„ამდენ რამეს, რაც საქართველოში გავაკეთე, არც ერთი ტერორისტი საკუთარი სამშობლოსთვის არ გააკეთებდა“

„ამდენ რამეს, რაც საქართველოში გავაკეთე, არც ერთი ტერორისტი საკუთარი სამშობლოსთვის არ გააკეთებდა“

არ გააკეთებდა, არათუ სხვა ქვეყნისთვის, არამედთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა არ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის ადვოკატების საჩივარი. კერძოდ, ლტოლვილთა სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმება, ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. დაცვის მხარემ მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს უარი გაასაჩივრა.

მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების საქმის გარემოებები, შესაბამისად, დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სხდომაზე საკმარისი მტკიცებულებები წარადგინეს იმის დასამტკიცებლად, რომ ჩაბუქს თურქეთში არაადამიანური მოპყრობა ელოდება. მისივე თქმით, არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იქნებოდა ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად.

„ჩვენ წარვადგინეთ ექვსას გვერდზე მტკიცებულებები, როგორც სახალხო დამცველის დასკვნა, ისე სასამართლოს მეგობრის დასკვნები. ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, კონკრეტულად, მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკაში, როგორც პენიტენციალურ სისტემაში, ისე სასამართლო სისტემაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, მათ შორის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, გაეროს დასკვნები. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ამ ადამიანს მისი პოლიტიკური კუთვნილებიდან გამომდინარე, მოელის წამება და არაადამიანური მოპყრობა თურქეთში“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, თურქული მხარის ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური ხასიათის. როგორც ბარათაშვილი აცხადებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„საკითხი განიხილებოდა თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე და სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის მზად ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ჩვენი სასამართლო მზად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და, თუ საქართველოს სასამართლოებში ვერ მივაღწევთ სამართალს, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - განაცხადა სოსო ბარათშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხარის მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 7 ივლისს კი დევნილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. თავად ბრალდებული მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისივე განცხადებით, არც ერთი თეთრი არ გადაურიცხავს რაიმე საეჭვო ორგანიზაციისთვის, ან პიროვნებისთვის.

„გადატრიალების მცდელობა ტელევიზიიდან გავიგე. მე არ მჯერა, რომ ეს ფეთჰულა გიულენის მხრიდან არის დაგეგმილი. ევროპის ქვეყნების ლიდერები ამბობენ, რომ ამის უკან გიულენი არ დგას. მე გიულენის იდეოლოგია მომწონს და ვკითხულობ მის შესახებ, თუმცა მე ასევე ვკითხულობ და ვეცნობი ჰიტლერის იდეოლოგიასაც, კომუნიზმსაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ რეჟიმების ქმედებებზე ვაგებ პასუხს.

ჩემს მეგობრებთან ერთად 12 წელია საქართველოს მომავლისთვის ვმუშაობ. არ ვარ მოძალადე ადამიანი, აქედან გამომდინარე, მე მყავს ბევრი ქართველი მეგობარი. არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი და არც კანონი დამირღვევია. თურქეთში, სამწუხაროდ, ტყუილად მდებენ ბრალს იმაში, რაც არ ჩამიდენია და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

როგორც ბრალდებულმა აღნიშნა ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ იცნობს და არც არასდროს შეხვედრია. ბრალდებულის განცხადებით, თურქეთში არიან დამნაშავეები და ისინი უნდა დაისაჯონ.

„აქ მუშაობის მანძილზე 300-მდე თანამშრომელთან ერთად ვმუშაობდი, 1000-მდე მოსწავლე მყავდა, რომელმაც დაამთავრა კოლეჯი. ძალადობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, არასდროს მქონია არავისთან ჩხუბი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ძალადობა ჩემგან, ჩემი ბუნებისგან ძალიან შორსაა, თურქეთში მე მაბრალებენ, თითქოს კავშირში ვარ ტერორისტებთან. ამით შეურაცხყოფა მომაყენეს.

არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს. მე არ ჩამიდენია დანაშაული, მაგრამ გაჩვენებენ, რომ ჩავიდინე. გიულენს საერთოდ არ ვიცნობ. არც პირადად შემხვედრია. წიგნებიდან ვიცი მის შესახებ. მის წიგნებში არასდროს არ ამომიკითხავს ერთი წინადადება ტერორიზმზე.

დემირელის კოლეჯის პატრონი, მეწილე და მფლობელი ის არ არის. არაერთი მაღალი თანამდებობის პირისგან მიუღია მადლობა, იმ ღვაწლისთვის, რაც მას საქართველოში აქვს გაწეული. ამდენ რამეს, რაც მე საქართველოში გავაკეთე, არც ერთი ტერორისტი არ გააკეთებდა, არათუ სხვა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი სამშობლოსთვის“, - აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.