სამაშველო–აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

სამაშველო–აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 19–დე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 5 მოქალაქე. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დრომდე კლინიკებში 6 პაციენტი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სტიქიის შედეგად დაიღუპნენ:

1. მალხაზ შოთას ძე ჭიტაძე, დაბ: 12.06.1956 წ – თბილისი;

2. გულიკო გურამის ასული ჭიტაძე დაბ: 13.09.1958წ – თბილისი;

3. გივი ვალერიანის ძე დვალი დაბ: 23.01.1938წ – თბილისი;

4. მარიამ ქუთელია დავითის ასული დაბ. 10.09.1990წ –ზუგდიდი;

5. ნანა რუბენის ასული ფილიშვილი დაბ: 12.10.1971წ – სვანიძის ქ;

6. ჟანა ეგიაზაროვა რუბენის ასული დაბ: 27.10.1967წ – სვანიძის ქ;

7. სვეტლანა ანდროს ასული ეგიაზაროვა; დაბ: 07.04.1948წ – სვანიძის ქ;

8. ლიანა ანდროს ასული ეგიაზაროვა; დაბ: 16.07.1950წ – სვანიძის ქ;

9. ინდირა ზარანდია მალხაზის ასული დაბ: 04.07.1992წ – ხობი;

10. ნატა ნიკოლოზის ასული ნინაშვილი დაბ: 31.01.1973წ – ყვარელი;

11. ნუგზარ ზურაბის ძე ბუაძე დაბ: 11.11.1979წ – ლიბანის ქ;

12. ნინა ალექსის ასული შუტკოვა დაბ: 16.08.1955წ – თბილისი;

13. პეტრიაშვილი გურამ ალექსანდრეს ძე დაბ:17.09.1937 წ – სვანიძის ქ;

14. ენუქიძე კარპო მამიას ძე 23/08/1956წ – ზესტაფონი;

15. მუზაშვილი ზურაბ გიორგის ძე (მაშველი) – კასპი;

16. ივლიტა ჯიბუტი რაჟდენის ასული 19/07/1991 – თბილისი;

17. გაბიტაშვილი დავით ხვთისოს ძე 29/01/1975 – თბილისი;

ამ დრომდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი

1. ელიზა მალხაზის ასული ზარანდია, დაბ: 16/10/1989; 

2. ელიზბარ შოთას ძე ბაღაშვილი, დაბ: 16/08/1961;

3. ბექა თეიმურაზის ძე ბუთურიშვილი, დაბ: 28/08/1981; 

4. სერგო ავთანდილის ძე კაპანაძე, დაბ: 01/03/1984;

5. სულიკო დიმიტრის ძე ნოზაძე, დაბ: 06/12/1959; 

6. ივანე იოსების ძე გელაშვილი, დაბ: 09/02/1961

თბილისში ამინდის გაუარესების გამო, დროებით შეჩერებულია როგორც უგზო–უკლოდ დაკარგულთა ძიება, მათ შორის გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა, როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, სამაშველო–აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მზადყოფნაშია საპატრულო პოლიცია და შს სამინისტრო. კრიზისების მართვის საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, რომ გადაუდებელი აუცილებლობუის გარდა თავი შეიკავონ მანქანით გადაადგილებისგან.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები ასე განაწილდა –ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, „მზიურის“ ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება დამატებითი ტექნიკა. 

რაც შეეხება ახალდაბასთან დამაკავშირებელ გზას, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გზა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაიხსნება. გზის გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, სოფელში, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სახლების დასუფთავების მიზნით, 100 სამხედრო მოსამსახურე იმუშავებს.