„დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“

„დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს“

„თურქეთში ქართველ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან მან ქურთუკი მოიპარა“, - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში 28 ოქტომბერს გამოჩნდა. ინფორამაციას თან ახლდა ფოტო-მასალა. ქართველის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო გვერდებმაც გაავრცელეს. სტამბოლში ცემის შედეგად მოკლული ქართველის შესახებ ინფორმაციას არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს.

ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცია გადაღებული, აღმოჩნდა, რომ ეროვნებით თურქია, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და აივნიდან გადმოვარდა. ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია სოციალური ქსელით მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, გამოძიება აღნიშნულ სიცრუესთან დაკავშიერებით არ დაწყებულა.

პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მსგავი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს თურქოფობიის გაღვივებას საზოგადოებაში. შესაბამისად, პოლიტოლოგი გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვით.

for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.

სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში ქართველ ბიჭს ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ დადასტურდა, მაგრამ ამ ინფორმაციამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, რა ძალა არის დაინტერესებული იმით, რომ ორ ქვეყანას შორის გაჩნდეს დაპირისპირების ტალღა. ეს ძალა შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა სტაბილურად ვითარდება...

თამარ კაციტაძე: სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც ერთ ფაქტზე არ ყოფილა შესაბამისი რეაგირება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ინფორმაციები ხშიარდ ხდება ქვეყნებს შორის უთანხმოების მიზეზი. რაც შეეხება თქვენს კითხვას - ეს აწყობს იმ ძალას, რომელიც დაინტერესებულია საქართველო-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცის პირადი გამოვლინება იყოს.

საქართველოში ბევრი თვლის, რომ თურქეთი არის ჩვენი ისტორიული მტერი. ამიტომ არ არის საჭირო ასეთი თბილი ურთიერთობები. გარდა ამისა, საქართველო ძალიან ბევრი სპეცსამსახურის თავმოყრის ადგილი არის. ვინ რა თამაშს თამაშობს, არავინ იცის. ამიტომ, საქართველოს სპეცსამსახურები უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად, მათ უნდა გააკონტროლონ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია და მისი გავრცელების მიზანი უნდა გამოარკვიონ. ძალიან კარგი, რომ თქვენ დაინტერესდით ამ თემით. კარგია ისიც, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ თვალსაზრისით. სადაც კი ვყოფილვარ - თურქეთში, თუ ევროპის ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქართველი არის ციხეში. პერიოდულად ხდება ქართველების ჯგუფის დაკავება საფრანგეთში, ესპანეთში. ახლახანს ვიყავი ვენაში, ძალიან ბევრი ქართველია ციხეში, ასევე ამერიკაში. ეს არის საგანგაშო სტატისტიკა. მძიმე სოციალური ფონი, რომელიც საქართველოშია, აიძულებს მათ, რომ შემოსავლისთვის გავიდნენ ქვეყნიდან.

რაც აიძულებს დანაშაულის ჩადენას?

- რა თქნა უნდა. ამიტომ, ერთი მხრივ უნდა ვიმუშაოთ სოციალური და ეკონომიკური ფონის გასაუმჯობესებლად და პარალელურად, კანონმორჩილი ადამიანების აღზრდაზე. კანონმორჩილი და წესიერი ადამიანი ქვეყნისთვის არის ხელსაყრელი. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ასეთი გამოვლინებები, როდესაც მოგონილი ამბებით ცდილობენ, რომ გააღვივონ ანტიგაყოფები საზოგადოებაში.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სპეცსამსახური მოქმედებს, მაგრამ სულაც არ გამორიცხავთ კერძო ინტერესებს. ფაქტია ისიც, რომ მსგავსი სახის გამოვლინებები ახასიათებს .. ქართული მარშის წარმომადგენლებს. არავინ იცის ვისგან ფინანსდებიან და რა პოლიტიკას აწარმოებენ. გამოვრიცხავთ, მსგავი ჯგუფის ხელწერას, მით უფრო, რომ ანტითურქული გამოვლინებები ამ ჯგუფისთვის უცხო არ არის?

- არა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, ისევე, როგორც რუსული კვალი, რომელიც დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვით. მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ადამიანი გამოდის, არის ძალიან მკვეთრად პროამერიკული და ამ დროს, ეს შეიძლება პრორუსული ძალა იყოს და პირიქით. იცით, ძალიან სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური ძალები ლაპარაკობენ, რომ აი სუსი ჩვენ გვითვალთვალებს, ამიტომ მოდით პროვაიდერებს მივცეთ ტელეფონების მოსმენის უფლებაო.

