„ოცნებას“ ურჩევნია, დაასახელოს მისგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტი“

„ოცნებას“ ურჩევნია, დაასახელოს მისგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტი“

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა, რომ საფრანგეთის ხელმძღვანელობისგან თანხმობა მიიღო, რათა 2004 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაენიშნა. თუმცა სააკაშვილის სიხარული მალევე ჩაქრა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მალევე დატოვა და 2005 წელს სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტი გახდა. სალომე ზურაბიშვილს იმთავითვე მიაჩნდა, რომ სააკაშვილის დასავლური კურსი მხოლოდ ფასადური იყო და თავის დროზე მას საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმიტომ ჩააბარეს, რომ იგი პროევროპულობის ფასადად გამოეყენებინათ.

სალომე ზურაბიშვილს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის - ნინო ბურჯანაძის კრიტიკაც წამოეწია - თუ ქალბატონი მინისტრი თვლიდა, რომ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო, ამის თაობაზე განცხადება ან მანამდე უნდა დაეწერა, სანამ გადადგებოდა, ან ადრე უნდა წასულიყო ამ გუნდიდან.

2010 წელს ნიკო ნიკოლაძის შთამომავალმა ქალბატონმა ქართული პოლიტიკა დატოვა. მიზეზად დემოკრატიის ნაკლებობა დაასახელა. თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში და პრეზიდენტობა სცადა. წინა არჩევნებზე იგი ვერ დარეგისტრირდა ორმაგი მოქალაქეობის გამო, დღეს კი ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარაა.

მართალია, სალომე ზურაბიშვილი მეტ-ნაკლებად „ქართული ოცნების“ სატელიტად აღიქმება, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა იმ დოზით არ არის, როგორც „ოცნების“ აქტიური წევრების მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილი პრინციპული ადამიანია და არცთუ ისე რბილი ხასიათი აქვს, რაც „ქართულ ოცნებას“ წყალივით სჭირდება, მაშინ რას მოუტანს ეს კანდიდატი მმართველ გუნდს და რა იყო მარგველაშვილის მთავარი შეცდომა?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

წინასაარჩევნოდ ძირითად მოთამაშეებად ისევ იგივენი რჩებიან. რამ შეიძლება შეცვალოს მონოტონური არჩევნები?

- მოთამაშეები უცვლელნი არიან. სამწუხროდ, ეს არის ოპოზიციის სახით ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და, ასევე, მმართველი პარტია. არ ვიცი, რას გადაწყვეტს „პატრიოტთა ალიანსი“ და დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას. ამას ვერ გეტყვით, თუმცა ბრძოლა წარიმართება ოპოზიციურ ფლანგში გამოკვეთილად „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის.

თუ ამ თამაშში შევაპატრიოტთა ალიანსი“, შეიცვლება კი რაიმე, რადგან ხალხს მობეზრდაოცნებისადანაცმოძრაობისერთი და იმავე მოთამაშეების ხილვა?

- არსებითად არაფერი შეიცვლება, მაგრამ რაღაც გავლენა, რა თქმა უნდა, ექნება, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ გაცილებით უფრო ორგანიზებული პოლიტიკური ძალაა, ვიდრე მარგველაშვილის ე.წ. გუნდი, რომელიც რეალურად არც არსებობს.

პატრიოტთა ალიანსისშემოსვლითოცნებადაალიანსიერთმანეთს ხომ წაართმევენ ხმებს? ხომ არ დაიქსაქსება მათი ხმები?

- ცხადია, ესეც მოხდება, მაგრამ, ზოგადად, მთლიანი კონტექსტი ასეთია, რომ თუნდაც მარგველაშვილი შემოვიდეს ამ თამაშში, ის, როგორც კანდიდატი, ვერავითარ არსებით გავლენას ხმების გადანაწილებაზე ვერ მოახდენს. ექსპერტების ნაწილი იმიტომ ამბობს, თითქოს მარგველაშვილს აქვს გარკვეული შესაძლებლობები, რომ ეს მათი სურვილია. მათ სურთ, დაინახონ მარგველაშვილში ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ფანტაზიის სფეროდანაა.

ექსპერტებზე რა უნდა ვთქვათ, როცა მმართველ გუნდშიც ზუსტად ასე ხედავენ მოვლენებს, რომ მარგველაშვილი თავის თავს ისე ხედავს, თითქოს მის გარშემო ტრიალებს დედამიწა.

