„არ შეიძლება პოლიციის უფროსი ამბობდეს - „მე აჭარაში დავამყარე „პალაჟენია“

„არ შეიძლება პოლიციის უფროსი ამბობდეს - „მე აჭარაში დავამყარე „პალაჟენია“

ა/ო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აღიარებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორი იყო, მაგრამ 11 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ღოღობერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აჭარაში საპატრულო პოლიციის უფროსის, კახაბერ ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 9 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგობრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიციის უფროსმა ერთ-ერთ სუფრაზე აჭარლები თათრებად მოიხსენია, თუმცა მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერი, ან სხვა სახის მტკიცებულება არ აქვს.

რა კავშირი აქვს 11 მარტის აქციასთან და რა ბრალდებებს უყენებს აჭარაში საპატრულო პოლიციის უფროსს, კახაბერ ბუხრაძეს? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge მერაბ ღოღობერიძეს ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობააქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად გასახელებთ, რა კავშირი გაქვთ 11 მარტის აქციასთან, რომელიც მოგვიანებით ვანდალიზმში გადაინაცვლა და ამით რეგიონმა 150 ათასი ლარის ზარალი ნახა?

მერაბ ღოღობერიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ რომელმაც ბათუმში „თავისუფალი ზონის“ სახით ტიტუშკები მოიყვანა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ახლა ამბობენ, რომ აქცია მერაბ ღოღობერიძის მიერ იყო ორგანიზებულიო. მე ამ ფაქტზე 15 დღით ადრე ვსაუბრდი, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია ჩემს განცხადებებს, რომელსაც სოციალური ქსელით ვავრცელებდი, ასევე ვრცელდებოდა ადგილობრივი მასედიის საშუალებით. ჩვენ არ ვასაუბრობდით იმაზე, რომ გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უფლება არ აქვს აჭარელს გამოუწეროს ჯარიმა, ეს არავის არ უთქვია. აქ საუბარია საპატრულო პოლიციის ქმედებებზე და ჯარიმის ფორმებზე.

თუკი, ადამიანი არღვევს მოძრაობის წესს, არ უნდა დააჯარიმოს პოლიციამ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვამბობ ჯარიმის ფორმაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს 50-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 და 400-ლარიან ქვითრებს უწერდნენ. ამის შემდეგ შელაპარაკებაში გადაჰყავდათ ეს ყველაფერი და ამ მოტივით არაერთი პირი დააკავეს.

ამის კონკრეტული ფაქტები გაქვთ?

- არაერთი ფაქტია ასეთი. ჩემს სოციალურ გვერდზე ამის რამდენიმე ფაქტი დავდევი, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ ზევიდან არის დავალება, რომ უნდა დაგაჯარიმოთ და ა.შ. ასე ხდებოდა კომუნისტების და ედურად შევარდნაძის დროს, როდესაც ე.წ. გაიშნიკები უფორმოდ დადიოდნენ ქუჩებში.

როდესაც კახაბერ ბუხრაძე ჩამოიყვანეს რეგიონში, მან როტაციულად გაანთავისუფლა ადგილობრივი კადრები და თავისი სამეგობრო ჩამოიყვანა გორის რაიონიდან, ყველაფერი სწორედ აქიდან იწყება. თვითონ ბუხრაძე არ გახლავთ გორის რაიონიდან. მანამდეც იყვნენ პოლიციის უფროსები დედაქალაქიდან მოვლენილი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა პროტესტი მათ მიმართ აჭარაში. ამ შემთხვევაში კახაბერ ბუხრაძის ქცევები გახდა პროტესტის საფუძველი.

ამბობთ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსის ქცევები გახდა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი, დააკონკრეტეთ რა ქცევას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი უფორმოდ დადის; აგრესიულები არიან მოქალაქეთა მიმართ; 50 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 200 ლარიან ჯარიმას წერენ... შელაპარაკების ნიადაგზე ძალისმიერი მეთოდით გადმოაგდო ადამიანი მანქანიდან და მთელი ღამე კაპეზეში გაატარებინო, ამას ვგულისხმობ.

