„თუ მერობის უძრაობის ოთხმა წელმა თბილისში კიდევ გაიარა, ყველას ვურჩევ, ბავშვები მოაცილონ თბილისს“

„თუ მერობის უძრაობის ოთხმა წელმა თბილისში კიდევ გაიარა, ყველას ვურჩევ, ბავშვები მოაცილონ თბილისს“

„თუ მერობის უძრაობის ოთხმა წელმა თბილისში კიდევ გაიარა, დაავადებები მოიმატებს და მე ვურჩევ ყველას, ბავშვები მოაცილონ თბილისს“,- აცხადებს For.ge-სთან საუბარში საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა და მერობის კანდიდატებს კონკრეტულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს.

აქვს კი ჩვენს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკაზე დაფუძნებული ეკოლოგიური პოლიტიკა?

-სახელმწიფოს ეკოლოგიური პოლიტიკა ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი,რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სინამდვილეში არ არის მაინცდამაინც გამოკვეთილი. თავის დროზე, 20-25 წლის წინ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა, პირველ ადგილზე მშვიდობას აყენებდა და უკვე მეორე ადგილზე იყო ეკოლოგიური პრობლემები. დღეს ასე არ არის. ნაკლებად ვიცით, რა კანონმდებლობას ღებულობს პარლამენტი, არც ის ვიცით, გარემოს დაცვის, ეკოლოგიის სფეროებში რა ხდება. პოლიტიკური პარტიების ეკოლოგიური  ნაწილი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია. უბრალოდ, ახლა მერის არჩევნებთან დაკავშირებით ისეთი მძიმე მდგომარეობაა თბილისის მასშტაბით ეკოლოგიური კუთხით, რომ მერობის ყველა კანდიდატი იძულებულია, თავის პროგრამაში პოლიტიკურ მიზნებს შორის ჩადოს ეკოლოგიური საკითხები.

თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ეკოლოგიური პრობლემები თავის დროზე ზოგიერთმა პარტიამ კარგად გამოიყენა და მიივიწყა.

-დიახ, მაშინ საუბრობდნენ პესტიციდებზე, დიდ ჰესებზე.საზოგადოება ამის წინააღმდეგ დარაზმა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ და მისი პოლიტიკური წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელიც იყო ეკოლოგიური თემატიკა. მაგრამ შემდეგ თვითონ ზურაბმა დაანება ამ საკითხს თავი, უფრო სწორად, დაიწყო ეკოლოგიური სისტემის და პოლიტიკის დანგრევა, ვინაიდან არ სურდა, სხვას გამოეყენებინა ეს თემა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. თუკი ჩვენი სახელმწიფოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, ჩვენ გვქონდა და დღესაც გვაქვს ისეთი პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოს ეკოლოგიურ და პოლიტიკურ პრიორიტეტებში უნდა იყოს.

ხელისუფლებაში მოსვლამდე საინტერესო ეკოლოგიური პროგრამა წარადგინა ქართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა პროფილის ექსპერტების მონაწილეობით. რამდენად თანმიმდევრულია ამ პროგრამის შესრულებაში მმართველი გუნდი და ჩვენი მერობის კანდიდატები თუ ამახვილებენ ყურადღებას ამ საკითხებზე?

-„ქართული ოცნების“ პროგრამის ეკოლოგიური ნაწილი მაღალ დონეზე იყო შესრულებული. იქ ბევრი სერიოზული ექსპერტი მონაწილეობდა, მათ შორის, ნინო ჩხობაძე, ოცამდე პროფესიონალი. ერთ-ერთ ექსპერტად მეც გახლდით ჩართული და ჰაერის დაბინძურების საკითხი ჩემი გაკეთებულია. თუმცა ის პროგრამა თავისი მოქმედების დასაყრდენად არავის გამოუყენებია. გარემოს დაცვის სამინისტრო თავისთვის მუშაობს, უფრო სწორად, უსმენს უცხოელი ექპერტების რჩევებს. აქედან გამომდინარე, ეროვნული პროგრამა ნაკლებად ჩანს. მას შემდეგ არავის დაუძახია ჩვენთვის.

ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციაც არ ჩანს საქართველოში არც ერთიკ უთხით. პირიქით, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური ვითარება. თბილისში რაც ხდება, პირველ რიგში, გამოწვეულია ატმოსფეროს, წყლის გაბინძურებით,  ყველაფერი გაბინძურებულია, დიდ ჰესებზე აღარაფერს ვამბობ. მდგომარეობა სახიფათოა. ამიტომ დღევანდელი პოლიტიკოსები, რომლებიც აპირებენ მონაწილეობას არჩევნებში, იძულებულნი არიან, დრო დაუთმონ ამ საკითხებს, თუმცა, როგორც ვატყობ, ეს უფრო გაუაზრებელ ხასიათს ატარებს. გამოდის ერთი და ამბობს, მე ყველა მანქანას კატალიზატორით აღვჭურვავ, მეორე სხვარამეს გვპირდება, მაგრამ სერიოზული ექსპერტიზა, ეკონომიკური გაანგარიშებები ჯერ არ აქვთ გაკეთებული. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ლოზუნგის ხასიათს ატარებსდა ხალხს არწმუნებენ, თქვენ აღარმოიწამლებით ჰაერით, გაბინძურებული წყლით.

წესით, სახელმწიფომ ეკოლოგიური პრობლემების რანგირება უნდა მოახდინოს. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი რიგის პრობლემები გლობალურ ხასიათს ატარებს. ეს არის კლიმატის ცვლილება, ოზონის შრე.

რადიაციის ფონის მატებასა და ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას ხშირად დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში ოზონის შრის გარღვევას აბრალებენ, რომელიც დედამიწას მზის ულტრაიისფერი სხივების განიცავდა. თუმცა აგრესიული ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადების გამოყენებით ადამიანებმა მოახერხეს ამ შრის გამოფიტვა.

-ოზონის შრის შეთხელება იწვევს რადიაციის მომატებას. ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის, მსოფლიო ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ოზონის შრე თხელდება და,საბოლოო ჯამში ,რადიაცია მატულობს. შედეგად იზრდება ონკოლოგიური, ალერგიული დაავადებების, იმუნური სისტემის დაქვეითების შემთხვევები.

დედაქალაქში სად არის ოზონის შრის საშიში არეალები?

-ოზონის შრის გარღვევას, ცხადია, წერტილოვანი ხასიათი არ აქვს. ეს შრე ძალიან შორს არის, მაგრამ რადიაციის და მზის სხივების ინტენსიობის მომატებას იწვევს. დედაქალაქში და მთელ საქართველოში ოზონის შრისგან შექმნილი პრობლემების ხვადასხვანაირად, სხვადასხვა ადგილებში იქნება. არსებული ეკოლოგიური პრობლემების გასარკვევად ყველაზე კარგი ინდიკატორი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემებია. უნდა დადგინდეს სხვადასხვა ავადმყოფობის განვითარება როგორ დინამიკაშია და რამდენით იმატა ამა თუ იმ ავადმყოფობამ. ამით აუცილებლად გავალთ ეკოლოგიურ ეტიმოლოგიამდე, ანუ ამ დაავადებების წარმოშობის მიზეზებამდე.

ძირითადი დავადებები, რომლებიც ახლა საქართველოში ან ნებისმიერ ქვეყანაშია, გამოწვეულია გარემოს არაჯანსაღი მდგომარეობით, არაჯანსაღი წყლით, ფალსიფიცირებული კვების პროდუქტებით, რომლებიც ასე უხვადაა საქართველოში. მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ვერაფერს გვეტყვის. თუკი აქვს ეს მონაცემები, არ გვაჩვენებს, თორემ მე შემიძლია, თბილისის ყველაზე გაბინძურებული ადგილების რუქა შევადგინო, იქ მერე მოვითხოვოთ დაავადებების სტატისტიკა და ჩვენ მივხვდებით, გაბინძურების მხრივ სად არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა.

თქვენგ აქვთ ამ რუქის წინმსწრები ვერსიადედაქალაქის მასშტაბით სად არის ყველაზე მეტი დაბინძურება?

-თუ გნებავთ, ერთხელ გავიაროთ დედაქალაქში და არ უნდა ამას დიდი დაკვირვება. ეს გახლავთ სააკაძის მოედანი, ჭავჭვაძის გამზირი, ანუ ის ადგილები,  სადაც არანორმალური საცობები და მანქანების მოძრაობაა. გარდა ამისა, არავინ ამბობს, რომ თვითონ ასფალტის შეხება საბურავთან ცალკე დამტვერიანებას იწვევს. მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ განსაკუთრებით ცხელ დღეებში, ეს ორმაგი და სამმაგი დაბინძურებაა. ასევე, არავინ ითვალისწინებს საცხოვრებელ სახლებში რადონის ოდენობას, ხმაურს, როგორც ეკოლოგიურ ფაქტორს. აქამდე არავინ ითვალისწინებდა და დღეს უკვე იძულებულნი გახდნენ, რისკების ეკოლოგიურ ფაქტორად აღიარონ ხანძარი.

