აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,წუხელ სომხეთის მხრიდან ცეცხლი არ შეწყვეტილა გეიგელსკის, დაშკესანკის, გიადაბეისკის, გიორანბოისკის, ტერტერსკის, აგდამსკის, ხოჯავენდსკის, ფიუზულინსკისა და ჯებრაილსკის რაიონების მიმართულებით. ოფიციალური ბაქო არცერთი ჯარისკაცის დღუპვის ან დაშავების შესახებ არ იუწყება.
სომხეთის სამხედრო პროკურორის გევორქ კოსტანიანის განცხადებით,ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, წუხელაც, მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლი არ შეწყვეტილა აზერბაიჯანის მხრიდან, ხოლო განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ბოლო დღეებში სომხეთის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დაჭრილი და გარდაცვლილი. კოსტანიანის განცხადებით, სომხეთის მხარე აუცილებლად მიმართავს ევროსასამართლოს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, „სახეზე გვაქვს დივერსია აზერბაიჯანის მხრიდან, როდესაც სახეზეა ადამიანებზე თავდასხმა და მათი ქონებისთვის ზიანის მიყენება, აქ ევროსასამართლოს ჩარევაა აუცილებელი“,- განაცხადა სამხედრო პროკურორმა.