- ასეთი დასკვნები მარგველაშვილის ნათქვამის შემდეგ გაკეთდა. სინამდვილეში, მარგველაშვილს, ალბათ, სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში. თავისი აზროვნების წყობით ის ფილოსოფოსია და ხშირად ისეთ ჩახლართულ რამეებს ამბობს ხოლმე -სილოგიზმებს, რომ ძნელი ამოსაცნობია, რისი თქმა სურს. ამიტომაც ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს მის ნათქვამს, თითქოს მარგველაშვილი ამბობს, რომ მის გარშემო ტრიალებს დედამიწა. ასეთი რამ მას არ უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა, ვიღაცას ასე მოესმა, მაგრამ სხვა რამ ჰქონდა მარგველაშვილს მხედველობაში, მაგრამ წაქცეულს აღარ ურტყამენ ხოლმე წიხლს.

მაშინოცნებარატომ აყოვნებს თავისი კანდატურის დასახლებას, ხოლო გიორგი მარგველაშვილი აქამდე რატომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას, უღირს თუ არა მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა? მართლაც ხომ არ არის მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესში?

- მარგველაშვილის მდგომარეობა დღეს ასეთია, ის ახლა ფიქრობს, დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა და თავი შეირცხვინოს, თუკი არჩევნების შედეგები არ იქნება მისთვის სასურველი, თუ პოლიტიკურ პროცესს გამოეთიშოს? რეალურად, მას არც ის უნდა, რომ პოლიტიკურ პროცესს გამოეთიშოს. არა მგონია, „ქართული ოცნება“ აგვიანებდეს კანდიდატურის დასახელებას. უბრალოდ, ის მმართველი პარტიაა და ცდილობს, ჯერ სხვა სუბიექტებმა დაასახელონ თავ-თავიანთი კანდიდატები და მერე საბოლოო სიტყვა მან თქვას. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე უჭირს, არამედ უფრო თვითდაჯერებული იქნება „ოცნება“ ასეთ შემთხვევაში.

ქართული ოცნებააგვისტოს დასაწყისში დაასახელებს თავის კანდიდატს, მაგრამ, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილიც არ არის მათთვის მთლად სანდო კანდიდატი. რუსულ მედიაში კახა კალაძის ნათქვამია აქცენტირებული, თითქოს კახას უთქვამს, სალომე ზურაბიშვილზე შეიძლება ისევე დავიწვათ, როგორც გიორგი მარგველაშვილზე დავიწვითო. ამიტომაც ხომ არ აგვიანებენ კანდიდატურის დასახელებას, რადგან სალომეს პერსონაც აეჭვებთოცნებისწევრებს?

- შესაძლოა, ასეც იყოს. გარკვეული ეჭვები არსებობს, მაგრამ კალაძის შიში გაზვიადებულია. რას ნიშნავს „დავიწვათ“? რაში უნდა დავიწვათ? ან მარგველაშვილთან დაკავშირებით „ოცნება“ რაში დაიწვა?

აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ გიორგი მარგველაშვილი კონტროლიდან გავიდა.

- მარგველაშვილმა „ოცნება“ კი არ დააყენა დარტყმის ქვეშ, არამედ გაჭედა სახელმწიფო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში ჩაუდგა საკუთარ მთავრობას, რაც გაუგონარი სისულელე იყო ასეთი პოლიტიკური წყობის, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ეს უცნაური რამ არის და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სალომეს კი ეყოფა პოლიტიკური კულტურაც, გამოცდილებაც, განათლებაც, შორსმჭვრეტელობაც და ალღოც, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. გააჩნია, თუკი „ოცნება“, თავის მხრივ, ისეთ საქციელს არ ჩაიდენს, რომ იძულებული გახდება სალომე, ასე იმოქმედოს. ეს სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, მე არ ველი, რომ, თუ სალომეს საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ, შემდგომში ასეთი ფორმის დაპირისპირება მოგველის, როგორც მარგველაშვილთან.

მკვეთრი განცხადებები მისთვის უჩვეულო არ არის და რა გარანტიაა, რომ საპრეზიდენტოდ დასახელების შემდეგ ეს კანდიდატიც ისევე არგაექცევა“ „ოცნებას“, როგორც მარგველაშვილი გაიქცა? სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის რბილი ხასიათის პოლიტიკოსი.

- ამის არავითარი გარანტია არ არსებობს, გარანტია ერთადერთია, რომ სალომემ იცის, სად, როდის, რა განცხადება გააკეთოს. ასე ვთქვათ, მას ტაქტი არ ღალატობს. შეიძლება, მისი განცხადება ძალზე მკვეთრი იყოს, მაგრამ იყოს ადეკვატური. ერთადერთი შანსი, რომ „ოცნების“ მიმართ მისი განცხადებები იყოს მკვეთრი, არის თავად „ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები. გასაგებია, ზოგჯერ ჰგონიათ, რომ სალომე ამ მკვეთრი განცხადებების გამო გაუწონასწორებელია, მაგრამ...

