ხატისკაცი: „ძალიან უსუსური ბრალდებებია“

ხატისკაცი: „ძალიან უსუსური ბრალდებებია“

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. „ნაცინალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში გამოცხადებული ტესტირებები მხოლოდ ფორმალური პროცესია, რომელსაც აქვს ერთი შედეგი - შესაძლებელი იყოს ადამიანების სამსახურიდან სახლიდან გაშვება და მათ ნაცვლად, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ოჯახის წევრების და პარტიული აქტივისტების დანიშვნა. აქვე დედაქალაქის მერს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო ვადის ერთი წლით გადაწევა, გამოცდილი, კვალიფიციური კადრების სამსახურიდან გაშვების და ვაკანტურ ადგილებზე ნათესავ-მეგობრების მიყვანის მიზანს ემსახურება.

რას ემსახურება რეალურად მოხელეთა საატესტაციო ვადის გადაწევა და  რატომ  სჭირდება თანაშემწეს ან მდივანს თვითმმართველობის კოდექსის ცოდნა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მერის მოადგილეს, ინა ხატისკაცს ესაუბრა.

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ადგილობრივ თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო ვადის ერთი წლით გადაწევა, გამოცდილი, კვალიფიციური კადრების სამსახურიდან გაშვების და ვაკანტურ ადგილებზე ნათესავ-მეგობრების მიყვანის მიზანს ემსახურება და მიზანია არარაკვალიფიციური კადრების შენარჩუნება. რა პასუხი გაქვთ ამ ბრალდებაზე?

- კონკრეტულ განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმის გამო, რომ უბრალოდ ვერ ვხდები რა იგულისხმება ვადების გაგრძელებაში. ვადები გაგრძელებული არ არის. პირიქით, იმ თანამშრომლებს ვისაც ამოეწურათ მოვალეობის შემსრულებლად ყოფნის ვადა, ისინი თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან. გაცილებით მეტი ვაკანსიაა ახლა, სადაც მოვალეობის შემსრულებელიც კი არ არის. ახლა რეალურად მიმდინარეობს კონკურისის ეტაპები. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირების მეორე ეტაპი დაიწო 24 ივნისს, რომელიც ოთხი დღის მანძილზე იქნება. ჩვენ 1 ივლისამდე გვქონდა ტესტირების ჩატარების ვალდებულება და ამ ვალდებულებას ვასრულებთ. არავითარი ვადის გაგრძელებაზე არ არის საუბარი. ის ეტაპები, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და რომელიც შესაბამისი ნორმატიული აქტებით არის დარეგულირებული, დაცულია. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ის ადამიანები, რომლებიც ვერ გადალახავენ ტესტირების ეტაპს და შემდგომში ვერ გაივლიან გასაუბრებას, ვერანაირად ვერ დაინიშნებიან.

რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი?

- პროცესი იქნება გამჭვირვალე. კომისიაში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სრულუფლებიანი კომისიის წევრები არიან და მათ შეუძლიათ თვითონ შეაფასონ გასაუბრების ეტაპი. რაც შეეხება იუსტიციის სასაწავლო ცენტრში მიმდინარე პროცესს, ეს არის უნიფიცირებული. ამ ცენტრის შეფასებაზე ჩვენც ვერ ვახდენთ გავლენას. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 600 ვაკანსიაზე ტესტირებას გადის 4 435 ადამიანი, გაცილებით მეტმა შემოიტანა აპლიკაცია, თუმცა ისინი სხვადასხვა მიზეზების გამო დაიბლოკნენ.

და რა მიზეზის გამო დაიბლოკნენ?

- მოთხოვნილზე მეტ ვაკანსიაზე ჰქონდათ შემოტანილი განაცხადი. ასევე, არასწორად ჰქონდათ საბუთები ატვირთული. ან საერთოდ არ ჰქონდათ ატვირთული. დეტალურად იყო განმარტებული, როგორ უნდა შეევსოთ სააპლიკაციო ფორმა. ადამიანები, რომლებაც არ გაითვალისწინეს ეს განმარტებები, რა თქმა უნდა მოიხსნენ კონკურსიდან და ვერ გავიდნენ მეორე ეტაპზე.

