მდინარე ვერეს ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა, მოხალისეებსა და მაშველებს ტერიტორიის სასწრაფო წესით დაატოვებინეს. ასევე, გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდება მდინარე ვერეს ხეობასა და ზოოპარკში. აღნიშნულის მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა, ხევიდან მიმდინარეობს ტექნიკის და ადგილზე მომუშავე ხალხის გამოყვანა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. სუდაძის განმარტებით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „მივიღეთ შეტყობინება, რომ დაახლოებით 30-40 წუთიანი წვიმა იქნება. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გვყავდეს მოქალაქეები, ვინც აქ მუშაობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ევაკუაცია. ყველა სამუშაო შეჩერდა“, - აცხადებს ავთანდილ სუდაძე.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ტერიტორიზე სეტყვა უკვე დაიწყო. სამართალდამცავები გმირთა მოედანზე მყოფ ადამიანებს ტერიტორიის სრულიად განთავისუფლებას სთხოვენ.