ალბათ, თქვენი სურვილია დედაქალაქის მერობის კანდიდატებმა ეს საკითხები წარმოაჩინონ.

-მე, როგორც ერთი უბრალო სპეციალისტი, ვითხოვ, მოეწყოს ამ პროგრამების სერიოზული პრეზენტაცია, მოიწვიონს პეციალიტები და ეს საკითხები განიხილონ. განხილვა მოხდეს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც შესაბამისი ეკოლოგიის კომისია მუშაობს. ცალკე არის კიდევ ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, რომლის პრეზიდენტია ბატონი მარად ციცქიშვილი, ცნობილ ი ეკოლოგი, პროფესორი.სწორედ ასეთ ადგილებში უნდა მიდიოდნენ ჩვენი მერობის კანდიდატები და აჩვენებდნენ, რისი თავი აქვთ. თორემ ახლა უბანში რომ შეკრებენ ხუთ პენსიონერს, ათ ახალგაზრდას და ერთ ოც კაცს კიდევ თვითონვე მიუყვანენ, კარგი არ არის. უნდა მოხდეს საგნობრივი, დეტალური განხილვა. ჩვენ ზედმეტი კრიტიკანობა არ გვამოძრავებს. მერწმუნეთ, თუ მერობის უძრაობის ოთხმა წელმა თბილისში კიდევ გაიარა, დაავადებები იმატებს „ენ“ ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, მე ჩემს ახლობლებს, მეგობრებ სვურჩევდი, პატარა ბავშვები თბილისში არ გააჩერონ.

ალბათ, „ქართული ოცნება“,ბატონი კახის მეთაურობით, წარადგენს თავის ეკოლოგიურ ხედვას.ამასვე, ალბათ, ეცდებიან „ნაციონალები“ და სხვა წვრილ-წვრილი პარტიები, რადგან ამ დღეებში ვუყურე პოლიტიკურ მოძრაობა „შენები“-ს, სადაც თენგიზ შერგელაშვილი აპირებს მერობას და იქ დარბაზში ვნახე ერთი- ორი სერიოზული ეკოლოგი. მეც ვიყავი მიწვეული, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერ მოვახერხე მისვლა. შეიძლება, მოხდეს სხვადასხვა პროგრამის შეჯერება და ერთი პროგრამის შედგენა. ახლა ამბობენ, იაპონური აპარატურით ვზომავთ ჰაერის გაბინძურებასო. შეიძლება, ავადმყოფს ყოველდღიურად კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთო, მაგრამ ამის გამო უკეთესად ვერგახდეს, თუ სერიოზულად არ უმკურნალე. დიაგნოსტიკა მაინც დიაგნოსტიკაა,  გაჯანსაღების პროგრამა კი სულ სხვაარის.

ვფიქრობ, კახი კალაძე გახდება მერი. მის უკან სერიოზული ფინანსური ძალა, სერიოზულიპ არტიაა, თანაც, ის ნიჭიერი კაცია.თავიდან,როცა ენერგეტიკის მინისტრი გახდა, სუსტი მომზადების იყო, მაგრამ ამ წლებში სერიოზულად მოემზადა.ეს  ნიშნავს,  მას შეუძლია თავის თავზე მუშაობა. თუკი ქალაქის მერი გახდება, პირველი რჩევა, რასაც მივცემ, ის იქნება, აუცილებლად თბილისის ეკოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია მოაწყოს, მოიწვიოს უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტები, მათ შორის,დაძმობილებული ქალაქებიდან. კონფერენციის შედეგად უნდა შედგეს თბილისის გაჯანსაღების პროგრამა და ამ ახალი პროგრამით შეუდგეს ქალაქის მართვას. დაძმობილებულ ქალაქებს შეუძლიათ, დახმარება გაგვიწიონ. აქ მილიარდებზე არ იქნება საუბარი. უბრალოდ, ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ელემენტია. თუ საჭირო ვიქნები, For.ge-ს საშუალებით მინდა შევთავაზო, დღესვე შემიძლია ამკონფერენეციის მაკეტი წარვუდგინო. თუ სხვა გახდებამერი, მასაც იგივეს წარვუდგენ. თბილისის ეკოლოგია ამას იმსახურებს.

ნატოს ჰყავს თავისი ეკოლოგიური დივიზიონი, ევროკავშირსაც ჰყავს. ისინიც უნდა ჩავრთოთ ამ საქმეში და დავდოთ სერიოზული პროგრამა თბილისის ეკოლოგიური გაჯანსაღებისთვის. ეკოლოგიური პრობლემები არც პარტიკულარულია,  არც პარტიული, ეს არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ქვაკუთხედი.