თუმცა, ამის პარალელურად კეთდება განცხდება, რომ თქვენ სწორედ ამ სახით ებრძვით „ქართულ ოცნებას“ და ლობირებთ „ნაციონალურ მოძრაობას...

- მე ვარ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვასრულებ ყველა იმ პროცედურას, რომელიც მევალება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიბლოკოს ყველა ის ადამიანი, მაგალითად, სადაც მოთხოვნილია დიპლომი და არ წარადგენს დიპლომს, ასეთი ადამიანი არ უნდა დაიშვას შემდეგ ეტაპზე. ცოტა მიკვირს ასეთი ინტერპრეტაცია.

ნამდვილად გარწმუნებთ, რომ კომისიაში ის სამდივნოც და სამდივნოს უშუალო ხელმძღვანელობა, რომლებიც კომიის წევრები არიან და მათ შორის მე, როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სახელების და გვარების დონეზეც არ ჩავდივართ. აქედან გამომდინარე, ბოლო განცხადებაზე, რომელსაც თურმე ადგილი ჰქონია, უბრალოდ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ კონკრეტული ბრალდების თუ მსჯელობის უკან კონკრეტული ფაქტი უნდა იდგეს. მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ამ აპლიკატებიდან ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერი ან წევრია და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

საკმაოდ ბევრი კითხვებია იგივე ქულებთან მიმართებაში, საკრებულოში არის 40 ქულა, რეგიონებში 35 და მერიაში 45, რა პრინციპით მოხდა ქულების ასე გადანაწილება?

- ამ ქულებთან მიმართებაში იყო აზრთა სხვადასხვაობა მაშინ, როდესაც პირველად შეიქმნა საკონკურსო კომისია. მაქსიმალურ ქულაზე გადაწყვეტილება პირველ ეტაპზე მოხდა იმ მოტივით, რომ რაც შეიძლება კვალიფიციური კადრი მობილიზებულიყო მერიაში. აქედან გამომდინარე, მეორე ეტაპიც სწორედ ამასთან არის მიბმული. ახლა ქულის შეცვლა გამოიწვევდა ძალიან ბევრ ცვლილებას.

ის ადამიანები, რომლებმაც წინა კონკურსის დროს მიიღეს 45 ქულაზე დაბალი, რეალურად ახლა ხელახლა მოუწევდათ კონკურსში მოანწილება და არათანაბარ პირობებში ჩავაყენებდით სხვა კონკურსანტებთან მიმართებაში. გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ იგივე ქულები დარჩენილიყო. თუმცა, გეთანხმებით, რომ ზღვარი არის საკმაოდ მაღალი, მაგრამ კონკურანტებს დიდი დრო  ჰქონდათ საიმისოდ, რომ მომზადებულიყვნენ.

იმ ვითარებაში, როცა პარქტიკულად 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, რამდენად რჩებათ კონკურსანტებს დრო დამატებით მომზადებისთვის? როგორც კონკურსანტები ამბობენ, დროს სიმცირის გამო ვერ ახერხებენ კვალიფიციურ მომზადებას...

- კი გეთანხმებით, შესაძლოა ის ადამიანები, რომლებიც მერიაში მუშაობენ და ის ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებული არ არიან, სხვადასხვა მდგომარეობაში არიან ჩაყენებული. რა თქმა უნდა, მეტი ძალისხევა მოუწევს იმას, ვინც მუშაობს, იმიტომ, რომ სამუშაო საათის შემდეგ მოუწევთ მომზადება ტესტირებისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ გავექცევით. კანონი და წესი ყველასთვის ერთია. ამიტომ, განსხვავებას ვერ გავაკეთებ იმის მიხედვით ვინ დასაქმებულია და ვინ გარედან იღებს მონაწილეობას.

