„რასაც ვაკვირდებით საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის შაჰ აბასის პოლიტიკის გაგრძელება“

„რასაც ვაკვირდებით საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის შაჰ აბასის პოლიტიკის გაგრძელება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ 13 წლის განმავლობაში უწევდა და უწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. მთავრობის ხელმძღვანელი ხაზგასმით აცხადებს, რომ სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, გავლენიანი ძალები ცდილობენ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი. დასავლეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს უწევს უკომპრომისო ბრძოლა სუვერენიტეტისთვის. განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ვხედავთ, როგორ გამწვავდა ურთიერთობა საქართველოსთან, მაგრამ რამდენად შეძლებს საქართველო გამოვიდეს ამ პროცესიდან ისე, რომ არ დაზარალდეს?

რამაზ საყვარელიძე: საერთოდ, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების თემა ქართულ ისტროიას წითელ ხაზად გასდევს. ოღონდ უმეტესად ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაზე იყო ლაპარაკი. იმიტომ, რომ სისხლიანი ბრძოლა იყო. ყველა ქვეყანა, ყველას ებრძოდა და ჩვენც გვიწევდა ხმლით და თოფით თავის დაცვა. დღეს, ხმლიანი და თოფიანი ბრძოლა ჩანაცვლებულია პოლიტიკური ბრძოლით და პოლიტიკური ხერხებით ცდილობენ სუვერენიტეტის წართმევას, ანუ ცდილობენ, რომ ესა თუ ის ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური ხერხებით აიძულონ გადადგას მათთვის სასურველი ნაბიჯი.

ადრე შაჰი ფიზიკურად ააოხრებდა ქვეყანას, ახლა ამას აკეთებენ მუქარით - „არ მოგცემთ ევროკავშირის წევრობის სტატუსს“, „ეკონომიკურ სანქციებს დაგიწესებთ“, „პოლიტიკურ ბოიკოტს გამოგიცხადებთ“, „არ ვაღიარებთ თქვენს არჩევნებს“, - რასაც ვაკვირდებით საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის იგივე შაჰ აბასის პოლიტიკის გაგრძელებაა.

ამ მწვავე დაპირისპირებაში შეძლებს კი საქართველო, რომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და რაც მნიშვნელოვანია - იდენტობა?

- პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპს ერთი დიდი პლუსი აქვს. ის, ხალხზე ხდება დამოკიდებული და რუმინეთში ვნახეთ ეს. როგორც კი ხალხმა გადაწყვიტა, რომ სუვერენული ყოფილიყო და გაეკეთებინა ის, რაც ჰქონდათ განზრახული, მათ დიდწილად აჯობეს ასეთ უცხო გავლენებს. ხელახლა წამოაყენეს კანდიდატი და უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა წინამორბედმა. ამიტომ კარგია, რომ ხალხი წყვეტს - იქნება ქვეყანა სუვერენული, იქნება ცალფეხზმე მდგომი თუ როგორი იქნება ქვეყნის ბედი. გადამწყვეტი არის ხალხი. ხალხი თუ მოახერხებს, რომ თავისი გადაწყვეტილება გაიტანოს, მოხერხდება. ჩვენი გადაწყვეტილებისთვის უილსონები და შესაბამისი პერსონები გვეჭიდავებიან, იმიტომ რომ ჩვენს გადაწყვეტილებაში მათ ყველაზე უფრო არ აწყობთ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა.

„მეგობარი აქტში“ პირდაპირ არის საუბარი ჩინეთზე, ირანზე და რუსეთზე. ირანთან არ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რუსეთთან პოლიტიკური კავშირები არის გაყინული და რჩება ჩინეთი ახალი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, ჩინეთის ფაქტორი იყო გადამწყვეტი ამ ე.წ. „მეგობარი აქტი“- ს შემუშავებისას?

- რა თქმა უნდა. მარტო ჩინეთზე ხომ ვერ გააკეთებდნენ აქცენტს?! ჩინეთია ძირითადი თემა. მაგრამ ამ თემაში ჩვენი ინტერესი რომ გავაცნობიეროთ - დიდი ქვეყანაა ჩინეთი, არათანაზომადია ჩინეთი და საქართველო და თუ საქართველო მას ზურგს შეაქცევს, ამას საქართველოსთვის მძიმე შედეგი ექნება. გარდა იმისა, რომ ჩინეთი არაა ხელწამოსაკრავი ქვეყანა, უფრო დიდი სახელმწიფოები ვერ ექცევიან ჩინეთს თავისუფლად. ხომ ხედავთ ამერიკა არ ახსენებს ჩინეთს, მაშინ, როცა ჩინეთის მოტივით აკეთებენ რაღაცებს.

ჩვენ გვაწყობს ჩინეთი. უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს ჩინეთთან ურთიერთობას, ტრანზიტი იქნება თუ ინვესტიცები და აქვს ასევე პოლიტიკური პოტენციალი - ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ხელს ვერ უბრუნებს და მეტ-ნაკლებად, მიჰყვება ჩინურ რეკომენდაციებს. ჩვენ რუსეთთან ბევრი რამე გვაქვს პრობლემური, ბევრი გვაქვს სალაპარაკო და გვჭირდება პარტნიორი, რომელიც რუსეთს მოათვინიერებს.

ვხედავთ, რომ ასეთ პარტნიორად თუ იყოლიებ ნატოს, ევროპას, ან ამერიკას, რუსეთი პირიქით, უფრო მძაფრი აგრესიით იწყებს შეტევას - რაც უკრაინაში მოხდა. ამიტომ, უპრიანი არის შევიცვალოთ პარტნიორობის მიმართულება და ვითამაშოთ აზიურ პარტნიორობაზე. კერძოდ, ჩინეთთან პარტნიორობაზე და ამ გზით ვცადოთ, რომ დავარეგულიროთ რუსეთთან პოლიტიკური საკითხები. ასე რომ, პოლიტიკური მოტივიც აქვს ჩვენს ჩინურ მიმართულებას.

