„ისლამურმა სახელმწიფომ“ დრო მოჭამა, დამთავრდა მაგათი ზენიტი, როდესაც ევროპიდან ასობით ადამიანი გარბოდა“

„ისლამურმა სახელმწიფომ“ დრო მოჭამა, დამთავრდა მაგათი ზენიტი, როდესაც ევროპიდან ასობით ადამიანი გარბოდა“

„მერკელმა გახსნა კარები და მილიონ ნახევრამდე ლტოლვილი შეუშვა, ვინმემ იცის აქედან რამდენია შეგზავნილი „ისლამური სახლემწიფოს“ მებრძოლი, რომლებიც დღეს უბრალოდ ჩუმად არიან, დაბინავდებიან, კავშირებს შექმნიან, თხუნელებად იქცევიან და შემდეგ გამოავლენენ ბრჭყალებს?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, მსფლიოს აქვს შიში იმისა, რომ ძალიან ზომაგადასულმა სისასტიკემ მთელი ისლამური სამყარო არ აამხედროს.

for.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

2015 წლიდან დღემდე, მთავარმა პროკურატურამ საქართველოში ISIS-ის წევრობისთვის 11 პირი მისცა პასუხისგებაში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მუსლიმი მოსახლოების რაოდენობას, 11 ადამიანს საგანგაშო მაჩვენებელად მიიჩნევენ. ეს ადასტურებს, რომ გლობალური ტერორისტული საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყანა ვართ?

სოსო ცინცაძე: არა, საგანგაშო ნამდვილად არ არის, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარი არის მუსულმანი - აზერბაიჯანელები, შიიტები და სუნიტები. ამიტომ, საგანგაშო არ არის, მაგრამ აქ მთავარია ტენდენცია, კლებულობს თუ იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სირიაში მიდიან.

2015-2016 წლის მონაცემებით, გასვლის კუთხით არის კლებადობა...

- ეს უკვე კარგია და როგორც ჩანს, დაკავშირებულია იმასთან, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ დრო მოჭამა. დამთავრდა მაგათი ზენიტი, პოპულარობა, როდესაც ევროპიდან ასობით ადამიანი გარბოდა და მათ შორის - ქრისტიანებიც კი.

საქართველოს შემთხვევაში თერთმეტივე დაკავებული არის მუსულმანი, ასევე მუსულმანია ყველა ის ადამიანი, რომელიც გაწევრიანდა ISIS-ში, მაგრამ ყველა საქართველოს მოქალაქეა. ეს არის დამაიმედებელი ფაქტორი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში მცხოვრები ქრისტიანები შეუერთდნენ ISIS-ის?

- რა თქმა უნდა, უკვე დამაიმედებელია. იმიტომ, რომ სირიაში გაიქცნენ მართლმადიდებლები, კათოლიკეები, პროტესტანტები. იგივე, ბრიტანეთიდან პატარა გოგოები გარბოდნენ, იმდენად ძლიერი იყო ეს პროპაგანდა. როგორც ჩანს, ჩვენთან ეს პროპაგანდა არ არის ძლიერი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება მშვიდად ვიყოთ.

საგანაგაშო არ არის, მაგრამ საზეიმო მდგომარეობაც არ არის. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა, ვინაიდან ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ისლამური რადიკალიზმის პრობლემა გადაჭრილია. ჩემი აზრით, ეს ომის მოგება არ არის, არამედ პატარა შეტაკების მოგებაა, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ მაინც კონცენტრირებულია ერთად და ადვილია მასთან ბრძოლა, ხედავ, ვინ არის შენი მტერი.

ხედავ ვინ არის შენი მტერი, მაგრამ ამერიკამ ვერ გაართვა თავი .. „ისლამურ სახელმწიფოსთანბრძოლას. მოლოდინის მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციამ არ მიიღო გადაწყვეტილება ჯარების შეყვანის შესახებ...

- იქ სხვა სირთულეებიც არის. ეშინიათ, რომ ძალიან ზომაგადასულმა სისასტიკემ მთელი ისლამური სამყარო არ აამხედროს. აქ ცოტა იუველური მუშაობაა საჭირო, არ შეიძლება მხოლოდ ძალის იმედზე ყოფნა, მხოლოდ ქვემეხებით და ტანკებით დაპირისპირება. უფრო თანამედროვე მეთოდებია საჭირო და როგორც ჩანს, აქაც არის გარკვეული სირთულეები. ჩვენი მდგომარეობა იმით არის უკეთესი, რომ ჩვენ ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ, აქ მუსულმანებიც ცოტა არიან და თანაც ეთნიკური ქართველები არიან. ამერიკაში სულ სხვა ვითარებაა. ამერიიკაში ძირითადად არიან ჩასულები სირიიდან და იორდანიიდან, ისინი აწყობენ ტერაქტებს. გარბიან და აგროვებენ ამ მებრძოლებს. მაგრამ ჩვენთან განსხვავება ის არის, რომ ყველა ეთნიკური ქართველია, ეთნიკური წარმოშობა უპირისპირდება რელიგიას.

