პატრიარქმა აღლუმზე მისვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა

პატრიარქმა აღლუმზე მისვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა

[პრესაგე.ტვ] 

პრესაგე.ტვ-ის განსაკუთრებულ ვითარებაში უწევს მუშაობა, ამ დღეებში, უამრავი ინფორმაცია დაგვიგროვდა, თუმცა კულუარული. ბევრი მათგანი გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, თუმცა ის ინფორმაციები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებთან გადავამოწმეთ და დადასტურდა, გამოვაქვეყნეთ, თუმცა, იძულებული ვიყავით, წყარო არ დაგვესახელებინა.

ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია საპატრიარქოსთან დაკავშირებითაც მოვიპოვეთ. საქმე ეხება 26 მაისს აღლუმზე პატრიარქის არმისვლას. წყაროს ცნობით, ხელისუფლების თხოვნის მიუხედავად, პატრიარქმა კატეგორიული უარი თქვა აღლუმზე დასწრებაზე. თუმცა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა სინოდის რამდენიმე წევრის აღლუმზე მიყვანა. აღნიშნული ფაქტის გამო, საპატრიარქოში დაპირისპირებაც კი მოხდა.

ჩვენი წყარო ამბობს: „დარბევის ღამეს პატრიარქმა ქორეპისკოპოსი და რამდენიმე მღვდელი გაგზავნა ხალხთან, მაგრამ ამ დროს დარბევაც დაიწყო და ისინი შიდაპერიმეტრზე არ შეუშვეს. როდესაც პატრიარქმა დარბევის კადრები ნახა, ძალიან ინერვიულა და ცუდად გახდა. გუშინ დილით ექიმი ყავდათ მიყვანილი, პატრიარქი მართლაც ძალიან ცუდად იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ პატრიარქს საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა ხელისუფლების პირველ პირებთანაც.

ამის შემდეგ, საპატრიარქოში მღელვარება მოყვა მათი მხრიდან გამოსაქვეყნებელი განცხადების ტექსტსაც. ნაწილი მოითხოვდა, რომ ტექსტი დაბალანსებული და ნეიტრალური ყოფილიყო. ამ ეტაპზე, დანარჩენ დეტალებზე ჯერ, ვერაფერს გეტყვით, თუმცა შაბათს, ან კვირას პატრიარქი უნდა ვნახო და შემდეგ შევძლებ უფრო დეტალურად ვისაუბრო.“