„იმის საშუალება არავის არ მიეცემა, რომ რევანშისთვის ქვეყანა დავანგრევინოთ“

„იმის საშუალება არავის არ მიეცემა, რომ რევანშისთვის ქვეყანა დავანგრევინოთ“

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ დესტაბილიზაციასა და არეულობებზე აპელირებს, ოპოზიციური პარტია კი ირწმუნება, რომ მის პოლიტიკურ გეგმებში რევოლუცია და დაძაბულობა არ შედის. „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ღია მითითებებს იძლევა, რომ არჩევნებში ნაციონალების კატასტროფული შედეგის მიუხედავად, საქართველოში რევოლუცია უნდა მოაწყოს, რისი შანსიც მას არ აქვს და ეს კრახით დასრულდება.

თუ რამდენად მშვიდად ჩატარდება 8 ოქტომბრის არჩევნები, ამის გარკვევის მიზნით, for.ge პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა:

თავისუფალი ზონისწარმომადგენლებინაციონალურ მოძრაობასარჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ მსგავსად, მოსალოდნელ არეულობაზე განცხადებებს თქვენი გუნდის წევრებიც აკეთებენ. რა ხდება, ქვეყანაში?

- ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ერთადერთი არ არის, რომლითაც პირდაპირ იმაზე ხდება მინიშნება, მიხეილ სააკაშვილი თუ რას აპირებს და მას როგორი ბოროტი ზრახვები გააჩნია. თქვენ გახსოვთ, რომ ცოტა ხნის წინ, მსგავსი განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა, სადაც იმ ორგანიზაციაზე საუბრობდა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ემზადება. ცხადია, ამ ინფორმაციებს შესაბამისი სამსახურები ფლობენ და ამ ყველაფერზე ძალიან სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოხდება. ყველა ის მცდელობა საფუძველში აღიკვეთება, რაც სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება დაიწყება და კონკრეტული რეაგირება იქნება.

თუკი შესაბამის უწყებებს მსგავსი ინფორმაციები აქვს, მათი მხრიდან რეაგირება აქამდე რატომ არ მოხდა? თუკი თქვენს მიერ გაჟღერებული ინფორმაციები რეალურია და ის წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება, სამართალდამცავები რას ელოდებიან?

- როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე, ოპერატიულ დონეზე პროცესზე დაკვირვება მიმდინარეობს. როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება, გამოძიება კონკრეტულ მოქმედებაზე დაიწყება და ამის განცდა მაქვს. რაც შეეხება პრევენციულ განცხადებებს, პრემიერის განცხადება სწორედ ამას ეხებოდა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალები და ლიდერები არიან, რომლებიც გაკოტრებული არიან და მათი ფიქრი იმას ემსახურება, რომ ქვეყანას ავნონ. ეს ადამიანები რევოლუციური სურათის ინსპირირებას ცდილობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდები არიან, რომელთაც ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ.

„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრების განცხადებები იმის დასტურია, რომ ეს ადამიანები გონს მოეგნენ და იმას მიხვდნენ, რომ მათ ქვეყნის წინააღმდეგ წასვლას აიძულებენ. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ინფორმაციები არსებობს და დიახ, ჩვენ საკმარისი ძალა და უნარი შეგვწევს იმისთვის, რომ ასეთი დანაშაულები აღვკვეთოთ. არ გვინდა, რომ ამ დანაშაულში ის ადამიანები იყვნენ ჩართულები, რომლებიც ფაქტობრივად, ბრმა იარაღები არიან.

ლიდერების განცხადებაში სააკაშვილის მოწოდებას გულისხმობთ, რომელმაც ეგზიტპოლების გაყალბების შემთხვევაში, წარღვნა დაანონსა?

- ფაქტობრივად, სააკაშვილი ღია მითითებებს იძლევა და მიანიშნებს, რომ არჩევნებში მათი კატასტროფული შედეგის მიუხედავად, ქვეყანაში რევოლუცია უნდა მოაწყოს, რისი შანსიც მას არ აქვს და ეს კრახით დასრულდება. ეს მან ძალიან კარგად იცის, მაგრამ როგორც ჩანს, თავის ბოროტ ზრახვებს ვეღარ მალავს.

რამდენად მოსალოდნელია, რომნაციონალურ მოძრაობისგეგმების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყოს?

- მას მართლაც ვურჩევდი, რომ ჩამოვიდეს, მართლმსაჯულება შედგეს და ყველა ბრალდებაზე პასუხი აგოს. რაც უფრო მალე ჩამოვა, მით უკეთესი, სამართალი მით უფრო მალე აღსრულდება.

სანდრა რულოვსის განცხადებით, „მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“. როგორც ჩანს, თქვენს ოპონენტებსაც აქვთ მოლოდინი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩამოვა. ვინაიდან, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამართალდამცავი უწყება კანონის შესაბამისად იმოქმედებს?

- რა თქმა უნდა. სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ უკანონო მოქმედებაზე დროული და ეფექტური პასუხი იქნება. იმის საშუალება არავის არ მიეცემა, რომ რევანშისთვის და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ქვეყანა დავანგრევინოთ. გარანტირებულად გეუბნებით, რომ საქართველოში მშვიდი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. არჩევნების შემდეგ, ქვეყნის განვითარება გაგრძელდება და მათი ბაქი-ბუქი ის ბოლო ფართხალია, რომელიც შედეგს ვერ მოიტანს. მათი მხარდამჭერების დაგულიანება ხდება, რომ შერჩენილი, მცირე ნაწილის მობილიზაცია მოახდინონ.

თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირება მოხდება. ანუ, მას დააკავებენ?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იმის მიხედვით მოხდება, გამოძიებას რა მასალები ექნება.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩართვას, რამდენად მოსალოდნელია, რომ პოლიტიკიდან უცნაურად წასული, ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეს?

- ღარიბაშვილი გუნდის მიღმა არასოდეს არ ყოფილა. ის „ქართული ოცნების“ წევრია, რომელიც ჩვენი პოლიტიკისა და ღირებულებების ერთგულია. ვიცი რა მისი ხასიათი და შეხედულებები, დარწმუნებული ვარ, ის ქვეყანას სადაც დასჭირდება, იქ დადგება.