ამ შემთხვევაში რა უფრო ძლიერი ფაქტორია - რელიგიური, თუ ეთნიკური?

- საერთოდ ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებაც არ ვარგა. ჩვენთან თითქოს უფრო იოლი უნდა იყოს მუშაობა. ერთიც და მეორე მხარეც ქართველები არიან, მაგრამ არიან მუსულმანი ქართველები და მართლმადიდებელი ქართველები. თითქოს იოილი უნდა იყოს მუშაობა, სინამდვილეში კი, ეს უფრო რთულია, იმიტომ, რომ ეს შენი სისხლია, შენი ხორცია. აქ სულ სხვა მეთოდებია საჭირო, როგორიც არის მშვიდობიანი თანაარსებობის და თანამშრომლობის მეთოდი.

რასაც ტრამპი ამბობს, რომ ყველა მუსულმანს გავაგდებ ქვეყნიდან, კედელს ავაშენებ და ა.შ. ამას ჩვენთან ვერ იტყვი. იმიტომ, რომ ის მუსულმანი ქართველია, მაგრამ რწმენით არის სხვა. ძალიან რთული საკითხია, ასე იოლად გადასაჭრელი არ არის. ვეთანხმები პროკურატურას, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ახლა დგება სასჯელის საკითხი, ამ ადამიანებს დანაშაული უკვე ჩადენილი აქვთ. აქაც ფრთხილი მიდგომაა საჭირო, რომ ზედმეტი აქტიურობით ხელი არ შევუწყოთ და არ წავახალისთოთ რადიკალიზმი - შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია, ძალიან სათუთი თემაა.

ისლამურ სახლემწიფოზეროგორც საერთაშორისო საფრთხეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის წინ წამოიწევს სახელმწიფოთა შორის ინტერესები, იქ რუსეთის და სირიის საერთო ინტერესები, თითქოს თურქეთი ებრძვის, მაგრამ თავად ერდოღანს ადანაშაულებენისლამური სახელმწიფოსმხარდაჭერაში. თურქეთს ასევე აქვს ქურთების პრობლემა. არსებობს ერთიანი გეგმა, მაგრამ შედეგზე არ არის ორიენტირებული. რაში მდგომარეობს პრობლემა?

- თურქეთს სხვა მდგომარეობა აქვს და გეთანხმებით, რომ თურქეთს აქვს ქურთების საკითხი. ყელში აქვს გაჩხერილი ეს საკითხი. თურქეთისთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ უფრო საშიშია ქურთების დემოკრატიული პარტია, იმიტომ, რომ ეს სახლში შიგნით ჰყავს. „ისლმაური სახელმწიფო“ დღეს თურქეთს არ ებრძვის, მაგრამ ქურთები ავტონომიას თხოულობენ და გარდა ამისა 18 მილონიანი ხალხია.

რაც შეეხება ამერიკას, ვერ ვიტყვით, რომ არ აქტიურობს, ობამას დროს შეიქმნა კოალიცია, ერთადერთი რისგანაც ობამა თავს იკავებდა და ალბათ, ტრამპიც იგივეს გააკეთეს, ჯარს არ გზავნიან. ეშინიათ, რომ არაბულ სამყაროში უფრო საშიში ახალი ვიეტნამი არ მიიღონ. მილიარდიან მოსახლეობასთან დაპირისპირებამ არ გამოიწვიოს ისლამის უფრო რადიკალიზაცია.

მაგრამ მთლიანობაში დასავლეთმაც ვერ შეიმუშავა სწორი სტრატეგია ამ მიმართულებით...

- გეთანხმებით, ევროპასაც არ აქვს სტრატეგია. მერკელმა გახსნა კარები და მილიონნახევრამდე ლტოლვილი შეუშვა, ვინმემ იცის აქედან რამდენია შეგზავნილი „ისლამური სახლემწიფოს“ მებრძოლი, რომლებიც დღეს უბრალოდ ჩუმად არიან, დაბინავდებიან, კავშირებს შექმნიან, თხუნელებად იქცევიან და შემდეგ გამოავლენენ ბრჭყალებს? ეს არ გახლავთ იოლი საკითხი. ამიტომ აცხადებდა ობამას ადმინისტრაცია, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა წლების საკითხია.

აღმოსავლეთი ცოტა რთული საკითხია, დელიკატური მიდგომებია საჭირო. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამ საფრთხეს გადავურჩით, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ საფრთხე არ არსეობობს. როდესაც ამ მოძრაობის პიკი იყო და მართლაც ასობით ადამიანი გარბოდა იქ საომრად, ამის ფონზე 10 და 11 ადამიანი არაფერს ნიშნავს.