ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებამ სააკაშვილს მისცა სრული კარტ-ბლანში და სააკაშვილს სერიოზული ძალა მიეცა, რომ მიტინგი ასე დაერბია.
ეს ძალადობა, ევროპისთვის საკმაოდ მძიმე სანახავი იქნება. ადამიანი, რომელიც გნებდება, არ წარმოადგენს საშიშროებას და მას მაინც სცემ, ეს საშინელი კადრებია და არ მხოლოდ ევროპისთვის. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, კანონიერი იყო ეს აქცია თუ - არა, მაგრამ დაშლასაც სჭირდება პროფესიონალიზმი.
თუ ვინმემ წააგო, პირველ რიგში ხელისუფლებამ, რბილად რომ ვთქვათ, გამოჩნდა მისი არაპროფესიონალიზმი. როდესაც უიარაღო ადამიანს ურტყამ, ის ადამიანი ხომ არაფერ შუაშია? ფაქტიურად, ეს იყო „გირგვლიანი“.