გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეიდან ღია კარის დღეები დაიწყო

გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეიდან ღია კარის დღეები დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და მათგან მიიღოს ინფორმაცია  გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 2012 წლის 13 ივნისიდან ცენტრში მოეწყობა ღია კარის დღეები აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო  გამოცდებში მონაწილეთათვის:

აბიტურიენტებისთვის - 13 და 14 ივნისს 11 საათზე;

მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის -15 ივნისს 14 საათზე;

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 15 ივნისს 16:00 საათზე.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 35000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას 7500-ზე მეტი  სტუდენტი ჩააბარებს.