თვითმმართველობის კოდექსი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კანონი, საქართველოს კონსტიტუცია ევროპული ქარტია და ა.შ.  რატომ  სჭირდება თანაშემწეს ან მდივანს ამ კანონების ცოდნა, ან რატომ არ გაკეთდა სხვადასხვა ვარიანტები მაგალითად თუნდაც გამგებლის მოადგილეებისთვის?

- საჯარო სამსახურის ბიუროს 73-ე ბრძანება განსაზღვრავს, რა სავალდებულო საკანონმდებლო აქტებს უნდა შეიცავდეს  ტესტირება. ახლა ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად უნიფიცირებული და ერთგვაროვანი უნდა იყოს ეს წესები, ეს ცალკე თემაა. ჩვენ რეალურად ვასრულებთ იმ ბრძანებას, რომელიც ჩვენთვისთვის სავალდებულოა, ჩვენ არ დაგვიმატებია არც ერთი საკანონმდებლო აქტი. ეს არის ის ჩამონათვალი, ნუსხა საკანონმდებლო აქტებისა, რომელიც ბრძანებით გვაქვს განსაზღვრული და აუცილებლად უნდა მოხდეს ტესტირებაში. შესაძლოა სხვადასხვა თანამდებობებზე, სხვადასხვა პასუხისმგებლობები ჰქონდეთ ადამიანებს, მაგრამ საჯარო მოხელეებს, რომლებიც გაივლიან ტესტირებას, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ცოდნა იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომელიც თავმოყრილი არის ტესტირებაში.

თუმცა, თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ, როგორც კომისიის თამჯდომარეს შესაბამისი გამოცდიელბა არ გაძლევთ უფლებას სხვას ჩაუტაროთ გამოცდები, რა პასუხი გაქვთ ამაზე?

- კომისია შესდგება არაერთი ადამიანისგან. კომისიაში ერთი ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას.  როგორც გითხარით, ტესტირება არის უნიფიცირებული, ეს კითხვები დაისმება წერილობით. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვაზე პასუხს, მინდა დაგარწმუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რამდენად ყველა უნდა აბარებდეს ამ კითხვას, მე მიმაჩნია, რომ ტესტი იმდაგვარია, რომელიც შეიძლება ისწავლოს ნებისმიერმა ადამიანმა რომელსაც უნდა საჯარო სამსახურში მუშაობა.

მიმაჩნია, რომ ადამიანმა, რომელიც საჯარო სამსახურში იწყებს მუშაობას, უნდა იცოდეს თუნდაც მანამდე არსებული კანონმდებლობა, უნდა იცოდეს, რა ტიპის რეგულაციები არსებობდა საქართველოში და თვითმმართველოში, ზოგადად რა პრინციპებს ეფუძნება თვითმმართველობა და რა პრინციპებს ეფუძნება კონსტიტუცია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ადამიანებმა, რომლებიც არიან ამ კომისიაში, იციან თუ არა ეს კანონმდებლობა, დამერწმუნეთ, რომ დღეს მერიაში მუშაობა შეუძლებელია იმ საბაზისო ცოდნის გარეშე, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ.

მაგრამ, ოპონენტები ამბობენ, რომ თქვენ არ გაქვთ გამოცდილება...

- მე უკვე გიპასუხეთ ამაზე. ძალიან უსუსური ბრალდებებია და ძალიან რთულია ამ ბრალდებებზე სერიოზულად პასუხი და ნამდვილად არ ვაპირებ ამას. ჩემი მერიამდე საქმიანობა უკავშირდებოდა სწორედ ამ საკანონმდებლო აქტებს. მერიაში, ამ თანამდებობაზე, ან ნებისმიერი სხვა სამსახურის უფროსი, რომელმაც არ გაიარა ტესტირება, აუცილებლად უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს, უნდა იცოდეს ის ძირითადი საკანონდმებო აქტები და არა მხოლოდ ძირითადი აქტები.