შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეებს: 1951 წელს დაბადებულ მედეა ხ-ს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი ხ-ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წლის ნოემბრის თვეში მედეა ხ-მ ლიტვის საელჩოში წარსადგენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაუმზადა და გადასცა თავის შვილიშვილს - გიორგი ხ-ს.

გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).