თუ არსებობს ფაქტები, მაგალითად შელაპარაკების ნიადაგზე ძალისმიერი მეთოდით როგორ გადმოჰყავთ ადამიანი მანქანიდან?

- დიახ. გროვდებოდა მუხტი ამ ხნის განმავლობაში და ამიტომ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, მიეღოთ გარკვეული ზომები, რომ საპატრულო პოლიციის ასეთი ქმედებები არ გადაზრდილიყო პროტესტში. შსს-ს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე რეაგირებას ვთხოვდი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.

დიახ, მე ჩავაყენე საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება. ფეისბუქის ოფიციალური გვერდის მეშვეობოთ ასევე დავუკავშირდი შს მინისტრს, რომ იქნებ ვიღაცამ მოგვაქციოს ყურადღება-თქო, მაგრამ უშედეგოდ. ის აგრესია და წამოძახილები რაც ხდებოდა, ჩვენ ამას ვდებდით სოციალური ქსელით, არ შეიძება პოლიცია ასე აგრესიულად ექცეოდეს აჭარაში მოქალაქეებს და ამაზე არ რეაგირებდეს ხელისუფლება.

თქვენს სახელს რატომ უკავშირდება ამ აქციის ორგანიზება?

- 9 მარტს საპატრულო პოლიციის შენობის წინ გავმართეთ აქცია და ამიტომ მაბრალებენ აქციის ორგანიზატორობას. ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიყვანა შს მინისტრმა შეცდომაში პრემიერ-მინისტრი, მაშინ, როდესაც მინისტრი არ დაინტერესებულა როდესაც ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე აფთიქათან მოქალაქემ რამდენიმე წუთით გააჩერა ავტონქანა, შეიძინა წამალი და ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, ეს მოქალაქე ძალისმიერი მეთოდით გადმოიყვანეს მანქანიდან და დააპატიმრეს.

ამ ფაქტს არაერთი ადამიანი შეესწრო. იმდენად მძიმე ფაქტი იყო, რომ ადამიანებმა არ მოითმინეს და ხმა ამოიღეს. მაგრამ იმდენად აგრესიულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომ საზოგადოების თვალწინ მოხდა ადამიანების ცემა და ეს იყო პიკი. სწორედ ამის შემდეგ გადაიანაცვლეს მოქალაქეება პოლიციის შენობისკენ მოთხოვნით, რომ გაეთავისუფლებინათ უდანაშაულოდ დაკვებული ადამიანები.

აჭარელი თათარი არ არის ბატონო პოლიციის უფროსო“, „შეწყდეს ჰომოფობიური განცხადებები“ - ამ სახელწოდების აქცია გამართეთ 9 მარტს, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას ნიშნავს ეს განცხადებები?

- სწორედ ამიტომ მოვითხოვდი შს მინისტრისგან და გენერალური ინსპექციისგან ფაქტის შესწავლას, არ შეიძლება პოლიციის უფროსი ამბობდეს - „მე აჭარაში დავამაყარე „პალაჟენია“, „აჭარლები თათრები არიან“.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს არის უმძიმესი ბრალდება, თქვენ მოისმინეთ ეს ფრაზები საპატრულო პოლიციის უფროსისგან?

- მე არა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც შეესწრენ ამ ყველაფერს და ესენი არიან მაღალი თანამდებობის პირები. ამიტომ მოვითხოვე გენერალური ინსპექციის ჩართვა და შიდა მოკვლევა.

ანუ, მაღალი თანამდებობის პირებმა გითხრეს, რომ პოლიციის უფროსი ასე საუბრობს ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში?

