„საქართველოს ველური ბუნებით ისე იხიბლებიან ტურისტები, რომ თუშეთში საშინელ მიწურში ღამის გათევასაც არ თაკილობენ“

„საქართველოს ველური ბუნებით ისე იხიბლებიან ტურისტები, რომ თუშეთში საშინელ მიწურში ღამის გათევასაც არ თაკილობენ“

რა არის ის ნაკლოვანება, რის გამოც ტურისტების საქართველოში ჩამოსვლას ჩრდილი ადგება?! პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტურისტთა ნაკადი პრაქტიკულად არ შეჩერებულა, თუმცა აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის სისუსტეები, რა მიმართულებითაც საქართველოს მთავრობას მოუწევს მუშაობა.

ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, „კავკასიაში საერთაშორისო ტურიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელი, მარინა მეტრეველი, რომელსაც უშუალოდ უწევს ტურისტებთან ურთიერთობა, For.ge-სთან საუბარში იმ ხარვეზებს ჩამოთვლის, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია.

ტურისტთა მიღების თვალსაზრისით, პრობლემები ისევ არსებობს და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის წერილები, რომლებიც საქართველოში მოქმედი საელჩოების დონეზე იწერება საკუთარი თანამემამულეების გასაფრთხილებლად.

- დიდი ბრიტანეთის საელჩომ რაც დაწერა, რა თქმა უნდა, გადამეტებულია, მაგრამ ნაწილობრივ რაღაცები სწორად მიანიშნეს. უცხოელები კიდევ, ყველაფერს ვერ ამჩნევენ, სხვა ნაკლოვანებების დამატებაც შეიძლება, რასაც ქართველები ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. დავდივართ ქუჩებში და ვამჩნევთ, რა საშინელებაა ჩვენს ირგვლივ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სტადიონზე მყოფ უცხოელებს ცემას დაუწყებს ვინმე. ინფრასტრუქტურა კი ნამდვილად არ არსებობს. ბოდიშით და, რომელ ბიოტუალეტებზე ლაპარაკობს ნარმანია, ერთხელ მაინც თუ უნახავს, რა არის ბიოტუალეტი?! მე არვლაპარაკობ ორგანიზებულად ჩამოსულ ტურისტებზე, არამედ იმ შემთხვევებზე, როცა ტურისტი თვითონ ჩამოდის, ვიზა არ სჭირდება და არ იცის, რა ქნას. ასეთი ტურისტისთვის ბევრი რამ არაორგანიზებულია და ეს შეიმჩნევა აეროპორტიდან აეროპორტამდე.

ტურისტების კომფორტისთვის უსაფრთხოების სამსახურიცაა ჩართული. მათი დაშინების, გაქურდვის შემთხვევები ხშირია?

- ასეთი ფაქტები ახლა ნაკლებად ხდება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც გვესმის, რომ ტურისტები გაქურდეს, დააყაჩაღეს. ისე, თუ რამე ხდება, ისევ ჩვენი დუხჭირი ცხოვრების, უმუშევრობის გამო. ირგვლივ ბიჭები დაუსაქმებელნი არიან, სიგარეტის საყიდელი ფული არ აქვთ და ქურდობის გზას ადგებიან. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტია ის ტურისტები, რომლებიც თავად ჩამოდიან ან ოჯახებით, ან მეგობრებთან ერთად, ან ინდივიდუალურად. ისინი ძალზე მომზადებულნი არიან, ჩვენზე კარგად იციან, სად მოდიან. რა ხიბლავთ ჩვენს ქვეყანაში? ჩვენი ველური ბუნება, წარმტაცი საქართველო, გინდაც მთაში, გინდაც ზღვაზე. მათთვის ნამდვილად არ არის ხელსაყრელი ის ფაქტი, რომ ფასები საოჯახო სასტუმროებში ჯერ კიდევ მაღალია. საკვები ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. მაღაზიასა და სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტით არ უნდა გაუმასპინძლდე ვიზიტორს, განსაკუთრებით, სოფლის ტერიტორიაზე. საქართველოში ტურისტი მოჰყავს ჰაერს, ეკოლოგიურ საკვებს, ნამდვილი რძის ნაწარმს, ძირითადად, ეს ითქმის მთიან რეგიონებზე. ეს ხიბლავთ, შინაური ცხოველები რომ გვყავს, ძროხები, ცხვრები და ა.შ.

უცხოელებს რატომ ვერ სთავაზობენ სოფლის ნაწარმს?

