საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 2015 წლის დადგომა სამხედროებთან ერთად აღნიშნა.
ახალ წელს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთან ბესო ხატიაშვილთან ერთად, მე-5 ქვეით ბრიგადაში შეხვდა. მოგვიანებით, მათ I ქვეით ბრიგადაში გადაინაცვლეს. ბოლოს კი, გენერალ-მაიორი და მთავარი სერჟანტი საგურამოში სამედიცინო ბატალიონს ესტუმრნენ. სამხედრო ექიმებს ახალი წლის დადგომა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმაც მიულოცა.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებთან შეხვედრისას 2015 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.