[ნანა მაისაშვილი]
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ უფლებათა დამცველმა მანანა კობახიძემ პრესაგე.ტვ-ს დელიკატური და შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდა. ეს არის ფაქტი, რა დროსაც კომენტარი ზედმეტია და მას პრესაგე.ტვ ყოველგვარი შეფასების გარეშე გთავაზობთ.
მანანა კობახიძე: - დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები შევიკრიბეთ რათა დაგვესახა გეგმა როგორ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ. ჩვენი სურვილია მათ დროულად დავეხმაროთ იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში, გავარკვიოთ როგორ უნდა იმოქმედონ და ასე შემდეგ. ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა უფლებათა დამცველმა, რომელსაც ვერ დაგისახელებთ, მოგვაწოდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტების შესახებ ინფორმაცია.
აქციის დაშლის პროცესში კინო „რუსთაველში“, სადაც დაახლოებით სამასამდე ადამიანმა შეაფარა თავი, დაფიქსირდა ამორალური საქციელი. იქ შესულმა სპეცრაზმმა დააფიქსირა, რომ კინოთეატრი ქალებს დაეტოვებინათ და მამაკაცები დარჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელმა კინოთეატრის შენობაში ქალები გააუპატიურა.
რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია?
- ჯერ ვერ დაგისახელეთ იმ ორგანიზაციას, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არის სარწმუნო და დაზუსტებული ინფორმაცია, რომელსაც ყავს მოწმეები.
ასე საჯაროდ გააუპატიურეს ქალები?
- საჯაროდ, არა, მაგრამ არც თვითმხილველების გარეშე დაფიქსირებულა ეს ფაქტები.
ეს იყო მცდელობა თუ გაუპატიურება?
- ჯერ ვერ გეტყვით ეს იყო მცდელობა თუ დამთავრებული გაუპატიურება, როგორც დანაშაული, მაგრამ გიმეორებთ ეს იყო დანაშაული, რომელსაც ყავს თვითმხილველები.
დაზარალებულებმა უკვე მოგმართეს?
- არა, არა. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი, რომლის გადახარშვასაც დრო ჭირდება. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი და არაადამიანური მოპყრობის უკიდურესი ფორმა. ესაა წამების ტოლფასი, ყოველ შემთხვევაში, ევროპის სასამართლოს გაუპატიურება წამების რანგში აქვს აყვანილი. თუ ეს დადასტურდება ოფიციალურად, ეს იქნება დიდი დანაშაული.
თუ დაზარალებულებმა არ მოგმაერთეს თქვენ რა შეგიძლიათ?
- თუ თავად დაზარალებულები ვერ მოერევიან თავს და თავად არ გახდებიან ინიციატორები, სამართლებრივ პოცედურებს ვერ დავიწყებთ, ვერ მოვახერხებთ ვერც იდენტიფიცირებას და ვერც სამართლებრივ დაცვას ვერ განვახორციელებთ.
მოწმეები არაა საკმარისი?
- დაზარალებულმა უნდა გამოთქვან სურვილი, ესაა მთავარი. ერთი საათია, რაც ეს ინფორმაცია გავიგეთ და შოკირებული ვარ.
სხვაა შორის, იქ მამაკაცების გაუპატიურებაზეც იყო საუბარი.
- ჩვენ მოწმეები გვყავს მხოლოდ ქალების გაუპატიურების ფაქტებზე. ახლა ძნელია გვარების დასახელება, ვიდრე არ დავრწმუნდებით ყველაფერში.
ანუ იცით ვინ არიან დაზარალებულები?
- გეუბნებით ეს არის დელიკატური თემა.