რაზე მელაპარაკებიან საერთოდ, როდესაც ძლიერი სპეცსამსახურები ეს არის ქვეყნის სიმდიდრე, როდესაც შენ ინფორმირებული ხარ იმ საფრთხეებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეცსამსახური ინგლისს ჰყავს. მის სამსახურში არის ყველა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის ინგლისის გამოჩენილი ინტელექტუალი. ვისურვებდი, რომ ჩვენი სპეცსამსახურებიც ასეთი ხალხით იყოს დაკომპლექტებული, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობის სამსახურში იმყოფებიან. ეს ხომ აღარ არის საბჭოთა კავშირი, ეს ჩვენი საქართველოა და თითოეული ადამიანი უნდა იყოს საქართველოს კეთილდღეობის სამსახურში.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, უნდა გახდეს თუ არა სპეციალური სამსახურის მოკვლევის საფუძველი, რატომ და რა მოტივით გავრცელდა მსგავსი სახის დეზინფორმაცია?

- რა თქმა უნდა, უნდა გახდეს და დადგენილი იქნას ვინ და რატომ დადო. სამწუხაროდ, ხშირად კვალს ვერ ვაგნებთ. მეორეც არიც, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან არის წამგებიანი და, რომ ამ ქვეყნებთან სიმშვიდის და კარგი ურთიერთობების შენარჩუნება საქართველოს ინტერესების ხარჯზე ხდება. ეს განწყობებიც არის საზოგადოებაში. მაგალითად, თვლიან, რომ „სოკარის“ სახით საკმაოდ მძლავრად არის შემოსული აზერბაიჯანული კატიპალი. იქ სომხეთიდან ხდება რაღაცა ინტერესების განხორციელება, თურქეთთან ჩვენი ურთიერთობა და იგივე სავაჭრო ურთიერთობა არის წამგებიანი.

ეს განწყობები არის საზოგადოებაში და საჭიროა, რომ ამ საზოგადოების განწყობებზე ვიმუშაოთ სწორი მიმართულებით. მასმედიამ, იგივე სპეცსამსახურებმა, ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ რა გვინდა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის იმ მიმართულებით მივდივართ, რაც საქართველოსთვის არის კეთილდღეობის წინაპირობა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი ჩამოყალიბებული შეხედულებები ამ ყველაფერზე და მიზანმიმართულად უნდა მოქმედებდეს.

სოციალური ქსელს გავლენა აქვს საზოგადოებრივი განწყობების ჩამოყალიბებაზე. როგორ ფიქრობთ, სოციალური ქსელით მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლებელია, რომ მიზანი იქნას მიღწეული?

- ამ შემთხვევაშიც ხომ შესაბამისი განწყობების ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული ის ჯგუფი, თუ ადამიანი, ვინც გაავრცელა. დღეს, სოციალური ქსელი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ფაქტია, რომ რაღაცა მიზნით კეთდება ეს. არა მგონია, რომ ამ ერთეული შემთხვევით დიდი მიზნის მიღწევა მოხდეს, მაგრამ რაღაცა კუთხით აშკარაა, რომ ხელს უწყობს  ანტითურქული განწყობების გავრცელებას.

საერთოდ, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ მსოფლიოში არის ძალიან რთული გარემო. დღეს მსოფლიო წესრიგის გადაკეთება ხდება. ამ ფონზე მივესალმები ჩვენი ხელისუფლების ფრთხილ ნაბიჯებს. რაღაცა ურთიერთობების გამწვავება და დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა, შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ნებისმიერი არეულობა არის წინაპირობა იმისა, რომ შეიძლება ჩათრეული ვიყოთ ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, რომელიც შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ არ გადაწყდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებია განსახორციელებელი.

რაც შეეხება შიდა ძალებს, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ყველა ქვეყნის სპეცსამსახურები, არიან პოლიტიკური ძალები, ნაწილი პრორუსულია, ნაწილი კი პროდასავლური. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობისსახით ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც ცდილობს ყველა მიმართულებით პროცესების გართულებას. ვიცით რა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა და ვრცელდება ევროპის ქვეყნებში ამ პოლიტუკური ძალის მხრიდან. რატომ გამოვრიცხავთ, რომ ამ პოლიტიკური ძალის ინტერესში იყოს თურქეთთან ვითარების გართულება?

- „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ლიდერით - მიხეილ სააკაშვილით, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა საქართველო. სააკაშვილი არის საერთაშორისო ავანტურისტი. ვხედავთ რა პროცესების აგორებას ცდილობს კიევში. იმ პოლიტიკური ძალისაგან, როგორის არის „ნაციონალური მოძრაობა“, ვერ მივიღებ კონსტრუქციულ ოპოზიციურ აზრს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ ოპონენტი არის მარტივ-მამრავლებად დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყოველივე კარგის წინააღმდეგ გამოდის.

მათი ლოზუნგია - რაც უფრო ცუდი, მით უფრო კარგი. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მათი ხელწერა იყოს, იმიტომ, რომ რევანშისტული განწყობებით არიან. მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ შეუძლია არეულობის აგორება. ადამიანებს ახსოვთ მათი მმართველობის 9 წელი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მათი გეგმის ნაწილი. ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც დესტრუქციისკენ იქნება მიმართული, უნდა იქნას გამოძიებული.