ევროპის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზინე აშშ გახდა. გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის მიუხედავად, უზბეკეთში დაბადებული 29 წლის საიფულო საიპოვი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. ტერორისტული აქტის შედეგად დაღიუპა 8, მძიმედ დაშავდა 11 ადამიანი.
რაც შეეხება თავდამსხმელს, დაკავებისას პოლიციის ოფიცერმა დამნაშავე მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. როგორც ამერიკული პრესა იუწყება, მანქანაში წერილი აღმოაჩინეს, რომელშიც მძღოლი აღიარებს, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ჩაიდინა. უზბეკი ემიგრანტი 29 წლის საიფულო საიპოვი ამერიკაში 2010 წელს ჩავიდა და ფლორიდაში, ქალაქ ტამპაში ლეგალურად ცხოვრობდა. ტერაქტი 11 სექტემბრის მემორიალიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით მოხდა.
თავის მხრივ, უზბეკეთმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში ამერიკულ მხარეს დახმარება გაუწიოს. როგორც უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოიევმა აღნიშნა, უზბეკეთი მზად არის ყველა მის ხელთ არსებული ძალები და საშუალებები გამოიყენოს, რათა დახმარება გაუწიოს გამოძიებას ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაზე.
შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების დეპარტამენტს მიგრანტთა შემოწმების პროცედურის გამკაცრება დაავალა. მომხდარს „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სრული განადგურების შემდეგ, ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას ტერორისტების აშშ-ს ტერიტორიაზე მოხვედრა.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში მოხვედრის საშუალება მას შემდეგ, რაც ის ახლო აღმოსავლეთში სრულად განადგურდება. საკმარისია! ახლახან გავეცი განკარგულება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს, რათა უფრო გაამკაცრონ ლტოლვილების მიღების პროგრამა. იყო პოლიტიკურად კორექტული მშვენიერია, მაგრამ არა ამ შეთხვევაში“, - წერს დონალდ ტრამპი.
ტერაქტის გამო შეერთებულ შტატებს მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიო ლიდერები. ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა აღუთქვა შეერთებულ შტატებს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
„ჩვენ შეერთებულ შტატების გვერდით ვდგავართ ტერორიზმთან ბრძოლაში“, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმას „ტვიტერის“-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია თავდასხმისას გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისკენ“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღების პროგრამის აღდგენა მოხდება, თუმცა 11 ქვეყნიდან მოქალაქეების შერჩევის პროცედურები გაამკაცრა. აღნიშნული პროგრამა 120 დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. თუმცა, ამ სიაში არ ყოფილა უზბეკეთი.
პოლიტიოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ სიახლეა და ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის, კერძოდ, შუა აზრიის რესპუბლიკის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ტერორისტულ დაჯგუფებებში.
„პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. არ შეიძლება მთელი მუსლიმანური სამყარო, მილიად ნახევარი ადამაინი მოაქციო რეზერვაციაში. რასაკვირველია, კიდევ უფრო გამკაცრდება საიმიგრაციო პოლიტიკა, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია 100%-აინი უსაფრთხოება.
არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჰყავს მუსულმანური მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, დიდი სიფრთხილეა საჭირო და ამავე დროს დიდი პროფილაქტიკური სამუშაოებია საჭირო. პრევენციული ზომებია მისაღები. სამწუხაროდ, ხელისიუფლებას, ისევე როგორც ოპოზიციას მუსლიმი მოსახლეობით დასხლებული რეგიონები მხოლოდ არჩევნების პერიოდში ახსენდებათ, იმის ნაცვლად, სისტემატურად რომ მიდიოდეს მუშაობა ამ მიმართულებით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, ტერორისტული აქტის საფრთხე რეალურია და ეს საფრთხე დღითიდღე იზრდება. პოლიტოლოგის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები საკამოდ შესუსტებულია როგორც ერაყში, ასევე სირიაში, ტერორისტები შეეცდებიან შევიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით ადვილია შესვლა.
„ამერიკაში რთულია შესვლა, მაგრამ ევროპის ქვეყნებში გაცილებით ადვილია შესვლა, ისევე როგორც საქართველში, ვისაც უნდა შემოდის და გადის. როდესაც გავდივარ ქალაქში, უკვე ვგრძნობ არაბების და ირანელების სიმრავლეს. არის კი იმის სტატისტიკა რამდენი შემოდის, საიდან და რატომ? აბსოლუტურად არ ვართ საქმის კურსში. ამიტომ, საფრთხე რეალურია. როდესაც თვით ამერიკაც კი დაზღვეული არ არის ტერორიზმისგან, ჩვენ როგორ შეიძლება ვიყოთ დაზღვეული. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მოსახლების 15-20% გვყავს მუსლიმანი.
მართალია, ჯერჯერობით დაცული ვართ, მაგრამ როდემდე? რა ტემპებითაც იზრდება ეს საფრთხე მთელს მსოფლიოში, მით უფრო იზრდება საფრთხე. ჩვენ უსაფრთხო ოაზისად ვერ დავრჩებით. ერთ დღესაც დადგება მომენტი, როდესაც ეს აქლემი თბილისის ქუჩებშიც დაიჩოქებს. მერე რა ვქნათ? ჩვენ არ გვეხება და შეიძლება მშვიდად ვიყოთ, ასე არ შეიძლება. უკვე აღარ შეიძლება ჩვენ მშვიდად ვიყოთ. კონფიდენციალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად, უნდა დაიწყოს რაღაცა სტრატეგიის შემუშავება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ამბობს, რომ ნიუ-იორკში მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტი იმის დამადასტურებელია, რომ საფრთხე ნამდვილად არსებობს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ტერორიზმის ასე გავრცელებაში პირდაპირ, თუ ირიბად წვლილი მიუძღვის დასავლეთს. შესაბამისად, როგორც კიკნაძე ამბობს, შესაცვლელია დასავლეთის საიმიგრაციო პოლიტიკა.
„როგორც ჩანს, ტრამპს ჰაერიდან არ მოუტანა ეს გამკაცრებული სანქციები. სამწუხაროდ, ტრამპი შეზღუდულია თავის ქმედებებში. ეროვნების, რელიგიის და სექსუალური უმცირების დისკრიმინაციას აბრალებენ, რაც არ არის სწორი. სამწუხაროდ, ტერორიზმის საფრთხე მართლაც დიდი საფრთხეა მსოფლიში, ეს შახიდები და შახიდის ქამარი ძალიან იაფია. ბაზარზე 80 დოლარად შეგიძლია იყიდო. ეს არის წარმოუდგენელი საფრთხე მთელი კაცობრიობისთვის.
მე ვთლი, რომ პირდაპირ თუ ირიბად, დასავლეთის სამყაროსაც მიუძღვის წვლილი ტერორიზმის ასე გავრცელებაში. შესაცვლელია მათ მიმართ პოლიტიკა. ევროპაში დევნილების მასიურად შესავლას მოჰყვა ის, რომ ძალიან ბევრი ტერორისტი შემოჰყვა დევნილების ნაკადს და უკვე საფრთხეა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. სამწუხაროდ ტერორიზმისგან არც ერთი ჩვენთაგანი არ ვართ დაზღვეული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.