ლევან მაჭავარიანი: უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა

ლევან მაჭავარიანი: უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა

ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა ჰექსოგენის“ საქმეზე და განაცხადა, რომ არავისთვის არ იქნებოდა გასაკვირი აღნიშნულ საქმეში კვლავ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

მაჭავარიანის განცხადებით, ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად.“

ეს არავისთვის გასაკვირი არ არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარებაში, კონკრეტულად ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის მოადგილე გახლდათ და დღეს იკავებს ძალიან მაღალ პოზიციას, უკრაინის დაზვერვის სამსახურში და ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი, სწორედ იგივე ხელით არის დაგეგმილი და გამოსავლენია ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში დარჩენილიყო თუ, საქართველო გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სატრანზიტო ქვეყანად, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა მაღალ დონეზე“,- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.