საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამხედრო პაციენტებისთვის სისხლი გაიღეს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ოცდაათამდე თანამშრომელმა სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის „სისხლის ბანკს“ სისხლი უსასყიდლოდ გადასცეს.
აქციის მიზანს სამხედრო ჰოსპიტალის მხარდაჭერა და პაციენტებისთვის საჭირო სისხლის სრულყოფილი მარაგის შექმნა წარმოადგენს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას პერიოდულად იღებს.