„ნაციონალების“ რეიტინგი სააკაშვილისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო, ის უდუმაშვილს არ აუნთებდა მწვანე შუქს“

„ნაციონალების“ რეიტინგი სააკაშვილისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო, ის უდუმაშვილს არ აუნთებდა მწვანე შუქს“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პარტიებმა უნდა გადახედონ იმას, რა დამოკიდებულებას ავლენს მათდამი ამომრჩეველი. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ქვეყანაში უნდა არსებობდეს მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები, ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ მათ შორის სხვაობა როცა არის ძალიან დიდი, ეს არის აიუღებელი.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

14 ოპოზიციური პარტია არჩევნებს არ ენდობა და აქციებს აანონსებს. მათ შორის არჩევნების შედეგებს არ ენდობანაციონალური მოძრაობა“. თვითმმართველობის არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ოპოზიციის ნდობის მანდატი დაბალია. მეტიც, ისეთი სტაჟიანი და ორაგიზებული პოლიტიკური ძალა, როგორიცნაციონალური მოძრაობაა“, დაამარცხა უპარტიო ფიგურამ. რამ გამოიწვია პარტიების რეიტინგების ასეთი ვარდნა?

რამაზ საყვარელიძე: ზოგადად, პარტიების მიმართ დამოკიდებულება უკვე ძალიან კრიტიკულია, რამაც გაამარჯვებინა ალეკო ელისაშვილს. ამ კრიტიკულობაში უფრო მეტად პრინციპულები არიან „ნაციონალური მოძრაობის“, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა ამ ფაქტს, ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიებში ასახვა ვერ უპოვია. სულ იბრძვიან ისე, თითქოს 2003 წელი იყოს. არ არის 2003 წელი და მით უმეტეს მათთვის. მათი მმართველობა ხალხმა უკვე ნახა. მიუღებელი იყო ის მმართველობა და 2012 წელს გადაირჩია. რაღაცა დასკვნა ხომ უნდა გააჯეთოს პარტიამ?! ნაციონალები ისევ მიხელი სააკაშვილის სქემით მუშაობენ.

ეს არის უკმაყოფილო ამომრჩეველზე ზემოქმედება, რამაც 2003 წელს გამარჯვება მოუტანა ამ პარტიას?

– რასაკვირველია. მაშინ შევარდნაძის მმართველობით იყო ხალხი უკმაყოფილო, ახლა „ქართული ოცნებით“ არიან უკმაყოფილო და უნდათ, რომ ამ უკაყოფილების ტალღაზე მოვიდნენ, მაგრამ ამ უკმაყოფილების ტალღაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა, იმიტომ, რომ მაგათი მმართველობით კიდევ უფრო უკმაყოფილო იყო ეს ხალხი. თუ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა, უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტი და რაღაცნაირად რეაგირება მოახდინონ ამაზე.

ამის ნიშნები მეტ–ნაკლებად თითქოს გამოჩნდა ამ განშტოებში – „ევროპული საქართველო“, „ახალი საქართველო“ და „გირჩი“, - რომლებმაც უარი თქვეს ტერმინზე – „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ არც ამ განშტობებს არ მიუციათ შეფასება განვლილი 9 წლისთვის. ამიტომ არის მათთდამი ნდობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ასე რომ, ამ პარტიებს ბევრ რამეზე მოუწევთ დაფიქრება.

ამ შემთხვევაში აქციის მიზანი რა შეიძლება იყოს?

– მხარდამჭერთა 17% ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პროცენტს დააყენებს ქუჩაში. ქუჩაში ეს რაოდენობა უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე საარჩევნო ყუთთან. გამოკითხვის შედეგებს თუ გავიხსენებთ, კითხვაზე - რომელი პარტია არის ყველაზე მიუღებელი და რომელ პარტიას არ მისცემთ არავითარ შემთხვევაში ხმასო, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ლიდერი. ასე რომ, ის ადამინები, რომელთათვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრობა“, უფრო მეტ მობილიზაციას გამოიჩენენ და უფრო მეტ უკუძალას გააჩენს მათთდამი დაპირისპირება. ამიტომ ვამბობ, რომ მათ სტრატეგიები აქვთ შესაცველი.