- არა მარტო თანამდებობის პირებმა. ამიტომ მოვითხოვეთ მოკვლევა, რომ დაგვესახელებინა კონკრეტული პირები, მაგრამ სამწუხაროდ, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ არ დაიწყო შიდა მოკვლევა.

შეგიძლიათ დაასახელოთ ვინ არიან მაღალი თანამდებობის პირები?

- მე უკვე აღარ დავსახალებ მათ ვინაობას იმიტომ, რომ ნაწილობრივ უნდობლობას უცხადებ შსს გამოძიებას იმ მიზეზის გამო, რაც გუშინ მოვისმინე შს მინისტრის მხრიდან. პირდაპირ გაამართლა კახაბერ ბუხრაძე ისე, რომ მიზეზების არსზე არ საუბრობს. როდესაც ვნახავ, რომ დაიწყება გამოძიება და ვნახავ, რომ სამართლიანად მიმდინარეობს გამოძიება, მე მზად ვარ დავასახელო ის მაღალი თანამდებობის პირები და ამის შემდეგ გენერალურმა ინსპექციამ გაასაჯაროვოს იმ ადამიანთა დაკითხვების შედეგები. მესმის, შეიძლება შს მინისტრს არ ჰქონდეს ბოლომდე სწორი ინფორმაცია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის შეცდომაში შეყვანა დანაშაულია.

უმძიმესი მდომარეობაა აჭარაში და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მიჩქმალოს ეს ვითარება. რომ არაფერი ვთქვათ შეჩერებულ მშენებლობებზე, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამას ემატება ისიც, რომ დაკნინებულია ადგილობრივი კადარები. მზად ვარ, ამ ყველაფერზე ვესაუბრო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ სურს ბატონ პატარიძეს შეხვედრა და პრობლემებზე საუბარი. ამიტომაც არის მძიმე მდგომარეობაში აჭარა. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ და ვეუბნები, რომ თუ არ მოისმენს მოქალაქეების აზრს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დადგება აჭარა და აჭარის მოსახლეობა. საბოლოო ჯამში, ძალიან მძიმედ მოიმკის მშიერი ხალხის იგნორირებას.

რას გუსხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მძიმე შედეგს მოიმკის?

- რასაკვირველია, პოლიტიკურ შედეგს ვგულისხობ. ერთ თვეში თვითმმართველობის არჩევნებია და თუ საზოგადოებას არ მოსწონს ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურად გამოუტანს განაჩენს. ნამდვილად არ მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს მთავრობაში, მაგრამ სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების კადრები წამოწიეს წინ. პროფესიონალი კადარები დაკნინებული არიან, ამას ხედავს საზოგადოება და გროვდება ეს უკმაყოფილება.

დიახ, უგულავას ვესროლე კვერცხი, არ უნდა მესროლა? დიახ, შანსი რომ მქონდეს, კიდევ ვესვრი. დიახ, ლევან ვარშალომიძეს ვესროლე ფეხსაცმელი, არ უნდა გამომეხატა პროტესტი და ტაშით უნდა შემოსულიყო აჭარაში, რომლის წინააღმდეგ ერთი ფაქტი ვერ გამოავლინეს, თურმე არაფერი დაუშვებია?! მაშინ რას ვერჩოდით „ნაცმოძრაობას“? ყველაფერი გაუპრავეს და ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, აჭარის რეგიონში ისევ დააბრუნეს სათავეებში ნაცმოძრაობის წევრები, დაგვცინიან, აი, შედეგი, რაც მივიღეთ.

შეგიძლიათ მითხრათ, რა თანამდებობდბეზე დააბრუნესნაციონალური მოძრაობისწევრები?

