„თუნდაც მტრები ვიყოთ, მოდით, ცივილიზებულდ მოვიქცეთ, ნუ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ“ - შეიძლება, ამ თავისი არსით მარტივი ფრაზით არის კიდეც გამოხატული ცივილიზაციის კულტურულ-სამართლებრივი, ზესიტუაციური ქცევის არსი, ვინაიდან, სიტუაციის შიგნით ყოფნისას შეუძლებელია იმაზე მარადიული შეთანხმება, რომ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ, ვინაიდან ვიღაცისთვის ყოველთვის იქნება „ცხადი“, რომ მან უნდა აღადგინოს დარღვეული სამართლიანობა. ამ აშკარა სწრაფვის გარეშე ისტორიაში არ განხორციელებულა ბოროტება, ვინაიდან ყოველგვარი ბოროტება საუკეთესო მიზნებით ხორციელდება და ეს ფრაზა სულაც არ გახლავთ ირონიული. ბოროტების ენერგია ჭეშმარიტების ენერგიით, ჭეშმარიტების ხილვის სინამდვილით საზრდოობს, ცივილიზაცია კი ახშობს მას და იმდენად აფერხებს მას, რამდენადაც ჩვენ, ადამიანებს შეგვწევს საამისო ძალა“. (მერაბ მამარდაშვილი, „ცივილიზაციის ფორმალური სტრუქტურა“)
ამ სიტყვებს - „ვიღაცისთვის ყოველთვის იქნება „ცხადი“, რომ მან უნდა აღადგინოს დარღვეული სამართლიანობა“ - ხშირად სწორედ ისე აღიქვამენ, როგორც აწყობთ. ვიღაცისთვის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობისთვის ბრძოლა, მხოლოდ სხვისი დაცინვაა, არა კრიტიკა, არამედ დაცინვა. კრიტიკა შესაძლოა იყოს ირონიული, მაგრამ კრიტიკა იმის კრიტიკაა, რომ არგუმენტებით არის გამყარებული, მაგრამ ისეც ხდება, რომ დაცინვის ობიექტი თავს ვალდებულად თვლის, „სამართლიანობის აღსადგენად“ მოწინააღმდეგეს ავტომატი დააღეროს. და ამის შემდეგ იწყება მთავარი: თუ ერთს დაიცავ, მეორის თანამოაზრე ხდები, თუ მეორეს გამოუცხადებ თანაგრძნობას, პირველის მხარდამჭერები ყველა სასიკვდილო ცოდვაში დაგდებენ ბრალს.
და, კიდევ უფრო მთავარი - თუ შენთვის ორივე მიუღებელია, მიუღებელი ხარ ორივესთვის. არავინ დაინტერესდება - რატომ. მიუღებელი ხარ და მორჩა!!! ან უნდა იყო ან მემარცხენე ან მემარჯვენე, ან ქოცი ან ნაცი. ყველაფერი წრეზე ტრიალებს და დასავლელ ულტრალიბერალებსა და აღმოსავლელ ფუნდამენტალისტებს ერთმანეთისგან მხოლოდ ნაბიჯი აშორებთ - ერთნი სიცოცხლეზე ძალადობენ, მეორენი - აზროვნებაზე. და რადგან „ვაზროვნებ, ე.ი. ვცოცხლობ“, ლიბერასტებსა და ფუნდამენტალისტებს შორის განსხვავება არც ისე დიდია.
არადა, მთელი პრობლემა, ჩემი აზრით, გულწრფელობაშია და გასულ კვირაში საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკითხავი ის არის, რამდენად გულწრფელად სწამდათ იმ ჟურნალის მფლობელებს და თანამშრომლებს, რომ თავიანთი საქმიანობით სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს ემსახურებოდნენ და რამდენად სწამდათ ტერორისტებს იმის, რომ რედაქციაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტით ისლამს დაიცავდნენ.
საკმარისი აღმოჩნდა კრიტიკული სიტყვა (ვფიქრობ - არგუმენტირებული) დამცდენოდა „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული კარიკატურების შესახებ, რომ მაშინვე ფაშისტი და ტერორისტი გავხდი და არც გამიკვირდებოდა, ჩემს სახლთან აქცია - „მე შარლი ვარ“ - რომ მოეწყოთ და იმ აქციის მონაწილეებსაც ჩამოგითვლით: ვითომ ლიბერალები, ვითომ დემოკრატები, ვითომ ინტელექტუალები, ვითომ მწერლები, ჟურნალიტები, მხატვრები, მუსიკოსები, ვითომ სამოქალაქო საზოგადოება, ვითომ „არასამთავრობოები“, ანუ - უსაქმურები, უნიჭოები, უწიგნურები, უვიცები... ისინი, „ნულოვან ტოლერანტობას“ რომ ეთაყვანებოდნენ, „ყველანი ციხეში“ - რომ მოითხოვდნენ, ფულს რომ ათეთრებდნენ, თოვლს რომ აწითლებდნენ და არ წითლდებოდნენ, ყველაფერს რომ ყიდიდნენ სინდისის გარდა, ხოლო სინდისს ვერ ყიდიდნენ, რადგან სინდისი ან გაქვს, ან არა და ვისაც არ აქვს, ვერც გაყიდის, ხოლო ვისაც აქვს, მისთვის შეუფასებელია.
პირველები, ვინც „მე ვარ შარლი“ დაიძახა, სწორედ ისინი იყვნენ, ფეისბუქ-ლაიქების გამო ადამიანებს სამსახურებიდან რომ ხსნიდნენ, იჭერდნენ, ჟურნალისტების დაპატიმრებას ამართლებდნენ, მედია-საშუალებების დახურვას და წართმევას რომ მიესალმებოდნენ, ან დუმდნენ, ანუ დუმილით ესალმებოდნენ.
რომ იდგნენ სანთლებით - "მე შარლი ვარო..." 7 ნოემბრის შემდეგ ერთმა მაინც თუ თქვა "მე ვარ დიანა ტრაპაიძე" ან მეორემ, ფოტოგრაფების საქმის დროს - "მე ვარ ზურა ქურციკიძე"?
მაშინ არაფერი უთქვამთ, დუმდნენ, დუმილი კი ხშირად უფრო მეტყველია, ვიდრე ყველაზე გრძელი ტირადა და იმ დუმილს მაშინ „მე ვარ გურამ დონაძე“ ერქვა და ისინი დღესაც „გურამ დონაძე“ არიან. მათ, უბრალოდ, ნიშა დაიკავეს - მხოლოდ ისინი უცხადებენ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, მხოლოდ ისინი დგანან ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, მხოლოდ მათ ესმით სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა და მხოლოდ ისინი დასტირიან საფრანგეთში მოწყობილი სასაკლაოს მსხვერპლთ.
იმდენი თქვენს დედებს... დავასრულო დაწყებული ფრაზა? ჯობს დავხატო, რადგან მარკ ტვენის სიტყვები მახსენდება: „მე რომ დავწერო - „ქალი იყო შიშველი“ - და მერე დეტალურად აღვწერო ყველაფერი, კრიტიკოსები დამმარხავენ. როცა იგივეს მხატვარი აკეთებს, კრიტიკოსები ჭკუაზე არ არიან სიხარულით“.
გავარტყი ეგეთ კრიტიკოსებს. უბრალოდ, არც ფრაზას დავასრულებ და არც დავხატავ. მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება და იმდენად თავისუფალი ვარ, რომ საკუთარ თავს, როცა მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა თვითონვე ვუწესებ და ვუხსნი შეზღუდვებს.
მე ეგ მიმაჩნია თავისუფლებად, მაგრამ ვიღაცისთვის, იქნებ, გამოხატვის თავისუფლება ისაა, შარვალი ჩაიხადოს ან კაბა აიწიოს, შუა ქუჩაში მოისაქმოს, ამას „პერფორმანსი“ დაარქვას, გამვლელის შენიშვნა აგრესიულად გააპროტესტოს, აგრესიაზე აგრესია მიიღოს და მერე შეკრიბოს თავისნაირები და ყველამ დაიკავოს ფურცელი წარწერით „მეც ქუჩაში ვჯ...ავ“.
