დღეს “სახალო კრების” აქციის მე-5 დღეა. დაძაბაულობა ეტყობათ, როგორც აქციის რიგით წევრებს ასევე ორგანიზატორებს. პირველივე, რაც აქციის დაწყებისთანავე გააკეთეს, ტერიტორიის რკინის ჯებირებით შემოღობვა იყო. შემდეგ, ჯებირებს მავთულებიც შემოავლეს.
“ჩვენ ვცდილობთ, პერიმენტრის დაცვას. ამის გადაღებას გირჩევნია პარლამენტის ზედა ქუჩაზე გამაგრებული პოლიციელები გადაიღოთ” – მითხრეს აქციის მონაწილეებმა.
აქციის დაწყებიდან ორ საათში პირველი ინციდენტები მოხდა...
ორი, შავ ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზრდა აქციიდან გააძევეს. მედიისთვის გაკეთდა კომენტარი, რომ ისინი კუდის-ის შემოგზავნილი თანამშრომლები იყვნენ. მათი ფიზიკური შურაცხოფა არ მომხდარა. თუმცა, მალევე მეორე ინციდენტო მოხდა. აქციის მონაწილეები ამჯერად ხელკეტებით დაუპირისპირდნენ ორ ახაგაზრდას. შემოგზავნილებად გამოცხადებულ ახალგაზრდებს აქციის მონაწილეებმა თეატრის შენობამდე სდიეს. შემდეგ, ტანსაცმელშემოხეული და დაკაწრული ახალგაზრდები ჟურნალისტებმა ჩაიგდეს ხელში.
“არ ვიცი, რას მერჩოდნენ. არაფერი ვიცი. გაუმარჯოს საქართველოს! ჩვენ არ ვართ შემოგზავნილები, არა!” – ამბობდნენ ისინი. ახალგაზრდებს ალკოჰოლის სუნი ასდიოდათ.
პოლიცია ინციდენტში არ ჩარეულა. აქციის ორგანიზატორები ტრიბუნიდან მიმართევდნენ მოქალაქეებს: “არ აყვეთ პროვოკაციას. შემოგზავნილები არიან მერაბიშვილის ზონდერ ბრიგადები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე!“
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ უცხო ადამიანები არიგებენ მინერალურ წყალს, გახსნილთავსახურიანი ბოთლებით. ჩვენ გთხოვთ, მსგავსი ბოთლებიდან არ დალიოთ წყალი. არსებობს ეჭვი, რომ ეს წყალი მოწამლულია.” – განაცხადა ბურჯანაძემ. აქციაზე მოსვლისკენ თბილსელებს მან რამდენჯერმე მოუწოდა.
„დღეს და ხვალ გადამწყვეტი დღეა” - ეს განცხადება ლუკა კურტანიძემ გააკეთა.
“ჩვენ უნდა გავცეთ ღირსეული პასუხი ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს. დღეს და ხვალ არის გადამწყვეტი დღე. ერთმანეთის გვერდით სიყვარულით დავდგეთ და აქედან ფეხი არ მოვიცვალოთ. ჩვენ ასევე, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმ 500-მდე ჩვენი თანამებრძოლოს წინაშე, რომელიც ამ დღეებში დააკავეს.
ყველას ვთხოვთ, დადგეს თავსი ხალხის გვერდით, რათა ეს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. დასასრული კი მხოლოდ გამარჯვებაა. ჩვენ გამარჯვების გარეშე არ დავიშლებით” – თქვა ლუკა კურტანიძემ.
ფორმიანი პოლიციელები აქციის მონაწილეების სიახლოვეს არ მიდიოდნენ. მათი დაბურულმინებიანი მანქანები პარლამეტის ორივე მხარეს იდგა. დაახლოებით ოცამდე პოლიციელი იდგა მეტრო “თავისუფლებასთან”. პოლიციის სიმრავლე იგრძნობოდა თბილისის საკრებულოსთანაც.
“არსებობს საფრთხე, რომ ღამით პოლიცია დაგვარბევს. ვერ ვიტყვი, რომ არ მეშინია, მაგრამ უკან დასახევი გზა არ მაქვს. ჩვენი დამარცხების შემდეგ ან ყველას დაგვიჭერენ, ან - სანამ სააკაშვილი იქნება მთავრობაში, სამუშაოს ვერასოდეს ვიშოვით” – გვითხრა აქციის მონაწილე ქალბატონმა. ის დღევანდელი ღამის გათენებას პარლამენტთან აპირებს.