გია ხუხაშვილი: ჩემს სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა ძალიან სასაცილოა  სატირალი, რომ არ იყოს

გია ხუხაშვილი: ჩემს სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენა ძალიან სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამაღლების ქუჩაზე, მის სახლში, აღმოჩენილ მოსასმენ მოწყობილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც from.ge - სთან საუბარში ხუხაშვილი განმარტავს მისი მეზობლის გასარემონტებელი, დაკეტილი  ბინიდან, რომელიც ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს,  ჭერი იყო ჩამოშლილი  და ეს აპარატურა იქ იყო ჩამაგრებული.

მისი თქმით, ეს ძალიან  ძალიან სასაცილო სიტუაცია სატირალი, რომ არ იყოს.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ  აპარატურა მისმა მცხოვრებმა მეზობელმა სახლში შესვლისას აღმოაჩინა და სწორედ მან აცნობა.

„ეს არის იმის პრობლემა, რაზეც მე ყოველდღიურად ვსაუბრობ მათ შორის, სხვადასხვა მედიასაშუალებების მეშვეობით.  ეს სისტემური პრობლემაა.  ადამიანის სახლში, რომელიც დილით ცხრის ნახევარზე სახლიდან გადის და თერთმეტზე შემოდის,  რას უნდა მოუსმინო არ ვიცი,  ძილში თუ წამოცდება რაიმე, ეს არ ვიცი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები  და კრიმინალური სამსახური იმყოფებიან.

ხუხაშვილის განცხადებით, მათ ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ.