„იყავით ზრდილობიანები, იყავით პროფესიონალები, მაგრამ ყოველთვის იქონიეთ გეგმა, რომ მოკლათ ის ადამიანი, ვისაც თქვენ ესაუბრებით“, - ეს ფრაზა პენტაგონის ახალ ხელმძღვანელს გენერალ ჯეიმს მეტისს ეკუთვნის, რომელიც ბრძოლის ველზე ორიენტირებულია მხოლოდ გამარჯვებაზე და მოწინააღმდეგის განადურებაზე. გენერალი მეტისი ამ იდეას დღემდე წარმატებით ახორციელებს და სწორედ ამის გამო, ამერიკელმა ჯარისკაცებმა მას „ცოფიანი ძაღლი“ შეარქვეს.
„ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი“ ზურაბ აგლაძე ერთ-ერთია, რომელიც კარგად იცნობს პენტაგონის ახალ ხელმძღვანელს. როგორც აგლაძე აცხადებს, გენერალი მეტისი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ გენერლად ითვლება, რომელიც ნამყოფია საქართველოში და კარგად იცნობს ქართულ რეალობას.
ვინ არის გენერალი ჯეიმს მეტისი და რა კუთხით იცნობს საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზურაბ აგლაძეს ესაუბრა.
გენერალი მეტისი ხასიათდება როგორც ერთ-ერთი მკაცრი და დაუნდოებელი სამხედრო. გამომდინარე იქედან, რომ თქვენ კარგად იცნობთ პენტაგონის ახალ ხელმძღვანელს, შეგიძლიათ გვითხრათ ვინ არის გენერალი ჯეიმს მეტისი?
ზურაბ აგლაძე: მქონდა პატივი მასთან ურთიერთობის და შემიძლია გითხრათ, რომ გენერალი მეტისი ნამდვილად არ არის დაუნდობელი. უაღრესად, განათლებული, მიზანსწარფული და პროფესიონალი გენერალია. ამერიკის ინსტებლიშმენტში გენერალი მეტისი გამორჩეულ გენერლად ითვლება. 2008 წელს იმყოფებოდა საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ დიდ პატივს სცემს ქართველებს. პირადად მან კარგად იცის, რა როლი მიუძღვის საქართველოს და ქართულ კონტიგენტს ავღანეთისა და ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში.
ის თავის დროს სენტკომის და შემდეგ უკვე ჯოინფორსის კომანდის მეთაური იყო. ამიტომ, მას პირადი დამოკიდებულება აქვს საქართველოსა და ქართველების მიმართ და ამ დამოკიდებულებას არ მალავდა როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც პატივს სცემს ყველა თავის მეგობარს და არ მიატოვებს გასაჭირში. ამიტომ, ითვლება ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად.
თქვენ ბრძანეთ, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანს პირადი დამოკიდებულება აქვს საქართველოსა და ქართველების მიმართ, მაგრამ რამდენად ახლოს იცნობს საქართველოს თავისი პრობლემებით?
- როდესაც შენ ხარ ცენტრალური კომანდის მეთაური, ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ შენს რეგინში, არამედ შენ იცი რა ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც გითხარით, ის ნამყოფია საქართველოში და საკმაოდ კარგად იცის რა გეოპოლიტიკური გამოწვევები აქვს საქართველოს. საკმაოდ კარგად იცის, რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად არის გათვიცნობიერებული საქართველოს საკითხებში.
გარდა იმისა, რომ იცნობს ქართულ რალობას, როგორია უშუალოდ ურთიერთობებში, რამდენად ავლენს ადამიანურ ურთიერთობებში თავის სიმკაცრეს?
- ძალიან თავმდაბალი, დინჯი და სასიამოვნო ადამიანია ურთიერთობებში. მართლაც, რომ კარგის მეტი არაფერი მეთქმის. არასოდეს მალავდა თავის სიმპათიებს ქართველი ჯარისკაცების და საქართველოს მიმართ. სხვათა შორის როდესაც ხელმძღვანელობდა ცენტრალურ კომანდოსს, მაშინაც საუბრობდა საქართველოზე და ქართველ ჯარისკაცებზე. ამ ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს არ დაივიწყებს ქართველებს. საქართველოსთან მას ექნება კარგი დამოკიდებულება. ამიტომ, შემიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გაგვიმართლა და თანაც იმის ფონზე, როდესაც კონგრესმა საქართველოსთვის ძალიან კარგი ბიუჯეტი დაამტკიცა თავდაცვის კუთხით.
მეტისი ცნობილია რუსთის მიმართ თავისი მკაცრი პოზიციით. მისი განცხადებით მოსკოვს სურს ნატოს დაშლა. ღიად აკრიტიკებს მოსკოვს უკრაინაში აგრესიის გამო და ამბობს, რომ ეს იყო აგრესია, მაშინ, როდესაც განსხავებული პოზიცია ჰქონდა ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ბატონო ზურაბ, რას ნიშნავს როდესაც პენტაგონის პირველი პირი აცხადებს, რომ რუსეთი არის აგრესორი?
- როდესაც არ ხარ თანამდებობაზე, მეტი თავისუფლება გაქვს. პრეზიდენტი ტრამპი და თავდაცვის მდივანი მეტისი მიჩვეული არიან გამარჯვებას. არა მგონია, რომ დათმონ თავისი ქვეყნის ინეტერესები. გენერალი მეტისი კარგად ხედავს რა ხდება მსოლფიოში, რა როლი აქვს ამ ყველაფერში რუსეთს და სწორედ ამის გამო აკრიტიკებდა რუსეთს. დარწმუნებული იყავით, რომ კარგად აფასებს საფრთხეებს და ასევე დარწმუნებული იყავით იმაში, რომ წინ აღუდგება რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს.
ეს ადამიანი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალ გენერლად ითვლება. ძალიან ბევრს კითხულობს, მთელი თავისი ცხოვრება ვითარდებოდა, კარგად ესმის რუსული პოლიტიკა. ამ თემაზე ნასაუბრებიც ვარ მასთან და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ზედაპირულად არ ამბობს არაფერს. ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი დონის ჩინოვნიკი ჩამოყალიბებული პოზიციით მოდის. კარგად ვიცნობ-რა მას, დარწმუნებული ვარ, რომ თავის პოზიციას არ შეიცვლის. ჩვენ უნდა გვიხაროდეს ამ ადამიანს დანიშვნა.
ისტორიულ პარალელებს თუ გავავლებთ, მაგალითად ტრამპს ადარებენ რეიგანს და ვიცი რა მოუტანა საბჭოთა კავშირს რეიგანის მოღვაწობამ. გენერალ ჯეიმს მეტისის შემთხვევაში, შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ჯორჯ მარშალთან, რომელიც ასე პირდაპირ უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილება, რომელიც ამ ეტაპისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა განახორციელა.
რუსული პოლიტიკა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც თქვენ საუბრობდით. თქვენგან, როგორც სამხედროსგან ცდილობდა, მიეღო ინფორმაცია, რას ფიქრობდით რუსულ პოლიტიკაზე, თუ ეს იყო ორი ადამიანის მეგობრული საუბარი საქართველოს შესახებ? თქვენთნ საუბრისას თუ აღუნიშნავს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები?
- რა თქმა უნდა, რადგან საუბარი გვქონდა რუსეთის პოლიტიკაზე და მაშინდელ რეალობაზე. მან დააფიქსირა ჩვენი მხარდაჭერა. ბრწყინვალედ იცის რა ხდება საქართველოში და თავისი გამონათქვამებიდან ჩანდა და ჩანს, რომ რუსეთის მიმართ საკმაოდ ხისტი პოლიტიკა ექნება. ვერ ვიტყვით, რომ ანტირუსია, მაგრამ იცავს თავისი ქვეყნის ინტერესებს. ის აკრიტიკებდა ობამას პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში და რუსეთში. ეს ადამიანი ცნობილია იმით, რომ პატივს სცემს ყველა თავის მეგობარს და არ სჩვევია გასაჭირში მიტოვება. ამიტომ ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად.
რაც შეეხება რუსეთს, ალბათ, გენერალ მეტისის დანიშვნით გახარებული ნამდვილად არ უნდა იყვნენ. ის უფრო პირდაპირი, მიზანსწარაფული და ხისტი იქნება თავის პოზიციებში რუსეთის მიმართ. მართალია, ძალიან კი უხაროდათ რუსებს ტრამპის არჩევა, მაგრამ ტრამპმა თავისი დანიშვნებით დაამტკიცა, რომ არ აპირებს შეეგუოს რუსეთის თავნებობას.
ბატონო ზურაბ, რატომ შეარქვეს მას „ცოფიანი ძაღლი“?
- პირველად, როდესაც შევხვდი ამ ადამიანს და ვიცოდი რა მისი ზედმეტსახელი, მეგონა, რომ სხვა ადამიანს შევხვდებოდი. ამ დროს შევხვდი ძალიან გაწონასწორებულ და დინჯ ადამაინს. რაც შეეხება „ცოფიან ძაღლს“, ის საკმაოდ მიზანსწარფულია ბრძოლის ველზე და მისი გამონათქვამია - „იყავით ზრდილობიანები, იყავით პროფესიონალები, მაგრამ ყოველთვის იქონიეთ გეგმა, რომ მოკლათ ის ადამიანი, ვისაც თქვენ ესაუბრებით“. ბრძოლის ველზე ყოველთვის ორიენტირებული იყო გამარჯვებაზე და მოწინააღმდეგის განადურებაზე. ამ იდეას დღემდე საკმაოდ კარგად ახორციელებს და ამის გამო, თავისმა ჯარისკაცებმა შეარქვეს „ცოფიანი ძაღლი“.
მას ეკუთვნის ხმაურიანი ფრაზა - „ხალხისთვის ცეცხლის გახსნა სახალისოა“...
- არა, მას არ უთქვამს, რომ ხალხისთვის ცეცხლის გახსნა არის სახალისო. მან თქვა, რომ ზოგიერთებისთვის სახალისოა ცეცხლის გახსნა. ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა ტერორისტულ დაჯგუფებას და თალიბანის მებრძოლებს. ამერიკაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც ამერიკელებს ვესაუბრებოდი ტრამპის არჩევაზე, აღმოვაჩინე, რომ მოსახლეობას არ უყვარს მთავრობა, არ უყვარს პოლიტიკური ინსტებლიშმენტი.
ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკის პოლიტიკურ ინსტებლიშმენტში გამოკვეთილი ლიდერის ნაკლებობა იყო, ისეთის, როგორიც თავის დროზე იყო ჯორჯ მარშალი და რონალდ რეიგანი. მათი სურვილი იყო ჰყოლოდათ ძლიერი ლიდერი. გენერალი მეტისი იდეალური ფიგურაა ამერიკელებისთვის, რადგან ეს ადამიანი არის ლიდერი, შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და შეუძლია პასუხისმგებელი იყოს თავის გადაწყვეტილებებზე. არ სჩვევია უკან დახევა, ყოველთვის მიდის გამარჯვებისკენ.
არა მარტო რიგითი ამერიკელები, არამედ კონგრესმენებიც ხედავენ, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც ამ ეტაპისთვის პენტაგონს სჭირდება.
ღრმად ვარ დარწუმებული, რომ საკმაოდ რთული იქნება მომავალი 4 წელიწადი პუტინისთვის და მისი ადმინისტრაციისთვის. ეს ადამიანი მიჩვეული არ არის უკან დახევას. ძლიერი და მიზანსწარფულია, ყველგან გაატარებს თავისი ქვეყნის ინტერესებს და განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. ასე რომ, რუსეთს ნამდვილად არ ელის კარგი დრო. საქართველოსთვის კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან მას როგორც სამხედროს და პიროვნებას, სხვა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.