ამ პარტიის მთავარი სტრატეგია არის ქუჩაში გამოსვლა და დესტაბილიზაცია...

– მით უმეტეს როცა მიზანი არის სახლში გაუშვან ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოსწონს და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ მოსწონს. ეს არის ოდიოზური დაპირება. ამ მიზანს აყენებს „ნაციონალური მოძრაობა“. ამითი გააქტიურდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართული ძალა და ეს ძალა ყოველთვის თავის საწინააღმდეგო ძალას აჩენს. შეიძლება მათთვის დამთავარდეს არასახარბიელოდ ეს პროცესი - ისედაც ქუჩაში ვერ გამოდიან.

იმ შემთხვევაში, თუ ისე დარჩა ყველაფერი, როგორც ახლა არის, საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო მცირე ძალები ეყელობა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში.

თქვენ გაიხსენეთ ნარმანია–მელიას დაპირისპირება, მაშინ უფრო მაღალი იყო ამ პარტიის პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე ახლა არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ პარტია გაიყო და ამომრჩეველთა რაღაცა ნაწილი სხვა პარტიისკენ წავიდა. მაგრამ არის კიდევ სხვა მანიშნებელი, ერთ–ერთი არის ბიზნესმენები, რომლებიც ფინანსურ რესურს არ აბანდებენ „ნაციოანლურ მოძრაობაში“ და თან მათივე ერთგული ბიზნესმენები, ვგულისხმობ დავით კეზერაშვილს. ასე რომ, პრინციპში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი წამგებიანია.

ხელისუფლებაში დაბრუნების ერთერთ შესაძლებლობად განიხილავენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. იმ შემთხვევაში, თუკი პარტია არ გადახედავს თავის სტრატეგიას, როგორ ფიქრობთ, ეს წამგებიანი ნაბიჯები უფრო და უფრო შეუმცირებს მხარდამჭერებს?

– კიდევ ერთმა მომენტმა შეიძლება ითამაშოს როლი. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ძირითადად პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზე ორიენტირებული ამომრჩეველია. ამ დროს სააკაშვილი ნელ–ნელა ზურგს აქცევს როგორც ქართულ პოლიტიკას, ისე „ნაციოანლურ მოძრაობას“ და იძახის, რომ ჩემი სამშობლო უკრაინა არისო. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი სააკაშვილისთვის საინტერესო რომ ყოფილიყო, ის უდუმაშვილს არ აუნთებდა მწვანე შუქს. უდუმაშვილი მოსაგები ფიგურა არ არის, უდუმაშვილი წასაგებად განწირული ფიგურა არის.

პოლიტიკური ფიგურებიდან არც ერთი არ წამოაყენეს. სავარაუდოა, რომ მომავალში სააკაშვილის მხრიდან ნაციონალებისკენ ზურგით შეტრიალდება, კიდევ უფრო მკვეთრი იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი თვითონ არის მოწყვეტილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ფაქტიურად უარს ამბობს ამ პარტიაზე, სააკაშვილზე ორიენტირებული ამომრჩეველიც შეიძლება დაკარგოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში დარჩენის შანსს კარგავს.

ამომრჩევლის ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება ყველა პარტიას ეხება?

– რა თქმა უნდა. ალბათ, უნდა დადგეს საკითხი, რომ „სახლში წავიდნენ“ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც არასდროს გაუმარჯვიათ. ძალით პარტიას სახლში ვერ გაუშვებ, დანამუსების რეპლიკები უფრო გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ უფრო უარესი შედეგები აჩვენა ზოგიერთმა პარტიამ, ვიდრე აქამდე იყო. გამონაკლისი არის „ევროპული საქართველო“, რომლის ასეთ წამოწევას ბევრი არ ელოდა. უამრავ სხვა პარტიასთან ან იგივე სურათი გვაქვს, რაც წინა არჩევნებზე გვქონდა, ან ცოტათი უარესი. ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ დიდი ხანია - ბევრმა წარმატებულმა პოლიტიკოსმა დატოვა პოლიტიკური არენა, მაგრამ ბევრი, დაბალი პროცენტების მიუხედავად, ისევ რჩება პოლიტიკაში.