სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდრებულთა შორის აჰმედ ჩატაევი არ არის

სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდრებულთა შორის აჰმედ ჩატაევი არ არის

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, მათი ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია. ტერორიზმის საქმის პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, კვლავ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ლიკვიდირებულ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი, პროკურორი განმარტავს, რომ პასუხს ვერ გასცემს, ვინაიდან გარდაცვლილთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.

თუმცა, ოპოზიცია და ასევე გარკვეული მედიასაშუალებები აქტიურად განიხილავენ თემას იმასთან დაკავშირებით, რომ სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია აჰმედ ჩატაევი. ამ დასკვნამე კი, სპეცოპერაციის შედეგად გადაღებული ფოტოს მეშვეობით მიდიან, სადაც ჩანს ლიკვიდირებული ტერორისტი, რომელსაც ერთი მკლავი საკმაოდ მძიმე მდგომაროებაში აქვს. გამომდინარე იქედან, ჩატაევი ცალხელაა, კეთდება განმარტებები, რომ ეს შესაძლოა იყოს ჩატაევი.

საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტის, ჩატაევის ლიკვიდაციაზე წერს თურქული გამოცემა „DAILY SABAH“. სტატიაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის დროს ქართულმა პოლიციამ ჩეჩენი ტერორისტების ერთ-ერთი ლიდერი ახმედ ჩატაევი მოკლა, რომელიც 2016 წელს სტამბოლის საერთაშორსო აეროპორტში მომხდადი ტერაქტის ორგანიზატორია. მათი ინფორმაციით, ტერორისტებმა სავარაუდოდ უკანონოდ გადმოლახეს საქართველის საზღვარი.

მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. for.ge-სთვის მთავარი საგამოძიებო უწყებიდან ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდრებულთა შორის აჰმედ ჩატაევი არ არის.

ჩატაევთან დაკავშირებით კითხვები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელთა მტკიცებით, ხელისუფლებას არა ერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე, როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აჰმედ ჩატაევი თბილისში.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ჩატაევია, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გამოჩნდა. ჩატაევი უკრაინაში დააკავეს და მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ ამ პირის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის. ჩატაევი დავალებებს უშალოდ შსს-ს მაღალჩიონოსანისგან, გია ლორთქიფანიძისგან იღებდა. სწორედ ლორთქიფანიძის დავალებით ჩამოიჰყავანა ჩატაევმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც შემდეგ 2012 წელს ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად იყვნენ ლიკვიდირებულნი.

გარდა ამისა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებდა, რომ უშიშროების არქივებში აღრიცხულია ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ჩატაევის აგენტობას ადასტურებს, მათ შორს ვიდეო მასალები და ოპერატული პასპორტიც.

„აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. ჩატაევს საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი ჰქონდა და საქართველოს უშიშროების დავალებით სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებდა. იგი მიდიოდა მივლინებებში, იღებდა ხელფასს, შესაბამის გასამრჯელოს, სამივლინებოს და ის მუშაობდა სააკაშვილზე“, - აცხადებდა ირაკლი სესიაშვილი.

ამის მიუხედავად „ნაციონალური მოძარაობა“ ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩატაევის მომხდარში მონაწილეობა დადასტურდება, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მოუწევთ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაც.

„თუ ეს აღმოჩნდა ჩატაევი, მაშინ მთელ მთავრობას, მთელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება, ვინაიდან ჩატაევი, ეს არის ამ ხელისუფლების სინდის ნამუსზე და მის მიერ დახოცილი, თუნდაც სტამბოლის აეროპორტში დახოცილი ადამიანები.

ეს ხელისუფლება ვერ დარჩება თავის ადგილზე და ძალიან ბევრ ადამიანს მოუწევს პოლიტიკური ასპარეზის დატოვება, ვინაიდან ჩატაევთან დაკავშირებული მოვლენები არის სისხლით და უამრავი პრობლემებით შეღებილი, რომელიც წახალისებული იქნა ჩვენი ხელისუფლებისგან“, -აცხადებს რომან გოცირიძე.

ჩატაევთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომლის განცხადებით, თავის დროზე სასამართლომ იმის გამო გაათავისუფლა, რომ მაშინ ვერ დაადგინა მისი ბრალეულობის შესახებ კონკრეტული ნიშნები.

„ის იყო მოწვეული წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში, როგორც შუამავალი იმ ინციდენტთან დაკავშირებით რომელიც ლოპოტაში განვითარდა. ანუ მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც გაცემული იყო ავსტრიის ხელისუფლების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც სხვათა შორის, რამდენჯერმე გამოიყენა. მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობითაც მოხდა მისი დაცვა და მისი ექსტრადაციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფლდა.

რაც შეეხება ჩატაევის რამდენიმე წლის წინ პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული ნიშნები, რის გამოც იგი იყო დაკავებული. ეს იყო ის მოცემულობა, რეალობა, რომელიც იმ პერიოდში, სწორედ სასამართლომ დაადგინა და ის გაამართლა“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

კითხვაზე, თუ აღმოჩნდება, რომ ჩატაევი არის ლიკვიდირებული პირი, ჩაითვლება, თუ არა, რომ მაშინ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა ჩატაევის გათავისუფლების თაობაზე, ნანუაშვილი პასუხობს, რომ ისანში და წლების წინ, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციების დროის ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს.

„დროს ნუ ვურევთ, ის იყო სხვა დროს, ის იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული, როგორც მახსოვს, საქმეში ასევე იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება მის წინააღმდეგ. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის მერე, შევიდა ის ტერორისტთა სიაში და შესაბამისად, ის გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.