- მაგალითად, შოვში არის სასტუმრო „სანსეტი“. ვყოფილვარ ამ სასტუმროში, რადგან ჩემი უცხოელი სტუმრები რამდენჯერმე მანდ დაბანაკდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი ტურისტი მანდ ვერ შევა, რადგან $165 ღირს ერთი ღამე თავისი საუზმით. უმეტესწილად, იქ თქვენ ვერ ნახავთ სოფლიდან ამოტანილ ხაჭოს, რძეს, არაჟანს. ყველაფერი ონის სუპერმარკეტშია ნაყიდი. ამ დროს, უცხოელებს ჰოლანდიური ყველი თუ უნდათ, ჰოლანდიაშივე მიირთმევენ და არა-საქართველოში.

ჯერჯერობით მენეჯმენტი მაინც ვერ არის იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს. ჩვენი მთავრობა და ტურიზმის ეროვნული სააგენტო პრობლემის ძირებამდე არ ჩასულან, თორემ მიხვდებოდნენ, რა პრობლემებს აწყდება იაფად ჩამოსული ტურისტი. არადა, საქართველოში შემოსულ ტურისტთა 80% სწორედ იაფფასიანია“.

ამიტომაა ჩვენთან ტურისტების ასეთი მაღალი რაოდენობა, თორემ ახლა 400, 500 და 1000 ევრო რომ ღირს ერთი ტური, ასეთ ტურს ვერ შეწვდება ჩვეულებრივი ტურისტი. რა თქმა უნდა, საქართველოში 5 და 6-ვარსკვლავიანი სასტუმროც დატვირთული უნდა იყოს, მას თავისი კლიენტი უნდა ჰყავდეს, მაგრამ, უმეტესწილად, საქართველოში შემოსული ტურისტი სიიაფეს ეძებს.

ამ კატეგორიის ტურისტებს უჭირთ, თუ არემეტებათ ზედმეტი ფულის ხარჯვა საქართველოში?

- ზოგს უჭირს, ზოგს - არა. ერთ-ერთ ორგანიზაციაში როცა ვმუშაობდი, გაეროში მომუშავე თანამშრომელი მყავდა, კაცს სამი ათასი დოლარი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ლანჩზე რომ ვიკრიბებოდით, ჩვენთან ერთად არ მოდიოდა კაფეში, ზოგავდა თანხებს, გალურჯებული ვაშლი, ორი ნაჭერი პური და ერთი პატარა „კოკა-კოლა“ ჰქონდა. ამ დროს ჩვენ თავს ვიკლავდით, აჭარული ხაჭაპური და სხვა. სხვათა შორის, ეს პატარა ქვეყნის ავადმყოფობაა. პატარა, უსუსური და ღარიბი ქვეყანა რომ ხარ, გინდა, უცხოელი რაღაცით გააგიჟო. ვერ გააგიჟებ. ესენი არიან ჩვეულებრივი მოსამსახურე ხალხი ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ინდოეთიდან. ეს არის ჩვეულებრივი ტურისტი, რომელიც არ უთანხმდება არავის, ჩამოდის, შედის საინფორმაციო ცენტრში, იქიდან იღებს ფლაერებს, გზამკვლევებს, რუკებს და თვითონვე დაბოდიალობს.

მთლიანობაში, ასეთღარიბტურისტს საქართველოში ყოფნა $500-ის ფარგლებში უჯდება?

- ზოგს მაგდენიც არ უჯდება, მანქანასაც არ ქირაობს, ავტოსტოპით, ველოსიპედით ან ფეხით დადის. ყველაფერს იაფიანს ეძებენ. ვიმეორებ, ასეთი ტურისტი უფრო მეტია და შარდენზე კი არ ზის, სადაც 5 ლარი ღირს ერთი ჭიქა ყავა, არამედ საკუთარი სამშობლოდან მოაქვს თავისი სამყოფი ყავა.

გამოდის, ჩვენნაირი ღარიბი ტურისტები სტუმრობენ საქართველოს?

- ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი სასოფლო ტურიზმი უნდა იყოს. რით უნდა გააკვირვო ტურისტი? მსოფლიოში ისეთი მაღალი დონის სასტუმროებია, ვინ შევა ან „მერიოტში“, ან „ჰოლიდეი ინში“?! ეს სასტუმროები იქ სამვარსკვლავიანებად ჩაითვლება.

მაგრამ ეს სასტუმროები მაინც გადავსებულია.

-გადავსებულია იმიტომ, რომ ბიზნესის კუთხით ჩამოსული სტუმრები გვყავს. ბევრი კონფერენცია, სემინარი იმართება, მთავრობა ეპატიჟება ბევრ ხალხს და, რა თქმა უნდა, გადაივსება. თუმცა უცხოელს ვერ მოვხიბლავთ იმით, რაც თბილისში ან ქუთაისშია. მათ მოვხიბლავთ ძველი უბნებით და მთიანი საქართველოთი.

უცხოელებს გავაკვირვებთუხეში მოსამსახურე პერსონალითაც...

- ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. უწერაში რამდენიმე გესტჰაუზი რომ გავხსენით, იქაური ხალხი დავატრენინგეთ და პირველი ფული რომ შეუვიდა ოჯახს, დავაძალე და გავუშვი ონში, რათა კბილები ჩაესვათ. გაცინებისას კბილები არ ჰქონდათ, ბაყბაყდევების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ცოტა რომ მომძლავრდნენ და შემოსავალი შეუვიდათ, მერე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში, ერთი ტუალეტი არ შეიძლება, კიდევ დავადგმევინე შენობაში ტუალეტები. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტმა ტურისტმა მოინახულოს საქართველოს რეგიონები და მოინახულოს არა „მერსედესებით“ და „ტოიოტებით“, არამედ ველოსიპედით. ამიტომაც ვთავაზობთ ჩვენს ველოსიპედებს, ბორჯომში, უწერაში გავხსენით ასეთი ცენტრები. ჩვენ ახლა ვაპირებთ ველოტურიზმის განვითარებას რაჭაში, საამისოდ სპეციალური მთის ველოსიპედები შევიძინეთ.

რამდენადაც ვიცი, უცხოელები ცხენზე ჯირითით განსაკუთრებით ინტერესდებიან.

-ცხენებით ძალიან ინტერესდებიან და ფეხითაც დადიან ბილიკებზე. ეს ყველაფერი ეკოლოგიას იცავს, არ აბინძურებს გარემოს და სოფლის ხალხსაც შემოსავალი უჩნდება. რაც შეეხება ჩვენს ეკლესიებს, ვიზიტორებს ძალზე ხიბლავთ იქ შესვლა, მაგრამ ვერ დავაძალებთ, რადგან შეიძლება კაცი ჩამოვიდეს ამერიკიდან და მუსლიმანი იყოს, ხოლო უწერაში მათ თავის მეჩეთს ვერ გავუხსნი. როგორც ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლს, ისე ათვალიერებს ჩვენს ეკლესიებს. თბილისი მაინც თბილისია და ეს ქალაქი იზიდავს უცხოელებს, მაგრამ, გაგიკვირდებათ, თუშეთში საცოდავ მიწურში შევედი, ისეთ ლოგინზე მეძინა, ბებიაჩემის დროს არ ეძინათ და ამ დროს იქ დამხვდა დანიელი წყვილი, პოლონელი წყვილი და ებრაელი წყვილი. მათ არ უნდოდათ არც ელექტრონი, არც ცივილიზაცია. იქაურ სამზარეულოში კაცი საკვებს არ შეჭამდა, არცწყალი იყო, წყალი ჩაფებით ამოჰქონდათ დაუცხოელები მხოლოდ პირს იბანდნენ. დილის ექვს საათზე ფეხშველა დაბოდიალობდნენ.

სასმელი წყლის პრობლემა რეგიონებში უკვე წლებია, არსებობს, მაგრამ თბილისის შემოგარენშიც დასასვენებელ ადგილებში დასალევი წყალი არ არის, რაც უცხოელ ტურისტებში გაოცებას იწვევს.

- დიახ, ეს უდიდესი პრობლემაა. უწერაში რემონტი რომ გავაკეთე და ცენტრი გავხსენი, მამაკაცები დაიტანჯნენ, არ ჰქონდათ სასმელი წყალი. სოფლის თავში არის დიდი მდინარე და ამ მდინარის წყალს იყენებდნენ დასალევად. მაღალი სოფლები, დაწყებული ონიდან, გაზიფიცირებულიც არ არის. გაზი რომ იყოს, ხე-ტყე დაიზოგებოდა და აღარ მოჭრიდნენ ხეებს. ენერგეტიკის მინისტრი როცა იყო კალაძე, ონამდე მიიყვანეს გაზის მილი, მაგრამ მერე უთხრეს მოსახლეობას, 400-500 ლარი გადაიხადეთ, ვისაც სახლებში შეყვანა გინდათო. არ აქვს ამ ხალხს ფული და რაქნას?! ამის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალება გვაქვს. იხიბლებიან, რადგან უნიკალურია ჩვენი მთა, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი.

ფრანგი გოგონები მყავდა, მეჩქარებოდა თბილისში დაბრუნება და მათ არსურდათ რაჭიდან წამოსვლა. ვუთხარი, კი ბატონო, დარჩით აქ და მეწავალ-თქო. იცით, ალბათ, მიურატები დაბრუნდნენ სოფელ ჭკადუაშში, მათი ნასახლარი უკვე ბოსელად იყო ქცეული, ძვირფასად გაარემონტეს და ახლა ტურისტების მიზიდვა უნდათ. ნოემბრის ჩათვლით მთაში მაინც დადიან ტურისტები. ამის შემდეგ კი ზამთრის ტურიზმია მომგებიანი.