მემარჯვენეების თქმით სოფელ ნახუნაოს სკოლა კატასტროფულ მდგომარეობაშია

მემარჯვენეების თქმით სოფელ ნახუნაოს სკოლა კატასტროფულ მდგომარეობაშია

„ახალი მემარჯვენეები“ მარტვილში რაიონის მოსახლეობას ხვდებიან. სოფელ ნახუნაოს მცხოვრებლებს ბევრ სხვა პრობლემებთან ერთად გამორჩეულად აწუხებთ სოფლის საშუალო სკოლის შენობის უმძიმესი მდგომარეობა.

სკოლის შენობის უვარგისობის გამო, ბევრმა მშობელმა ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სკოლაში მაინც 130 მოსწავლე რჩება. შენობა იმდენად შელახულია, მნახველი ძნელად დაიჯერებს, რომ ეს სკოლაა. სოფელს ყოველწლიურად პირდებიან ახალი სკოლის აშენებას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება.

„სოფლის მაცხოვრებლები ითხოვენ მკაფიო პასუხს - ბოლოს და ბოლოს აპირებს თუ არა ხელისუფლება დაპირებული სკოლის აშენებას. სოფლის ყველა მკვიდრი მზადაა ახალი სკოლის პირობებში სასწავლებლად სხვაგან გადაყვანილი ბავშვები ისევ უკან დააბრუნოს. თუ არადა სკოლის გარეშე კიდევ ერთი ძლიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება,“-აცხადებს დავით გამყრელიძე.