ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი - ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი - ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს

როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი იყო მმართველი გუნდის საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი.

ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაძლევს სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდის საშუალებას. იზრდება კონკრეტული პრივილეგიები, რაც ბიუჯეტიდან გაიცემა ჩვენს თანამოქალაქეებზე. როცა იზრდება ეკონომიკა, ეს პირდაპირ აისახება ადამიანების შემოსავლებზე. ჩვენ 2012 წელს საშუალო ხელფასი დაგვხვდა 715 ლარი და უკვე 2000 ლარს გადასცდა ეს მაჩვენებელი. ჩვენი პროგრამული მიზანია, რომ 2028 წელს მივაღწიოთ 3500 ლარს. თუ შევინარჩუნებთ ეკონომიკური ზრდის ამ ტემპს, 3500 ლარი არის აბსოლუტურად რეალური მაჩვნებელი. ხელფასების და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ეს იყო ჩვენი საპროგრამო დაპირება და ოთხ წელიწადში ესეც არის შესაძლებელი. ეს პირდაპირ მოსახლეობაზე აისახება. როდესაც თქვენ ნახავთ საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკას, ნახავთ, რომ იზრდება პირდაპირ ეკონომიკური ზრდის პროპორციულად, რამდენადაც იზრდება ეკონომიკა, იმდენად იზრდება საშემოსავლო გადასახადი და ეს არის ის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ეს არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად აისახება ეკონომიკის ზრდა ჩვენი მოქალაქეე

amo დროა შეცვალოთ საშუალო ხელფასის გამოთვლის სასაცილო ალგორითმი. სირცხვილია! პედაგოგის ხელფასი ახლოსაც არაა თქვენ მიერ გამოცხადებულ საშუალო ხელფასთან.
1 საათის უკან