ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით “ახალ ხედვაში”

ტერფის კვლევა თანამედროვე მეთოდებით “ახალ ხედვაში”

ტერფი ხშირად ზიანდება სხვადასხვა ტრავმის მიღების დროს, დაზიანებისგან გამოწვეული ტკივილი კი საკმაოდ ძლიერია. იქიდან გამომდინარე, რომ ტერფის პრობლემები შესაძლოა ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობის ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, სათანადო დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა დროულად უნდა ჩატარდეს. ტერფის კვლევის ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:

●     ბრტყელტერფიანობა;

●     პროფესიული და სპორტული ტერფი;

●      დიაბეტური ტერფი;

●      ტერფმრუდობა;

●      ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;

●     აქილევსის მყესის ანთება;

●     ქუსლის დეზი და სხვ.

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის იტალიური აპარატურით ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სთავაზობს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს akhalikhedva.ge. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების ულტრასენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რომელიც იძლევა სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას, რის შემდეგაც მზადდება ინდივიდუალური, უშუალოდ პაციენტის ტერფზე მორგებული ღაბაში. ინდივიდუალური ღაბაშების გამოყენება კი უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის.