ამერიკელი მწერალი მარკ შაპირო, რომელმაც ახალგაზრდა კანადელი შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის ბიოგრაფიული წიგნი დაწერა, ამჯერად ადელიც ცხოვრების ისტორიაზე მუშაობს.
ბიოგრაფიულ წინგში შესული იქნება სოულ-სენსაციის ცხოვრების დღემდე უცნობი ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ადელი პირად ცხოვრებას მალავს. მწერალმა მაინც მოახერხა, რამდენიმე საინტერესო დეტალის გაგება. როგორც მარკ შაპირო აცხადებს, მან წიგნისთვის ადელს ინტერვიუს ჩაწერაც სთხოვა, თუმცა მომღერალი ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა და მწერალს არც შეხვედრია.
„სენსაციებით ვერ გაგაკვირვებთ. არ მიყვარს მოვლენების გაზვიადება, ყველაფერს ისე ვყვები, როგორც სინამდვილეშია. მე აღვწერე ადელის ცხოვრება. უბრალო, მაგრამ ყველაზე წარმატებული ტოტენჰემელი გოგონას ცხოვრების ისტორია, ბავშვობიდან დღემდე“-ამბობს ბიოგრაფი.
წიგნი გაყიდვაში, ივლისში გამოვა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.