ამ რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში რამდენად შეძლებს საქართველო ამ ხაზის გატარებას?

- ამ რთულ დაპირისპირებაში ერთი მარტივი შეცდომა მოუვიდა დასავლეთს და მოსდის კიდეც. მან გადაწყვიტა, რომ ამ დაპირისპირებაში თავისი პოლიტიკა აეგო ხელისუფლების შეცვლაზე. შეჩვეულია ასეთ სტრატეგიას - შეცვლის ხელისუფლებას და ვისაც მოიყვანს, მერე იმას მართავს. საქართველოში მოცემული მომენტისთვის ხელისუფლების შეცვლა არის ნაციონალების მოყვანა. ამ დროს ეს ნაციონალები მოსახლეობას არ უნდა. ასე რომ, დასავლური პოლიტიკა იმთავითვე წამგებიანი იყო, როცა მათ ასეთი განზრახვით იმოქმედეს - „ოცნება“ გაეშვათ და ნაციონალები მოეყვანათ. ვერ მოიყვანენ ნაციონალებს და ნაციონალებზე დაყრდნობილ პოლიტიკას ვერ აწარმოებენ, სანამ ადამიანებს ახსოვთ ნაციონალების „სიკეთეები“.

ამ ვითარებაში, როდესაც გვიწევს ბრძოლა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ალბათ, აუცილებელი არის გავთვალოთ ხედვები და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარი არ გამოვიყენოთ იგივე ამ დასავლეთთან დაპირისპირებაში?

- ერეკლე მეორემ რუსეთისკენ რომ გაიხედა აღა მაჰმად ხანი დაემუქრა - რუსეთისკენ ნუ მიდიხარ თორემ ცუდ დღეში ჩაგაგდებო, მეფემ მაინც გადადგა რუსეთისკენ ნაბიჯი, მაგრამ არა რუსეთის სიყვარულით, არამედ ის ქრისტიანულ და ევროპულ სივრცეს, საყრდენს ეძებდა და სამხედრო პარტნიორობისკენ გადადგა ნაბიჯი. სამხედრო პარტნიორობამ გააღიზიანა აღა მაჰმად ხანი და ვიცით მერე რაც მოხდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, სასიამოვნო არც რუსეთია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო დიდ განსაცდელს გადავრჩით მაშინ. ვხედავთ დღეს ფერეიდნელი ქართველები რა დღეში არიან და ვხედავთ თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებსაც. ეს ალტერნატივა იყო და ხალხის ის რაოდენობა უკვე აღარ იყო საქართველოში საიმისოდ, რომ ეომა. მიუხედავად იმისა, რომ აგვაოხრეს, მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი. ზოგჯერ არის სტრატეგიული ხაზი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში ნაკლებად იკვეთება, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთო. ისეთი არჩევანი რომელიც ყველას აწყობს, ძნელი წარმოსადგენია და ამიტომ მოვიყვანე გეორგევსკის ტრაქტატის მაგალითი. იქაც არჩევანი გააკეთა მეფე ერეკლემ, რაც ძვირად დაუჯდა საქართველოს, მაგრამ ვიმეორებ, შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაჯდომოდა.

მარბიელი კოლონიური პოლიტიკა გრძელდება ჩვენთან მიმართებაში და ორ ფეხზე დგომას არ გვპატიობენ
საფრანგეთში დიდი პატივით მიიღეს სირიის პრეზ-ი, რომელმაც გუშინ სისხლის გუბეები დააყენა და გუშინწინ ტერორისტი იყო;იმაცე საფრანგეთში ხელფასის მომატების მოთხოვნით ქუჩაში გამოსული ხალხი დემოკრატიის სახელით უმოწყალოდ დაარბიეს, ჩვენთან კი სახ გადატრიალების მოსურნე და მოლოტოვის კოქტეილების მსროლელები გმირებად გამოყავთ!!! თურქეთში ვითომ არაფერი ხდება!!!
ბნელა?
მგონი აშშ და ევროპა ყოველნაირად ცდილობენ ოცნების რეიტინგი აწიონ ხალხში
15 საათის უკან
ლაზი საქართველოს უფალი იცავს და მის მტერ უოლსონებს ღვთის რისხვა არ აცდებათ.
არანაირი სტრატეგიული კავშირები ირანთან და მით უმეტეს რუსეთთან საქართველოს არ გააჩნია. აქ მთავარი სამიზნე ჩინეთია, რასაც დიფ სტეიტის სისხლხორცეული წარმომადგენელი, უოლსონი და მისი დამქაშები ვირეშმაკურად იყენებენ ტრამპისათვის გულმოდგინე მხარდამჭერის ადგილის მოსაპოვებლად. საქართველო რუსეთტან ომში ვერ შეითრიეს და არჩეულია ტრამპის ხელისუფლებაზე შემოვლითი დარტყმების მისაყენებელ პოლიგონად, რადგან ტრამპის პოლიტიკას, საქართველოს მტავრობაზე უფრო გულმოდგინე მხარდამჭერი მსოფლიოში არ ჰყავს, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა.
თუ ტრამპის ადმინისტრაცია ამას დაინახავს და გაითვალისწინებს, მით უკეთესი მათთვისვე, თუ არადა სწორედ უოლსონები იქნებიან, ვინც მათ წირვას გამოუყვანენ.
12 საათის უკან
mamuka დიდი პატივიისცემით და მოწიწებით ბატონ რამაზთან.
10 საათის უკან