ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს.

ქართული საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს უცხოეთში გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს.

ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილია იმ მძიმე სულიერი და ფიზიკური განსაცდელის შესახებ, რაც ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლების ხელით განუწესა ამ ღირსეულ, ქედმოუხრელ ვაჟკაც კაცს.  სწორედ მისი ღირსეული, მედგარი ქცევა და ჭირთათმენა გვაძლევს საფუძველს, რომ ამ ცრემლსა და მწუხარებაში ვიპოვოთ სიამაყის მიზეზი. ამ ჩვენს, ზნეობრივი მაგალითებით ღარიბ დროში სწორედ სულხანმა გვიჩვენა ბოროტებასა და ჯალათობაზე მორალური გამარჯვების მაგალითი. არჩევანი ზნეობრივ კომპრომისსა და სხეულებრივ ტანჯვას შორის მან ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა.

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებს გვჯერა, რომ ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ისტორია საკადრის პასუხს გასცემს და სათანადო ადგილს მიუჩენს სააკაშვილის ბოროტი რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლებს.

სულხან მოლაშვილის გამოსვენება შედგება 5 ივლისს 15 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან.

ხელმოწერები.

ავთანდილ არაბული აკადემიკოსი

თემურ ნანეიშვილი აკადემიკოსი

ალქსანდრე ხარატიშვილი აკადემიკოსი

თამაზ ჯოლოღუა პროფესორი

გოგი ანთელავა პროფესორი

ზაზა შათირიშვილი ფილოსოფოსი

ლევან გაჩეჩილაძე ბიზნესმენი

შოთა გლურჯიძე მხარვარი

კოტე ჯანდიერი მწერალი

ბიძინა გეგიძე საზოგადო მოღვაწე

ბასა ფოცხიშვილი რეჟისორიო

ნანა შონია მსახიობი

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) მომღერალი

გელა დოლიძე ფიზიკოსი

გიგა ბათიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

ნინელი ჭანკვეტაძე მსახიობი

თემურ გოცაძე საქართველოს სახალხო მხატვარი

მარინა ჯანაშია საქართველოს სახალხო არტისტი

გოგი პაპინაშვილი მსახიობი

ბუგზარ ბაგრატიონი რეჟისორი

ზურაბ ყიფშიძე მსახიობი

ნანა კაკაბაძე უფლებადამცველი

გელა ნიკოლაიშვილი იურსტი

გია ტაბლიაშვილი იურისტი