თუ გეი-პარადი გამოხატვის თავისუფლებაა, შეიკრიბეთ და მთელ რუსთაველზე თქვენც ჩამოიარეთ, ნეკროფილებო, ზოოფილებო, გერონტოფილებო... მთელი ხმით იყვირეთ, რა საამურია დობერმანების, ლაბრადორების და გერმანული ნაგაზების ჟიმვა, რა ტკბილია ასი წლის დედაბრებთან კოტრიალი და გაბედოს ვინმემ პროტესტის გამოთქმა, მიცვივდით და მთელი ხმით დაიძახეთ: „მეც ვჟიმავ მეზობლის ყურშას, მაგდანას ლურჯას და ბებიაჩემის პარალელურ კლასელებს“.
აგრესია წარმოშობს აგრესიას, უბედურება - უბედურებას, ზოგი ფუნჯით არის აგრესიული, ზოგი სიტყვით და ზოგიც „კალაშნიკოვით“, რადგან ვერ წერს, ვერ ხატავს და ამიტომ მისი გამოხატვის თავისუფლება ტყვიების ზუზუნთან არის კავშირში.
მაგრამ, ასეთ დროს ვიღაც ყოველთვის იგებს, ვიღაც წყალს ამღვრევს, რომ თევზი დაიჭიროს, ვიღაც კი სხვის მიერ ამღვრეულ წყალში აფათურებს ხელებს. ჟურნალის ტირაჟი 30 ათასი იყო, ეს იგივეა, საქართველოში 100 ეგზემპლარს რომ ყიდდე. 14 იანვრის „შარლი“ მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდება, ათასი ჯურის ქვეშაფსია გააპროტესტებს ძალადობას იმ გარანტიით, რომ „იკივლებს სხვაც“, მაგრამ მარტო თვითონ - „არ იკივლებს“. უმალ ძალადობას დაუჭერს მხარს.
პარიზში დიდი საპროტესტო მსვლელობის ჩატარებას აპირებენ. სამწუხარო მოსალოდნელობა - პოროშენკოსთან და, იქნებ, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, აქციაში ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას, რადგან „რუსეთი და ევროპა ერთად ებრძვიან ტერორიზმს“.
დახეთ - ტერორისტი და ტერორის მსხვერპლი ერთად დგანან და ვინ არის ბოლო-ბოლო ტერორის მსხვერპლი? ევროპა? არა მგონია... ტერორის მსხვერპლნი ყოველთვის კონკრეტული ადამიანი, ადამიანები არიან. დანარჩენები, ჩერგოლეიშვილები და შევჩენკოები, ხელს ითბობენ, ვიღაცეები სეირს უყურებენ, ვიღაცეები კი სხვისი გლოვით ტკბებიან.
სიუჟეტი ვნახე, გლოვის ნიშნად ეიფელის კოშკი რამდენიმე წუთით გამოირთო. ტურისტები აღფრთოვანებულები იყვნენ - ასეთ რამეს ყოველ დღე ვერ ნახავ, გაგვიმართლა, საკუთარი თვალით რომ ვნახეთო. როგორ კიდიათ ისლამისტი ტერორისტების ხელით მოკლული ადამიანები და სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი მიმდევრები ისლამისა...
აი, ნიუსი: „დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე პარიზში სატირული ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმის გამო დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეიფელის კოშკზე გარეგანათება გამოირთო, რომელიც 5 წუთის შემდეგ კვლავ ჩაირთო, როგორც სიმბოლო იმისა, რომ სიცოცხლე გრძელდება. ამ ინიციატივით დღეს პარიზის მერი ენ იდალგო გამოვიდა, რომლის მოწოდებითაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე პარიზელების მიტინგი მიმდინარეობს. ასობით და ათასობით ადამიანმა მოიტანა სანთლები, ყვავილები, კალმები და ფურცლები დაღუპული ადამიანების პატივსაცემად და სკანდირებდნენ "შარლი!", "ჩვენ ყველა შარლი ვართ".
