„ბიძინა ივანიშვილს არ ვურჩევ პოლიტიკაში დაბრუნებას“

„ბიძინა ივანიშვილს არ ვურჩევ პოლიტიკაში დაბრუნებას“

აღმოსავლეთში ითვლება, რომ თხა ერთ–ერთი იღბლიანი ცხოველია. ამიტომ, ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას ურჩევს, რომ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის კონკურსებში, რათა უფრო მეტად წარმატებული აღმოჩნდნენ, პოლიტიკოსებს კი ურჩევს, რომ დაიცვან სიმშვიდე, გაარჩიონ ბოროტი და ნათელი ძალების მოქმედება. მისი თქმით, ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ზომიერების დაცვას ყველგან და ყველაფერში. საბოლოოდ კი, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიურ ჯგუფს და რომელ ადამიანს ენდობა ყველაზე მეტად. ამ მხრივ ეს წელიწადი იქნება გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი.

for.ge ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.

ბატონო მიხეილ ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება ფავორიტი თხის წლისთვის?

– მთავარი ფავორიტი ჩვენ გვყავს ლომი და ვერძი. მათ წარმატების შანსები საკმაოდ მაღალი აქვთ. შემდგომი ერთ–ერთი ფავორიტი იქნება მერწყული, ოღონდ განსაკუთრებულად წარმატებულია მისთვის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდი. სამაგიეროდ, სასწორისთვის ძალიან კარგია სექტემბრამდე პერიოდი. სექტემბრის შემდეგ რთული პერიოდი იწყება და მეტი სიფრთხილე მართებს, მათ შორის პირადი ურთიერთობის მიმართ, სამართალდამცავ ორაგანოებთან მიმართებაში, დოკუმენტაციებთან მიმართებაში შეცდომების ტენდენციაც მოიმატებს.

ქალუწულისთვის კი პირიქით, მეორე ნახევარია კარგი,ისევე როგორც თევზებისთვის. მაგრამ ქალწულს სექტემბრამდე მართებს მეტი სიფრთხილე, კოლეგიალობის კუთხით. ამ წელიწადს 4 და 5 ქულიან სისტემით შეიძლება შევაფასოთ ლაგეზი კირჩხიბისა.ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის ეს წელიწადი საშუალოა. ეს დასავლური კალენდრით, რაც შეეხება აღმოსავლურ კალენდარს, მთავარი ფავორიტია თხის წელიწადში დაბადებული ადამიანი, მისთვის რაღაც სიახლე უნდა დაიწყოს. მის ცხოვრებაში იწყება 12 თვიანი ახალი ეტაპი. ეს წელიწადი კარგია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კატის წელიწადში დაიბადნენ, ასევე კარგია ურთიერთობა ტახის წელიწადში დაბადებულებისთვის. პრობლემები შეიძლება შეექმნათ დრაკონის წელიწადში დაბადებულებს. ასევე, ძაღლის და ხარის წელიწადში დაბადებულებს. რაც შეეხება ვეფხვს, ცხენს, მამალს და გველის წელიწადში დაბადებულებს, მათთვის კარგი წელიწადია. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს წელიწადი საშუალოა.

რა რჩევას მისცემთ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, რა ტაქტიკით უნდა იმოქმედონ 2015 წელს პოლიტიკოსებმა?

– პოლიტიკოსებს ვურჩევ – გვახსოვდეს, რომ თხა არის ძალიან მშვიდი ნიშანი და ამიტომ, იგი ითხოვს, რომ სიმშვიდე დაიცვან როგორც პოლიტიკოსებმა. ადამიანმა უნდა გაარჩიოს ბოროტება და ნათელი ძალების მოქმედება. რადიკალურად უნდა განვაცალკავოთ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მიზნის მიღწევას მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. ამ გზით უნდა იმოქმედონ სწორედ პოლიტიკოსებმა, თუ უნდათ, რომ ეს წელიწადი მათთვის იყოს წარმატებული.

ქვეყნისთვის რამდენად წარმატებული იქნება თხის წელიწადი?

– გითხრათ, რომ გაჩნდება დიდი სამუშაო ადგილები, ასე არ იქნება. ცოტათი წინ წავიწევთ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მაგრამ წარამტებული იქნება იმ მხრივ, რომ ეს იქნება რადიკალური ცვლილებების წელი საკადრო და მეთოდოლოგიების კუთხით. ცვლილებები იქნება როგორც პოლიტიკურ, ასევე საბანკო–ეკონომიკურ, ტურიზმის, სპორტის და განათლების სფეროში, იწყება ახალი განვითარების ეტაპი, რომელიც სერიოზულ რეფორმებთან იქნება დაკავშირებული.

სერიოზული ცვლილებები იქნება როგორც იურისპრუდენციის, ასევე სამედიცინო სფეროში. სერიოზული ქირურგული ჩარევის პერიოდი იქნება. მოვლენ ახალი კადრები, ბრუნდებიან ძველი პროფესიონალები, მოიმატებს არაკორუმპირებული კადრების მოზღვავების პროცესი. ეს არის სერიოზული საკადრო ცვლილებების და ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის პერიოდი, რომელიც რეალურად ყლორტებს 2016 წლიდან გამოავლენს. შეიცვლებიან დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, რაც საერთო ჯამში, სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას.

სერიოზული ცვლილებების წელი, შესაძლებელია გრანდიოზული ცვლილების წელი გახდეს? ამას იმიტომ გეკითხებით, ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდება ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი...

– ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების შანსი აქვს თებერვლიდან სექტემბრამდე, მაგრამ არ ვურჩევ მას პოლიტიკაში დაბრუნებას. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშილისთვის პოლიტიკა არის ფრიად ნეგატიური, რომელიც ნეგატიურად განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას. საიდუმლოდ მოქმედება ეს არის მისი ცხოვრების წარმატების მთავარი კრედო. როგორც კი პოლიტიკაში გამოჩნდება, ნახავთ რამდენი პრობლემა აგორდება.

პოლიტიკოსები და სოციოლოგები გაუწყრებიან, უამრავი დაპირისპირება იქნება, რაც საგრძნობლად მოუშლის ნერვებს და შეაფერხებს წინსვლის შესაძლებლობას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, წარმატებულად არ მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მისი რეიტინგი შიეძლება იმდენად შემცირდეს, რომ მერე ამის აღდგენაზე ზრუნვა იქნება საჭირო. პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეულწილად, ზეგავლენას ახდენს, ოღონდ ეს ზეგავლენა უნდა მოახდინოს ზედმეტი ხმაურის გარეშე და არა იმით, რომ ასპარეზზე გამოჩნდეს. ისევ ჯობია, რომ მოიყვანოს ვინმე სხვა, ოღონდ ისე, რომ ივანიშვილის სახელი იყოს უმწიკლო, როგორც გარანტი „ქართული ოცნების“. მე მიმაჩნია, რომ ეს სწორიც და გამართლებულიც იქნება.

2015 წელს უნდა ველოდოთ საპროტესტო გამოსვლებს?

– საპროტესტო აქციები იქნება. როგორც გითხარით, სერიოზული ცვლილებების წელი იქნება. ბევრი იქნება განაწყენებული იმით, რომ დაკარგავს თანამდებობას. მათ შორის სამთავრობო და პოლიტიკურ დონეზე. მაგრამ ის, რომ ეს აქციები გადაიზარდოს რევოლუციაში, ასეთი რამე არ მოხდება.