, რომ ობამას ადმინისტრაცია სპეციალური მიზნებით აწვდის პრესას სახელმწიფო საიდუმლო მასალებს.

ასე, მაგალითად associated press-მა გასულ თვეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ამერიკელი სპეცსამსახურების მიერ ტერაქტის აღკვეთას შეეხებოდა- ერთ-ერთ ტერორისტს ქვედა საცვალში აღმოუჩინეს ბომბი, რომელიც ამერიკაში, კონკრეტულ ადგილას, უსამა ბინლადენის  გარდაცვალების წლისთავზე უნდა აფეთქებულიყო.

გაზეთებმა Guardian და New York Times-მა გამოაქვეყნეს მასალები იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ამერიკა უშედეგოდ ეძებდა ბინ ლადენის კვალს, ამერიკულმა დაზვერვამ სპეციალურად გაუშვა პაკისტანში პოიომელიტის ვაქცინაცია, რათა ბინ ლადენის ახლობლების დნმ-ის  ნიმუშები აეღოთ.

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი კი ამერიკულ პრესას ადანაშაულებს პაკისტანელი ექიმის შაკილ აფრიდისთვის, რომელმაც ამერიკელებს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის მიგნებაში დაეხმარა, 33 წლიანი პატიმრობის მისჯის გამო. “ამერიკულ პრესას რომ აეტეხა ასეთი ამბავი, აფრიდის ამერიკაში გადმოყვანა მოხერხდებოდა”,-განაცხადა მაკეინმა.