„ნაციონალებმა გუნდის ყოფილ წევრებზე შეიძლება განახორციელონ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაც მოხდება დაბრალდეს ხელისუფლებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, დამარცხების შემთხვევაში, თუ ბოკერიას გუნდი პარტიას არ დატოვებს, იძულებული იქნებიან ის პოლიტიკა გაატარონ, რასაც სააკაშვილი-ახალია-ქარდავა და ნაცმოძრაობის ეს ზონდერული ჯგუფი უკარნახებს.
როგორ დასრულდება შიდაპარტიული დაპირისპირება და გაჩნდება თუ არა კომპრომატები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
სააკაშვილი-ახალაია და ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდის დაპირისპირებაში მეგის ქარდავას ფაქტორი ჩაერთო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის პარტია, რომელიც არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ თანაგუნდელების წინააღმდეგაც კომპრომატების შექმნით იყო დაკავებული, შესაძლებელია, რომ ამ დაპირისპირებაში გაჩნდეს კომპრომატები?
ვახტანგ ძაბირაძე: ორივე მხარეს აქვს კომპრომატები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქმე კომპრომატებამდე მივა. ბუნებრივი იყო, რომ ასეთი ჯგუფები ჩაერთვებოდნენ ამ ბრძოლაში. ასევე ბუნებრივი არის ისიც, რომ სწორედ იმ ხერხებს იყნებენ, რასაც ყველას მიმართ იყენებდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი ჯგუფია. ერთი ეს არის ძველი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმავე იდეოლოგიით და პრინციპებებით მოქმედებს, რითაც 9 წელი მართვადა ქვეყანას და მეორე ნაცმოძრაობის მცირე ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ საჭიროა რებრენდიგი.
მცირე ჯგუფი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძე-მელია წარმოადგენს?
- რა თქმა უნდა. მათ არ ჰყავთ არც ელექტორატი და არც პარტიული მხარდაჭერა. არ ვამბობ, რომ ესენი ანგელოზები იქნებიან, მაგრამ როგორც ჩანს, ცდილობენ, შეცვალონ ურთიერთობა და გაიაზრონ წარსული. ძველები, სააკაშვილი-ახალაია-ქარდავას ჯგუფი, ამას უბრალოდ არც ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ზუსტად ისეთივე უნდა იყვნენ, როგორიც იყვნენ 9 წლის მანძილზე. ეს განსხვავებაა სააკაშვილისა და ბოკერიას ჯგუფს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ზეწოლა გაგრძელდება ყველაზე.
რა ტიპის ზეწოლა იქნება?
- არა იმდენად კომპრომატები, არამედ ეს იქნება დაშინება და ტერორი. თავინთი გუნდის ყოფილ წევრებზე შეიძლება განახორციელონ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. თანაც, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაც მოხდება დაბრალდეს ხელისუფლებას. ეს მიმართულება გაგრძელდება და არა მგონია, რომ ყრილობის შემდეგ დასრულდეს. გულწრფელად გითხრათ, როდესაც ბოკერიას ჯგუფი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მეგონა, რომ მათ გარკვეული მუშაობა პარტიის შიგნით ჩატარებული ჰქონდათ და ვფიქრობდი, რომ მომხრეებიც ჰყავდათ.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ მომხრეები არ ჰყავთ არც პოლიტსაბჭოში...
- უფრო გაცნობიერებული მეგონენ შიდა პარტიულ სტრუქტურაში. ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ, ყრილობაზე ცალსახა იქნება, რომ ბოკერიას ინიციატივას ყრილობაზე მხარდამჭერები არ ეყოლება, ანუ, დამარცხდება. ყრილობის შემდეგ უკვე ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.
იმ შემთხვევაში თუკი ყრილობაზე ბოკერიას ფრთა დამარცხდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ პარტია გაიყოფა?
- ვფიქრობ, რომ ყრილობაზე პარტია გაიყოფა, რადგან ლოგიკურია, რომ ბოკერიას გუნდმა პარტია უნდა დატოვოს. დამარცხების მიუხედავად თუ დარჩებიან ამ პარტიაში, მაშინ იძულებული იქნებიან ის პოლიტიკა გაატარონ, რასაც სააკაშვილი-ახალია-ქარდავა და ნაცმოძრაობის ეს ზონდერული ჯგუფი უკარნახებს.
ასევე მნიშვნელოვანია პარტიის გაყოფის შემდეგ რომელი ჯგუფი შეინარჩუნებს დასავლეთის მხარდაჭერას. სააკაშვილის ჯგუფი, რომელიც უფრო რადიკალიზმთან ასოცირდება, თუ ბოკერიას ჯგუფი, რომელიც ასევე სააკაშვილი-ახალაია-ქარდავას ჯგუფის ნაწილია?
- დასავლეთი ხმამაღლა არ გააკეთებს ასეთ განცხადებას. თუმცა, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერს ჯგუფს, რომელიც ძალადობასთან იქნება ასოცირებული. შესაძლოა, ეს საკითხი გადაწყვეტილიც და დამუშავებულიც არის. როგორც კი პარტია გაიყოფა, ვნახავთ, რომ სააკაშვილის ჯგუფს დასავლეთის მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება. შესაძლოა, თვითონ სააკაშვილმა რაღაცა პოზიციები შეინრაჩუნოს უკრაინის მიმართულებით და არა საქართველოში. ლოგიკურია, რომ აქცენტი გაკეთდება ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფზე. გარდა ამისა, მოდით ვთქვათ ისიც, რომ ამ ჯგუფში საკმაოდ პრაგმატული ხალხია.
როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გათვალა ამ პრაგმატულმა ჯგუფმა შიდა ურთიერთობები?
- ლოგიკური კითხვაა და სხვა საკითხია, მაგრამ სხვა მხრივ, ეს ჯგუფი ნამდვილად სწორად უყურებს და აფასებს პოლიტიკურ ვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სანამ სააკაშვილი და მისი ჯგუფი იქნება ნაცმოძრაობის სახე, არჩევნებში გამარჯვება, უბრალოდ, არ უწერია. თქვენ წარმოიდგინეთ, არასტაბილური ვითარების შექმნის შემთხვევაშიც კი, მათთვის გაცილებით რთული ვითარება იქმნება, ვიდრე ხელისუფლებისთვის. ასეთია მოსახლოების განწყობა, რომელიც 2012 წლის შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომელი ჯგუფი აიღებს თავის თავზე მოსახლეობაში არსებულ უარყოფით მუხტს, რადგან მხარდამჭერების გარდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობოსთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირებულია უმძიმეს დანაშაულთან, ძალადაობასთან, უკანონობასთან და ა.შ. მნიშვნელოვანია ვინ იქნება მემკვიდრე, გნებავთ იდეოლოგიური და გნებავთ სამართლებლივი. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სააკაშვილი და ის გუნდი, რომელსაც ახალაია-ქარდავას გუნდი წარმოაჩენს.
ამ დაპირისპირებაში ჯერჯერობით სააკაშვილის გუნდი ლიდრეობს, მაგრამ თუ იგივე განმეორად ყრილობაზე, ასეთ შემთხვევაში რა შანსები რჩება ბოკერიას ჯგუფს უკვე ელექტორატის მოზიდვის კუთხით, რადგან აქცენტი კეთდება თვითმმართველობის არჩევნებზე?
- ასეთ შემთხვევაში ბოკერიას ჯგუფს მოუწევს სხვა პარტიის შექმნა. ამ ეტაპზე ბოკერიას და მის ჯგუფს 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ აქვს. ამას დაემატება მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რას იზამს სააკაშვილის მხარეს დარჩენილი ნაწილი და ლოგიკურია, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. სხვაგვარად გაუგებარია იქნება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როდესაც პარლამენტის შემთხვევაში პირდაპირი მოითხოვდა, რომ არ შესულიყვნენ, რაც გახდა ამ დაპირისპირების მიზეზი.
თუკი ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს, მაშინ სტრუქტურის ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოკერია-ბაქრაძის მხარეს წავა. იცით, მიიღებს თუ არა სააკაშვილის ჯგუფი არჩევნებში მონაწილებას, ამის მიუხედავად მათი მარგინალიზაცია გარდაუვალია. მაგრამ თუ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ეს მარგინალიზაციის პროცესს დააჩქარებს. შესაბამისად, სააკაშვილის ჯგუფი კიდევ გაიყოფა, ნაწილი ან ბოკერიასთან გადაინაცვლებს, ან ცალკე დარჩება. დაახლოებით ასეთი ჯგუფი შეიქმნება - ცენტრისტები და მემარცხენე რადიკალები.
მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ლოგიკაში არ ჯდება, არ გამოვირცხავ, რომ ნაციონალებსა და ამ შემთხვევაში სააკაშვილის ფრთას ვგულისხმობ, რაღაცა ისეთი მოიფიქრონ და მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ არჩევნებში. მაგრამ გაყოფის შემთხვევაში, ბოკერია-ბაქრაძის ფრთამ უნდა „აიძულოს“, რომ დარჩენილმა ფრთამ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი მიღწევა ბოკერიას გუნდისთვის, რომ სააკაშვილის გუნდმა უარი თქვას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. თუ ამას შეძლებენ, მაშინ მათ აქვთ პერსპექტივა, შესაძლოა უახლოეს პერიოდშია არა, მაგარამ ზოგადად პერსპექტივა უჩნდებათ. სხვა მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირება, რამდენად გაუადვილებს ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას?
- გააჩნია ვითარებას. დღეს ხელისუფლებას აქვს პლუსები, უმრავლესობას ფლობს საკრებულებში, ასევე ყველა გამგებელი თუ მერი „ქართული ოცნების“ წევრია. გარკვეული რესურსები აქვთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მოუწევთ გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისება და ახალი ძალის შემოყვანა. ადგილობრივი არჩევნების შემთხვევაში პიროვნების გავლენა უფრო მუშაობს, ვიდრე პარტიული.
თუ სააკაშვილი და მისი გუნდი მონაწილებას არ მიიღებს არჩვნებში, მაშინ ხელისუფლებისთვის უფრო კომფორტული სიტუაცია იქნება. მაგრამ თუ ორივე ფრთამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ რთული ვითარება იქნება. თუმცა, არის მეორე მხარეც, რომ ნაცმოძრაობის ადგილობრივი ელექტორატიც დაიყოფა. ალბათ, პროპორციულ ნაწილში ხელისუფლებას ექნება წარმატება, მაჟორიტარული მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, კანდიდატებს შორის ადგილზე ვის აქვს გავლენა.