არჩილ თალაკვაძემ  2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს საჩუქრები გადასცა

არჩილ თალაკვაძემ 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის სახელით, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საჩუქრები გადასცა ბაკურიანში, სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებს და წარმატება მიულოცა.

შს მინისტრის ინიციატივით, 12 ბავშვმა ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენა და სათხილამურო სპორტს დაეუფლა. დასვენების ბოლო დღეს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებისთვის თხილამურებით სრიალში შეჯიბრი ჩატარდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.