ბრიტანული ცქრიალა ღვინოების მომავალი

ბრიტანული ცქრიალა ღვინოების მომავალი

გავლენიანი ამერიკელი ღვინის კრიტიკოსი – ერიკ ასიმოვი ბრიტანულ ცქრიალა ღვინოებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ემ ეტაპზე ეს ღვინოები საექსპორტოდ არ გადის, ვინაიდან თვითონ ბრიტანეთშიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და პროდუქციის მიწოდებით ადგილობრივ ბაზარსაც ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ბრიტანელ მეღვინეებს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ შესანიშნავი ცქრიალა ღვინოები ჩამოასხან: ცარციანი ნიადაგი, გრილი კლიმატი და როგორც ექსპერტების, ისე მომხმარებლების მზარდი ინტერესი.

სამხრეთ ინგლისში ვიზიტისას ასიმოვმა განსაკუთრებით გამოყო აღმოსავლეთ სასექსის ელეგანტური ბლან-დე-ბლანი Ridgeview Estate-სგან, კენტური Gousborne Estate და Hush Heath Estate Balfour Brut Rose.ღვინის კრიტიკოსმა უყურადღებოდ არც ბრიტანული ცქრიალა ღვინოების წარმოების პიონერი – კომპანია Nyetimberდატოვა, რომელმაც პირველი ვენახები ჯერ კიდევ 1988 წელს, დასავლეთ სასექსში გააშენა. Nyetimber-ის ღვინოებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება – Nyetimber Classic Cuvée 2003 შარშან, იტალიის ქალაქ ვერონაში გამართული ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციის გამარჯვებულად დასახელდა.

vinoge.com