საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა - სამართლიანი არჩევნებისთვის“ განაგრძობს გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ჩართვა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში რეგისტრაციასა და მონაწილების მიღების პროცესში.
ხუთშაბათს, 14 ივნისს, 18.00 სთ-ზე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს ხმა - სამართლიანი არჩევნებისათვის“ ჩაატარებს აქცია/შეხვედრას ავსტრიაში, ქალაქ ვენაში. მოძრაობის ლიდერის, ბ-ნ გიორგი სიგუას სიტყვებით, ვენაში ჩატარებული აქციის უმთავრესი მიზანი იქნება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები და მომუშავე საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაგეგმილ არჩევნებში დარეგისტრირება და მონაწილეობის მიღება.
აქციაზე, წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის ინტერნეტ საიტი (http://www.saqartvelosxma.com), ინტერნეტ გვერდი, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ დარეგისტრირება Skype-ის პროგრამის მეშვეობით, ასევე ვიდეო რგოლის მისამართი, რომელშიც ახსნილია რეგისტრაციის პროცესი.
მობრძანდით ყველა, ვინც გულწრფელად ზრუნავთ საქართველოს ბედზე!
ინტერნეტ გვერდი: http://www.saqartvelosxma.com
Facebook: http://www.facebook.com/saqartvelosxma
Twitter: http://www.facebook.com/saqartvelosxma
საკონტაქტო პირი: ლევან სააკაძე +436644856902