- ყველამ, ყველაფერი ისედაც იცის. შეიძლება სოდ-ის მაღალი თანამდებობის პირი გადაიყვანო მეგზევედ? შეიძლება სოდ-ის მაღალი თანამდებობის პირი სასწრაფო სამსახურის ხელმძღვანელი იყოს? შეიძლება ყოფილი პროკურორები სხვადასხვა განყოფილებებში მუშაობდნენ? სამსახურიდან გაგდებული სოდელები და კუდელები დააბრუნეს ისევ, რომლებიც ადამიანებზე ძალადობდნენ. ისეთ ფაქტებზე შემიძლია ვისაუბრო, როდესაც სოდ-ის და კუდ-ის თანამშრომლებს ადამიანისთვის კისერზე დანა ჰქონდათ მიდებული, რომ რაღაცა დანაშაული ეღიარებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ადამიანებს გაუპრავეს და ისევ დაასაქმეს. პროფესიონალი კადრები კი, სახლში ზიან. აი, ამაზე ვსაუბრობ.

ოთარ კახიძის განცხადებით, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ღოღობერიძესთან ერთად მთავრობის შიგნით კიდევ ვინ იყო ჩართული ბათუმის აქციის ორგანიზებაში და აცხადებს, რომ თქვენ სუს-ის დაკვეთით მოქმედებთ, რატომ გაკავშირებენ სუსთან?

- გითხრათ ვინ იყო ჩართული?

სწორედ ამიტომ გეკითხებით, რომ მითხრათ...

- დიახ, „თავისუფალი ზონის“ და ოპოზიციის წვერები აქეზებდნენ ადამიანებს. პირდაპირ ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ მოლოტოვის კოქტეილები უნდა მოვიტანოთ, სასწრაფოდ გვჭირდება ჯაჭვები, ჩემთვის ეს იყო მიუღებელი და მაშინვე დავტოვე ტერიტორია და მოვუწოდე შსს-ს, რომ დროულად მიეღო გადაწყვეტიელება, მაგრამ საწუხაროდ, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ მოხდა დაგვიანებით გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ნიკა მელია გამოვიდა და სოლიდარობა გამოუცხადა ამ აქციას, ამას მოჰყვა „ნაცმოძრაობის“ სოლიდარობა. გამოდის, რომ მე მიცხადებდნენ სოლიდარაობას? და შემდეგ, როდესაც აქცია ჩაეშალათ და ვანდალიზმზე გადავიდნენ, ამის შემდეგ მოხდა ხელის შეხოცვა სუს-ზე და მერაბ ღოღობერიძეზე.

რაც შეეხება სუს-ს, ვინ აკეთებს ამაზე განცხადებას, „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც სანაგვეზე გაუშვა საზოგადოებამ და „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც აცხადებს, რომ თურმე 500 ათასი ამომრჩეველი ჰყავს. ამის მტკიცებულება რომ ჰქონოდათ, დამერწუნეთ, რომ საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენდნენ ამ ფაქტებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვარ ჩვენება მივცე გამოძიებას. შეისწავლოს გენერალურმა ინსპექციამ ის ინფორმაციები, რომელსაც ვფლობ, მაგრამ გამოძიება უნდა იყოს ობიექტური. თუმცა, როდესაც შს მინისტრი წინმსწრებად საუბრობს პოლიციის უფროსის უდანაშაულობაზე, ამ შემთხვევში როგორი ობიექტური იქნება გენერალური ინსპექცია?!

ყველამ იცოდა რა ხდებოდა რეგიონში. პრემიერ-მინისტრს უმალავენ რა ხდება აჭარაში, დედაქალაქიდან მართავენ აჭარას, რაც მიუღებელია ჩემთვის. როდესაც მურმან დუმბაძემ გააკეთა ეს განცხადება, ნახეთ რაც მოხდა. მესმის, მაგრამ არ შეიძლება, თუ ადამიანი სიმართლეს ამბობს, თქვა, რომ ის უშიშროების სამსახურების აგენტია. მათკენ მოიკითხონ უშიშრობება - ნიკა მელიამ, ოთარ კახიძემ და თუნდაც ხათუნა სამნიძემ. საინტერესოა, სად იყვნენ ადრე ეს ადამიანები?