მხოლოდ ხუთი წუთით, მხოლოდ!!! სიცოცხლე გრძელდებაო... ტერორიზმიც გრძელდება, ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც, ნაციზმიც, ძალადობაც, მკვლელობაც, ქურდობაც, ტრეფიკინგიც და, რა თქმა უნდა, გრძელდება „გრანტიზმი“, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და, უბრალოდ, თავისუფლების დარღვევის თითოეული ფაქტი შემოსავლის წყაროა, ხოლო საყოველთაო შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, სიყვარული და ღირსეული თავისუფლება - შიმშილით სიკვდილის ტოლფასი.
გასულ კვირაში შობა ვიდღესასწაულეთ... პატრიარქის ყოველ ეპისტოლეში ყოველთვის ზუსტად არის ნათქვამი იმის შესახებ, თუ ვინ ვართ, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ. ბოლო ეპისტოლედან: "სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება - ჩვეულებად, გულგრილობა - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა - მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება".
არ ეთანხმებით?
"ნათლიადან" მახსენდება: როდესაც კარდინალი, მომავალი პაპი, შადრევნიდან კენჭს ამოიღებს, დაამტვრევს და კორლეონეს ეუბნება: "ეს კენჭი მრავალი წელი წყალში იდო, მაგრამ მასში წყალმა ვერ შეაღწია. ასე ვართ ჩვენც - ასეულობით წელია ქრისტიანობაში ვართ, მაგრამ ქრისტემ ვერ შემოაღწია ჩვენში".
დღეს ფარისევლობამ წალეკა ეს ქვეყანა.
შობას სამებაში ხადურს მოვკარი თვალი. სხვებიც იქნებოდნენ - პოლიტიკოსები, საჯარო პირები. საშობაო წირვაზე დასწრება მათი სამსახურებრივი მოვალეობაა - პროფესიონ დე ფუა.
მაგრამ იქ უამრავი რიგითი ვითომ მორწმუნე იქნებოდა, ისეთი, როგორც კი საშუალება მიეცემა ყველანაირ უკადრებელს რომ იკადრებენ.
აბა, ტაძრიდან რომ გამოხვალ და რომ იტყვი - "ბოზიშვილი ვიყო, მაგარი იქადაგაო" - ვინ ხარ შენ? ვინ ხარ და, ის ხარ, ხადურის ადგილას, ერთს კი არა, კონტრაბანდისტებისთვის წართმეულ ყველა აიფონს და მიქსერს საკუთარ ოჯახში რომ მიიტანდი და დაიძინებდი მშვიდად, რადგან შენი კონსტიტუციური უფლებაა გეძინოს მშვიდად მაშინ, როცა ამდენი უბედურება ტრიალებს. ეს შენი კონსტიტუციური უფლებაა. თავისუფლება კი ის არის, როცა საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევ და რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილ და სხვა ადამიანების მიერ ათიათასჯერ გადაკეთებულ-გადმოკეთებულ, მიჭრილ-მოჭრილ, ვიღაცეების მიერ საკუთარ თარგზე მორგებულ კონსტიტუციაზე მაღლა ადამიანობას და ღირსებას აყენებ.
ა.დ. (ადამიანებად დავრჩეთ) როდესაც მიღმური სრულყოფილების სახელით გამოირიცხება ყველა ფორმალური მექანიზმი სწორედ იმ საფუძველზე, რომ ისინი ფორმალურია და მაშასადამე აბსტრაქტულია უშუალოდ ადამიანურ სინამდვილესთან შედარებით და იოლად გასაკრიტიკებელია, მაშინ ადამიანები თვითონვე ამბობენ უარს ადამიანად ყოფნის შესაძლებლობაზე, ანუ იმაზე, რომ ურღვევი, არა მხოლოდ ნიშნური ცნობიერება ჰქონდეთ
(მერაბ მამარდაშვილი, „ცივილიზაციის ფორმალური სტრუქტურა“)