აქ გაუწონასწორებლობაში არ არის საქმე, არამედ იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელ ცურვაშია შენიშნული, რაც, თავისთავად, კარგია.

 -რასაკვირველია, ეს ასეა. ამ ტიპის წყობას, როცა ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი წარმომადგენლობითია და ის ერთგვარი არბიტრის როლს ასრულებს ზღვრულ სიტუაციებში, ყველაზე მეტად შეეფერება სწორედ ასეთი კანდიდატი.

სალომე ზურაბიშვილი პრინციპულობის სასარგებლოდ კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს, 2005 წელს, როდესაც სერგეი ლავროვი ჩამოვიდა საქართველოში და დაღუპულ გმირთა მემორიალთან პატივის მიგებაზე უარი განაცხადა, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეს შეაფასა არამეზობლურ და არაადეკვატურ ჟესტად, რადგან გმირთა მემორიალის შემკობა საერთაშორისო პრაქტიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმა იყო. სავარაუდოდ, ზურაბიშვილის ხელში არცქართულ ოცნებისმომავალია პროგნოზირებადი, რადგან ის არ არის მორჩილი ლიდერი.

- ყველაფერი რომ პროგნოზირებადი იყოს, ან საპრეზიდენტო კანდიდატს ტაქტიც ჰქონდეს, განათლებაც, გამოცდილებაც, თუ გნებავთ, ხედვაც და ობიექტურობაც, ასეთი დიტოა გელოვანი და მაშინ ასეთ კანდიდატს ვერ ვიპოვით. ასეთი კანდიდატის მოძებნა შეუძლებელია. მეორე მხრივ, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მე ახლა მეჩვენება, რომ პარტიულად ანგაჟირებული კანდიდატის დასახელებას „ოცნებას“ ურჩევნია, დაასახელოს მისგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტი. ამიტომაც სალომეზე შეიძლება შეჩერდეს არჩევანი. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და შეიძლება შეიცვალოს.

ზოგადად, არ შეიძლება, ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. თუმცა ორივე შემთხვევაში ასეთი წარსულის მქონე ადამიანები შეირჩნენ. გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ყოფილი მოქალაქეა, რომელთანაცმისი რუსეთი მუდამ მის გვერდითაა“, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ყოფილი მოქალაქეა. აშკარაა, ქვეყანაში საპრეზიდენტო კანდიდატების სიმწირეა. სალომეს გარდა, რა არჩევანი აქვსოცნებას“?

- არსებითად ყოფილ მოქალაქეობას მნიშვნელობა არ ექნება ისევე, როგორც იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. ეს არსებითად არაფერს ცვლის.

საინტერესოა, რომ ორივე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო კანდიდატებს დიპლომატიურ ასპარეზზე ეძებენ?

- დიახ, საგარეო საქმეთა მინისტრების ველში ჰყავთ შერჩეული კანდიდატი იქიდანაც და აქედანაც. ამაში არის ლოგიკა, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ექნება პრეზიდენტს, ეს არის საქართველოს წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე და აქ გამოცდილებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

საინტერესოა, რამდენად შეინარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არბიტრის როლს? თუ ისიცოცნებისრადარებიდან გავა, მასაც ხომ არ გამოუხტებავიღაც ღლაპი, რომელსაც სურს, პრეზიდენტის გინებით კარიერა გაიკეთოს“, როგორც ეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა?

- მარგველაშვილი არსებით შეცდომას უშვებს. რასაკვირველია, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს არბიტრის როლი, მაგრამ არა პარტიებს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაში, რაც დიდი შეცდომაა, არამედ პრეზიდენტი დისტანცირებული უნდა იყოს პარტიული ინტერესისგან. ის შეიძლება მაშინ ჩაერთოს სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის და ითამაშოს არბიტრის მაკონსოლიდირებელი როლი, თუ საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებები დადგნენ კრიზისის წინაშე. პოლიტიკური პრეფერენციები და პოლიტიკური შეჯიბრი პარტიებს ან ცალკეულ თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტის ინტერესის საგანი არ უნდა იყოს. სალომე შიდა პარტიულ დაპირისპირებებში ისეთ შემთხვევებში ჩაერევა, როცა ზღვარს გადავა ეს ყველაფერი, ანუ ექსტრაორდინარულ სიტუაციაში.

მარგველაშვილის მხრიდან ერთ-ერთი პრობლემა იყო ზუსტად საგარეო ურთიერთობებში მისი როლი და ფუნქციები. შემდეგ იგი ჩაერია პოლიტიკურ ურთიერთობებში იმ თვალსაზრისით, რომ გახდა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი დასაყრდენი, რაც მისი უდიდესი დაბნეულობა და შეცდომა იყო.